სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია / Samukhi Multipurpose Use Area

  • Home
  • Georgia
  • Akhmeta
  • სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია / Samukhi Multipurpose Use Area

სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია / Samukhi Multipurpose Use Area ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (IUCN 6)

⚠️ ყურადღება!🌧️ უხვი ნალექისას, სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავეთ.🚜 ძლ...
23/07/2026

⚠️ ყურადღება!

🌧️ უხვი ნალექისას, სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავეთ.

🚜 ძლიერი წვიმის შედეგად ტერიტორია შესაძლოა ტალახიანი გახდეს, რაც ზრდის ავტომობილის გაჭედვისა და გადაადგილების შეფერხების რისკს.

🙏 გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გაფრთხილება და იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე.

📢 დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენი გვერდის განახლებებს.

#სამუხი #მრავალმხრივიგამოყენებისტერიტორია #უსაფრთხოება #გაფრთხილება #წვიმა #უხვინალექი #ბუნება #გარემოსდაცვა

 #გამომყევისამუხში 🌿🌳 რატომ უნდა ეწვიო სამუხს?✨ დააკვირდე უნიკალურ ბუნებასა და თვალწარმტაც პეიზაჟებს.🦅 აღმოაჩინო იშვიათი...
16/07/2026

#გამომყევისამუხში 🌿

🌳 რატომ უნდა ეწვიო სამუხს?

✨ დააკვირდე უნიკალურ ბუნებასა და თვალწარმტაც პეიზაჟებს.
🦅 აღმოაჩინო იშვიათი ფრინველები და ველური ბუნება.
📸 გადაიღო დაუვიწყარი ფოტოები ბუნების ულამაზეს გარემოში.
🚶‍♂️ გაისეირნო მშვიდ და სუფთა გარემოში.
🌱 უკეთ გაიცნო საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა.
💚 დაისვენო ქალაქის ხმაურისგან და შეიგრძნო ბუნების სიმშვიდე.

🎒 რა არ უნდა დაგვავიწყდეს სამუხში ვიზიტისას?

☀️ მზისგან დამცავი კრემი
💧 საკმარისი რაოდენობის წყალი
🧢 კეპი ან ქუდი

🌿 დაიცავი ბუნება, წაიღე მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები და დატოვე მხოლოდ საკუთარი ნაკვალევი. 💚

#სამუხი #სამუხისაღკვეთილი #დაცულიტერიტორიები #ბუნება #ეკოტურიზმი #საქართველო #იმოგზაურესაქართველოში #ველურიბუნება

02/07/2026

🦌🌿 სამუხის ველის თავისუფლება ყველაზე ლამაზად სწორედ ქურციკების სირბილში ჩანს.

ბუნების ეს საოცარი სანახაობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად უნიკალური და ძვირფასია საქართველოს ველური ბუნება. 💚✨

📍სამუხის ველი

#სამუხისველი #ქურციკები #ბუნება #საქართველო #ველურიბუნება 🌾🦌🍃

📍 სტუმრად სამუხში 🌿🦌​დღეს, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოინახულეს საქართველ...
24/06/2026

📍 სტუმრად სამუხში 🌿🦌

​დღეს, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოინახულეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, WWF-ისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.🌱

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს უნიკალური ბუნებრივი გარემო, გაეცნენ ტერიტორიის ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მიმდინარე საქმიანობებს. 🚶‍♂️🌳

მათ ასევე მოინახულეს ადმინისტრაციული და სარეინჯერო შენობისთვის შერჩეული ადგილი, ხორანთას (ჰერეთის) ისტორიული ნაქალაქარი, ქურციკის სარწყულებელი ტბორები, მერცხლების ქალაქი, დათვის ხევი და სხვა ბუნებრივი სილამაზითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამორჩეული ადგილები. 🏞️🐻

მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ბუნების დაცვის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. 🤝💚

#სამუხი #დათვისხევი #ბუნებისდაცვა #დაცულიტერიტორიები #ეკოტურიზმი #ველურიბუნება 🌿🦌📸

🦌🌿 სამუხის ველი – ადგილი, სადაც ბუნება თავისუფლების ენაზე საუბრობს 🌿🦌უსასრულო ველები, მშვიდი ჰორიზონტი და ქურციკები, რომ...
07/06/2026

🦌🌿 სამუხის ველი – ადგილი, სადაც ბუნება თავისუფლების ენაზე საუბრობს 🌿🦌

უსასრულო ველები, მშვიდი ჰორიზონტი და ქურციკები, რომლებიც თავისუფლად და ამაყად მიაბიჯებენ მშობლიურ გარემოში – სწორედ ასეთი სილამაზით გვხვდება სამუხის ველი. 💚

ეს უნიკალური ადგილი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვუფრთხილდებოდეთ ბუნებასა და მის ბინადრებს. ყოველი ქურციკის გამოჩენა სიცოცხლის, თავისუფლებისა და ეკოსისტემის სიმდიდრის სიმბოლოა. 🌾✨

მოდით, ერთად შევინარჩუნოთ ეს საოცარი სივრცე, რათა მომავალ თაობებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი თვალით იხილონ სამუხის ველზე მშვიდად მოსეირნე ქურციკები. 📸🦌

💛 ბუნების სილამაზე იწყება მისი დაცვით.

#სამუხისველი #ქურციკები #ველურიბუნება #საქართველოსბუნება #ბიომრავალფეროვნება #დავიცვათბუნება #ეკოტურიზმი 🌿📷🦌

📍 ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე🏛️ მდებარეობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგ...
24/04/2026

📍 ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე
🏛️ მდებარეობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი — ხორანთას ნაქალაქარი 🏰

სადაც ბუნება ჯერ კიდევ ხელუხლებელია და სიჩუმე ყველაფერზე მეტს გეუბნება... 🐾✨
ჰორიზონტზე გაწოლილი ველები, შორიდან მომზირალი ცხოველები და ის სიმშვიდე, რაც ქალაქში ვერასდროს იპოვი 🌾🦌

🌍💚

სამუხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ბურღვის სამუშაოები. 💧ამ ეტაპზე ბურღვის სიღრმე შეადგენს 70 მეტრს, ხოლო სამუშაო პრო...
01/04/2026

სამუხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ბურღვის სამუშაოები. 💧
ამ ეტაპზე ბურღვის სიღრმე შეადგენს 70 მეტრს, ხოლო სამუშაო პროცესი კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება. 🛠️

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაგიზიარებთ. 📢

01/04/2026

✅1 აპრილიდან 1 ივლისამდე სამუხის ველზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

🔹მიმდინარე პერიოდში, სამუხის ველზე ქურციკების მე-12 თაობის დაბადებას ველოდებით.

🔹სწორედ ქურციკის გამრავლების აქტიური პერიოდიდან გამომდინარე, 1 აპრილიდან 1 ივლისამდე სამუხის ველზე ვიზიტორთა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. მოგზაურობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე, ავტომანქანების ლიმიტირებული რაოდენობით.

🔹აღნიშნული შეზღუდვა მიზნად ისახავს ქურციკების და პატარა ლიკლიკების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას.

🔹ქურციკის, იგივე ჯეირანის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით წარმატებით ხორციელდება. დღეისათვის მათი რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

✅From April 1 to July 1, traveling in the Samukhi Valley will be partially restricted.

🔹During this period, we expect the birth of the 12th generation gazelles in the Samukhi Valley.

🔹Due to the active breeding season of gazelles, traveling in the Samukhi Valley will be partially restricted from April 1 to July 1. Movement will be allowed only along a pre-designated route and with a limited number of vehicles.

🔹These restrictions aim to ensure the safety of gazelles and their newborn calves and to minimize stress on the animals.

🔹The goitered gazelle (jeyran) restoration project is being successfully implemented on the initiative of the Agency of Protected Areas under the Ministry of Environmental Protection and Agriculture, together with the World Wide Fund for Nature (WWF), with financial support from the German Government (KfW) and the active involvement of the Government of Azerbaijan. Today, their population exceeds 500 individuals.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

23/03/2026

Address

ჭავჭავაძის N103
Akhmeta
0900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია / Samukhi Multipurpose Use Area posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share