რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, Government Official, კოსტავას ქ. N38;, Ambrolauri.

8 სექტემბერს, 18:30 საათზე, გიგა სხირტლაძის სახელობის ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო „ი...
07/09/2026

8 სექტემბერს, 18:30 საათზე, გიგა სხირტლაძის სახელობის ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო „იალონი მთაში შემოდგომის ფერებით“ გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება, სადაც მსმენელის წინაშე ანსამბლი „იალონი“ წარდგება.

დასწრება თავისუფალია.

07/09/2026

📣Ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს

🔸ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, რომლებიც 48 მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მოქმედებს, მოსწავლეთა მიღება გამოცხადდა. Ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

🔸Სალოტბარო სკოლებში
ნებისმიერი მსურველი, სახელმწიფოს მხარდაჭერით - სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს შეისწავლოს ქართული მრავალხმიანი Სიმღერა, ტრადიციული გალობა და ქართული ზეპირსიტყვიერება.

📣Სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

🔸Სალოტბარო სკოლის პედაგოგები არიან როგორც ცნობილი, ისე ახალგაზრდა ლოტბარები, რომლებმაც დიპლომირებული განათლება მიიღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში.

🔸Აღსანიშნავია, რომ ლოტბართა უმრავლესობა თავად არის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებული.

📣🔺რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში მოქმედი ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლებია
1.ონი
2. ამბროლაური
3. ცაგერი
4. ორბელი
5.ლენტეხი
6.ხელედი
7.ლაშხეთი

🔸Პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო

06/09/2026

🌟ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა.

🔹ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ჯმუხაძესთან, ასევე რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

🌟ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური სიგელები და საჩუქრები.

🔹დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას. საღამო გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგა.

🔹ღონისძიება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

🌟ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა.🔹ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის...
05/09/2026

🌟ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა.

🔹ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ჯმუხაძესთან, ასევე რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

🌟ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური სიგელები და საჩუქრები.

🔹დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას. საღამო გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგა.

🔹ღონისძიება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

05/09/2026

🔹ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო.

დღს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.

დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგება.

ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას

🔹ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი,  მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბ...
05/09/2026

🔹ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო.

დღს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.

დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგება.

ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას

04/09/2026

📍✨ხვალ, 5 სექტემბერს, 16:00 საათიდან გიწვევთ სახალხო დღესასწაულ “ონელობა-2026”-ზე

🔹 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ამბროლაურის...
02/09/2026

🔹 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ამბროლაურის №2 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

🔹 შეხვედრაზე ამბროლაურის №2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებისა და სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

🔹 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამბროლაურის №2 საჯარო სკოლა სრული რეაბილიტაციის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში სასწავლო პროცესს ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში ახორციელებს.

🔹 სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაცია 2025 წლის ბოლოს დასრულდა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლამ სასწავლო პროცესი საკუთარ შენობაში, პირველ ცვლაში განაახლოს.

🔹 ასევე იმსჯელეს სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობის საკითხზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მეორე კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით პრიორიტეტად გადაეგზავნა.

🔹 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და შესაბამისი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს სკოლას ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაში.

🔹 შეხვედრას პარლამენტის წევრი, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი გოჩა ენუქიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მერი ზაზა ქევანიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი თამარ იოსებაშვილი და ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ გოგობერიშვილი ესწრებოდნენ.

✨ #ონელობა20265 სექტემბერს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დ...
01/09/2026

✨ #ონელობა2026

5 სექტემბერს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.

ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

🔹16:00-19:30 საათი -ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის მასპინძლობით, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ლოკაციების მონახულება.
მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცე.

🔹16:30-19:00 საათი-ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

🔹19:00 საათი- ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების და სხვადასხვა სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება.

🔹19:30 საათი- გალა კონცერტი. ლეგენდარული „ქართული ხმები“

✨გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.

Address

კოსტავას ქ. N38;
Ambrolauri
0400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share