ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Chkhorotsku
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო დაწესებულება

დღეს, ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ფორმების რეალიზაციის პროცესს  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულ...
03/09/2026

დღეს, ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ფორმების რეალიზაციის პროცესს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა ჯიქია მუნიციპალიტეტის მერ ჯუმბერ იზორიასთან, მერის მოადგილესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ასევე პირველკლასელთა მშობლებს და ყველა პირველკლასელს წარმატებები უსურვეს.

პირველკლასელების მშობლებს,1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლაში აქვთ.ფორმების შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   საკრებულოში  2,  მერიაში...
01/09/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2,
მერიაში 8 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).
დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო:

1. საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1, https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100944?active=1;

2. ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება -1, https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100947?active=1;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია:

1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2, https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100705?active=1;

2. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2, https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100709?active=1;

3. მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური - 2, https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100722?active=1;

4. მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2, https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100729?active=1;

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია უძ...
31/08/2026

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1.„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის #20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2.„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საიჯარო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე

ბიუროს წევრებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

27/08/2026
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ალიკა...
27/08/2026

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ალიკა მალანია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2026 წლის 6 თვის შესრულების მიმოხილვა.”
2. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.”

კომისიის სხდომას კომისიის წევრების გარდა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნაზო ნარსია ესწრებოდა.

კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები 2026“დაიწყო.ღონისძიების  ფარგლებში ბენდ „NonStop“-ის კონცერტი გაიმარ...
25/08/2026

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები 2026“დაიწყო.

ღონისძიების ფარგლებში ბენდ „NonStop“-ის კონცერტი გაიმართა, ასევე ჩატარდა სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობა. დაჯილდოვდნენ მერის სტიპენდიანტები.

ღონისძიებებს დაესწრნენ და საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტებს საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ და მერმა ჯუმბერ იზორიამ, მოადგილეებთან ერთად, სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებების პროგრამა 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებითა და გასართობ აქტივობებს. სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„ახალგაზრდული დღეები 2026“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მერიის ახალგაზრდული სათათბიროს ჩართულობით იმართება.

25/08/2026

სტუდენტობას ვულოცავ ყველა ახალგაზრდას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა!

ეს მნიშვნელოვანი შედეგი არის მრავალწლიანი შრომის, ცოდნისა და მიზანდასახულობის დამსახურება. დღეიდან იწყება თქვენი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი ახალი შესაძლებლობებით, პასუხისმგებლობებითა და გამოწვევებით.

განსაკუთრებით ვულოცავ სტუდენტობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს. თითოეული თქვენი წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, პროფესიულ განვითარებასა და ღირსეულ გამარჯვებებს. მჯერა, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

წარმატებები ახალ ეტაპზე!

პატივისცემით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია

სოფელ ლესიჭინეში, სახვარას  უბანში, 4.5 კილომეტრი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.პროექტი რეგიონში განსა...
22/08/2026

სოფელ ლესიჭინეში, სახვარას უბანში, 4.5 კილომეტრი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 2 174 700 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მერი ჯუმბერ იზორია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისთვის კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გზა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ყოველდღიურ გადაადგილებას, ისე სოფლის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია თაიასა და კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რო...
19/08/2026

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დაზმირ დარსალია უძღვებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს:

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანა და აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა.

კომისიის სხდომას, წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ჟვანია, მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა და ა.ა.ი.პ მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლოების მოვლა-პატრონობის ცენტრის წარმომადგენლები.

კომისიამ წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა და საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაიტანა.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 10 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან...
19/08/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 10 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 2 ვაკანსია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხოლო 8 ვაკანსია - მერიაშია.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო: საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება -1.

ჩხოროწყუს მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური - 2; მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2;

Address

ჩხოროწყუ, აღმაშენებლის 1
Chkhorotsku
5000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share