ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency

  • Home
  • Georgia
  • Bakuriani
  • ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency

ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency, Government Organization, 1 Tamar Mepe str, Bakuriani.
(1)

''ბაკურიანის განვითარების სააგენტო'' არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია დაბა ბაკურიანის განვითარებაზე ზრუნვა და დაბაში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესება.
სააგენტოს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულები და მასში შემავალი ქვედანაყოფები, სადაც თითოეული თანამშრომლის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს დაბის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან მისადაგების პროცესს.

სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტო” ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 4 ვაკანტურ პოზიციაზე აცხა...
01/09/2026

სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტო” ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 4 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ცხადდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

🔸 სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101958?active=1

🔸სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი (იურიდიული)
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101965?active=1

🔸 სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი (ბუღალტერია)
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101970?active=1

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და საჯარო სექტორში მათი დასაქმების ხელშეწყობას.

ბაკურიანის განვითარების სააგენტო წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს!

28/08/2026
სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოში” სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 4 პოზიციაზე გამოცხადდება.საქართველოს პრემიერ-მინი...
26/08/2026

სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოში” სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 4 პოზიციაზე გამოცხადდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

სტაჟირების მსურველები განაცხადის გაკეთებას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეძლებენ. შერჩეული კანდიდატები კი, ანაზღაურებად სტაჟირებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაივლიან.

სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოში” სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდება:

არქიტექტურის სამსახური - 2 ვაკანსია;
ადმინისტრავიული სამსახური - 2 ვაკანსია.

14/08/2026
14/08/2026

⛈️ 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://alert.nea.gov.ge

შეგახსნებთ, რომ 2026 წლის 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, ჩატარდება გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ...
11/08/2026

შეგახსნებთ, რომ 2026 წლის 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, ჩატარდება გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბაკურიანის კინოთეატრში, მისამართი: დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. N5.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის საჯარო განხილვა

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში.

დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „ნიუ სითი დეველოფმენთს” შორის 2023 წლის 03 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N154-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000063) საფუძველზე. დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე - 3 და მე - 5 პუნქტების შესაბამისად, გეგმის პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2026 წლის 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, მისამართზე: დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. N5, კინოთეატრი „ბაკურიანი“.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]; ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: ქ.ბორჯომი, მესხეთის ქუჩა N5.

დოკუმენტაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1RvGxCJSJwxQ165teqbU_6rIQrY9o1pMZ?usp=drive_link

Address

1 Tamar Mepe Str
Bakuriani
1200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency:

Shortcuts

Share