22/04/2026
✅✅გადააზიარეთ✅✅მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, იმ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის განვითარებას ემსახურება.
გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ მჯერა, რომ დაწყებული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ეკონომიკურ წინსვლასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება.
კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად გავაგრძელებ.