29/07/2026
🌎31 ივლისი მსოფლიო რეინჯერების დღეა - შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფასოთ ადამიანები, რომელთა ყოველდღიური შრომა გარემოს დაცვას ემსახურება.
For English ↓
-------
„როდესაც გიყვარს შენი ხეობა და ბუნება, მზად ხარ მის დასაცავად ყველაზე რთულ გზასაც გაჰყვე.“ - ამ სიტყვებით გვიხსნის ქალბატონი ნათელა, თუ რატომ გახდა რეინჯერი.
უკვე ორ წელზე მეტია, ის არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერია - პატრულირებს, აკვირდება ბუნებას, ზრუნავს დაცულ ტერიტორიაზე და ვიზიტორებს ეხმარება, უკეთ გაიცნონ ეს უნიკალური გარემო.
მისთვის რეინჯერობა ნიშნავს პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ხშირად მამაკაცურ საქმიანობად მიიჩნევა, ქალბატონი ნათელას გამოცდილება აჩვენებს, რომ მთავარია სიყვარული იმ ადგილის მიმართ, რომელსაც იცავ.
ყველაზე მეტად ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობა უყვარს. თუმცა, ამ პროფესიას თავისი გამოწვევებიც ახლავს. არაგვის დაცული ლანდშაფტის დიდი ტერიტორიის მონიტორინგი მოითხოვს დროს, ენერგიასა და მუდმივ ყურადღებას.
ამ საქმეში მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს CNF-ის ინიციატივები. თანამედროვე უნიფორმა, ბინოკლები და SMART მოწყობილობები რეინჯერებს საველე სამუშაოს უადვილებს, ხოლო სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა და სახელფასო დანამატი მათ ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და სტაბილურს ხდის.
ქალბატონ ნათელას სურს, საზოგადოებამ უკეთ დაინახოს, რამდენი შრომა დგას ბუნების დაცვის უკან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს, რომ ბუნება ჩვენი სახლია და გაფრთხილება სჭირდება.
ახალგაზრდა გოგონებს კი, რომლებიც ამ პროფესიით ინტერესდებიან, ერთ რჩევას აძლევს:
"ეჭვგარეშეა, რეინჯერობა ძალიან მაგარი პროფესიაა, ხოლო ბუნების დაცვა და კონსერვაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რომლის კეთებაც შეგიძლიათ.“
💚 მსოფლიო რეინჯერების დღეს, მადლობას ვუხდით ქალბატონ ნათელას და ყველა რეინჯერს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ბუნებრივ მემკვიდრეობას.
🌎 𝐉𝐮𝐥𝐲 𝟑𝟏 𝐦𝐚𝐫𝐤𝐬 𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐑𝐚𝐧𝐠𝐞𝐫 𝐃𝐚𝐲 — an opportunity to recognize and appreciate the people whose daily work is dedicated to protecting nature and biodiversity.
“𝗪𝗵𝗲𝗻 𝘆𝗼𝘂 𝘁𝗿𝘂𝗹𝘆 𝗹𝗼𝘃𝗲 𝘆𝗼𝘂𝗿 𝘃𝗮𝗹𝗹𝗲𝘆 𝗮𝗻𝗱 𝗶𝘁𝘀 𝗻𝗮𝘁𝘂𝗿𝗲, 𝘆𝗼𝘂 𝗮𝗿𝗲 𝗿𝗲𝗮𝗱𝘆 𝘁𝗼 𝘁𝗮𝗸𝗲 𝗲𝘃𝗲𝗻 𝘁𝗵𝗲 𝗺𝗼𝘀𝘁 𝗱𝗶𝗳𝗳𝗶𝗰𝘂𝗹𝘁 𝗽𝗮𝘁𝗵 𝘁𝗼 𝗽𝗿𝗼𝘁𝗲𝗰𝘁 𝗶𝘁.” These are the words Natela uses to explain why she chose to become a ranger.
For more than two years, she has been working in the Aragvi Protected Landscape, patrolling the area, monitoring nature, caring for the protected landscape, and helping visitors better understand and appreciate this unique environment.
For Natela, being a ranger means taking responsibility. Although the profession is often perceived as a male-dominated field, her experience shows that what truly matters is a deep love for the place you are protecting.
Her favourite part of the job is being surrounded by nature every day. At the same time, the work comes with its own challenges. Monitoring the vast territory of the Aragvi Protected Landscape requires time, energy, and constant attention.
CNF’s support plays an important role in her daily work. Modern uniforms, binoculars, and SMART devices make fieldwork more effective, while improved working conditions, health and life insurance, and salary supplements help make rangers’ work safer and more sustainable.
Natela hopes that more people will recognize the dedication and hard work behind protecting nature. In her words, it is important for all of us to understand that nature is our home and that it deserves our care and protection.
To young women who are considering a career as a ranger, she offers one simple piece of advice:
“𝐃𝐨𝐧'𝐭 𝐡𝐞𝐬𝐢𝐭𝐚𝐭𝐞. 𝐁𝐞𝐢𝐧𝐠 𝐚 𝐫𝐚𝐧𝐠𝐞𝐫 𝐢𝐬 𝐚𝐧 𝐢𝐧𝐜𝐫𝐞𝐝𝐢𝐛𝐥𝐞 𝐩𝐫𝐨𝐟𝐞𝐬𝐬𝐢𝐨𝐧, 𝐚𝐧𝐝 𝐩𝐫𝐨𝐭𝐞𝐜𝐭𝐢𝐧𝐠 𝐚𝐧𝐝 𝐜𝐨𝐧𝐬𝐞𝐫𝐯𝐢𝐧𝐠 𝐧𝐚𝐭𝐮𝐫𝐞 𝐢𝐬 𝐨𝐧𝐞 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐦𝐨𝐬𝐭 𝐦𝐞𝐚𝐧𝐢𝐧𝐠𝐟𝐮𝐥 𝐭𝐡𝐢𝐧𝐠𝐬 𝐲𝐨𝐮 𝐜𝐚𝐧 𝐝𝐨.”
💚 On World Ranger Day, we thank Natela and all rangers for their dedication and for their daily commitment to protecting Georgia’s natural heritage.