20/07/2026
🌄 ლეჩხუმში,3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს❗️
ამ ოფიციალურ სიახლემდე ცოტა ხნით ადრე, მეც სწორედ ამ ადგილას ვიყავი. მაშინ მეცნიერები არ ჩამიწერია, რადგან ჩემი მთავარი მიზანი ამ კუთხისა და მისი უზარმაზარი პოტენციალის პოპულარიზაცია, ხალხამდე ამ ამბის მიტანა იყო.
ბუნებრივია, ამას მოჰყვა შენიშვნებიც მეცნიერული კუთხით, რაც აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. გაუკვალავში გზის გაკვალვას ყოველთვის ახლავს თავისი გამოწვევები, სამეცნიერო სიზუსტეს კი თავისი მკაცრი წესები აქვს.
დღეს კი, როცა ეს ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა, უბრალოდ ძალიან მიხარია, რომ ლეჩხუმის ეს უდიდესი ისტორია ასე გაცოცხლდა და ახალი მასშტაბი შეიძინა.
ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი, მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა.
#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #ლეჩხუმიბ #დოღურაში #ლითონწარმოება