23/06/2026
🔊AI ხელოვნური ინტელექტის პროფესიული ( 3 თვიანი) პროგრამა 📚💻
📍📍სკოლასა და საქართველოს კარიტასის ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტს შორის ინკლუზიური განათლების პროგრამა/Caritas Georgia Inclusive Education Program გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ,,კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი" სკოლაში ახორციელებს მოსწავლეთა პროფორიენტაციის მხარდამჭერ, უფასო 3 თვიან, პროფესიულ პროგრამებს👍💻📚
📍📍აღნიშნული პროგრამის განხორციელება სკოლაში დაიწყო 2026 წლის 20 მაისიდან და პირველ პროფესიულ 3 თვიან კურსზე: ,,ხელოვნური ინტელექტი - (საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება) დარეგისტრირდა სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ( 14 და მეტი ასაკის) 18 მოსწავლე👏💻📚
📍📍კურსის ფარგლებში კომპეტენტური სპეციალისტი ბავშვებს შეასწავლის სხვადასხვა AI ინსტრუმენტებს ( ჩატბოტებს, სურათების AI, კოდის AI, AI ძიება, AI Agents, მონაცემები, ხედვა). კურსის ბოლოს, თითოეული მოსწავლე შექმნის საკუთარ AI პროექტს, რომელიც რაიმე რეალურ პრობლემას წყვეტს და წარადგენს💻📚 საპრეზენტაციოდ.
📍📍📍აღნიშნული AI კურსის დასრულების შემდგომ, გაგრძელდება: ვებ-პროგრამირების, თამაშების პროგრამირების, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების, გრაფიკული დიზაინის მოთხოთხოვნადი პროფესიული კურსების განხორციელება📚⚙️💻
🔴🔵🟠მოსწავლეებს, აღნიშნული პროგრამის გაკვეთილები უტარდებათ სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, სადაც სკოლის აიტი სპეციალისტისა და სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემის ( EMIS) მხარდაჭერით, სკოლის კომპიუტერებში ჩაიტვირთა შესაბამისი სამუშაო პროგრამები. ამ ეტაპზე უკვე ჩატარდა 8 გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები ერთვებიან ხალისით და ეუფლებიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას📚💻
#ინკლუზიურიგანათლებისმხარდაჭერისპროგრამა
#პროფორიენტაციისხელშეწყობასკოლაში