07/09/2026
✅ 2026 წლის 4 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
✅ თამარ მახარაშვილმა შეხვედრების მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
✅ საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოები, ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლებული საგნობრივი სტანდარტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმები.
✅ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სსიპ მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - ნინო ბეგლარაშვილი; აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - სულიკო, თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები.
✅ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.