თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

02/09/2026
27/08/2026
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, სახალხო ღონისძიება „მანგლის...
23/08/2026

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, სახალხო ღონისძიება „მანგლისობა 2026“ მანგლისის ცენტრალურ პარკში, დიდ როშაში გაიმართა.

საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე სტუმრებს მანგლისობის სახალხო დღესასწაული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ და თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისისა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს.

ადგილზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა: ბავშვთა გასართობი აქტივობები, საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული მასტერკლასები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები - ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე მოწვეული მუსიკოსები: ჯგუფი „შარა“ და „ღამის შოუს“ ბენდი.

საღამო ელექტრონული მუსიკით გაგრძელდა და ფოიერვერკით დასრულდა.

21/08/2026

#მანგლისობა2026
#გელითყველას

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი  სტაჟირების  კონკურსი 13 ვაკანსიაზე გამოცხადდება. სტაჟირების მსურველებ...
18/08/2026

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 13 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ქონების მართვისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ქონების მართვის განყოფილება - 3 ვაკანსია; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახური - 3 ვაკანსია; მუნიციპალური ინსპექციის სამსახური - 3 ვაკანსია; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 2 ვაკანსია.

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 7 ვაკანსიაზე გამოცხადდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 3 ვაკანსია; ხოლო საორგანიზაციო განყოფილება - 4 ვაკანსია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ აღინიშნა.ღონისძიებას საქართველოს პრეზი...
12/08/2026

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით - „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები, ქართულ ჭიდაობა და დოღი. მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები წარმოადგინეს.

სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილეები- ნიკა კობახიძე და ავთანდილ ჭრიკიშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

12/08/2026

Address

საქართველო
საქართველო

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995359222338

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality:

Shortcuts

Share