ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Khulo
  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი

ხულოს მუნიციპალიტეტისათვის საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართახულოს მუნიციპალ...
04/08/2026

ხულოს მუნიციპალიტეტისათვის საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (US ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ ალეკ ჰარისონს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების საკითხების განხილვა იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (US ODC), შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტისთვის საგანგებო მართვის გეგმა მუშავდება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

სამუშაო შეხვედრას ამერიკელი ექსპერტები, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ სამინისტროს პროგრამების ფარგლებ...
03/08/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ სამინისტროს პროგრამების ფარგლებში მოსარგებლე ფერმერებისთვის სავაჭრო ჯიხურები დამზადდა.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, 10 ერთეული სავაჭრო ჯიხური ფერმერებს გადასცა.

პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერას, მათთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, შემოსავლების ზრდის ხელშეწყობასა და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას. აღნიშნული ინიციატივა ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მინურ პაქსაძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი.

ასეთი ფერადი შუამთობა გვქონდა წელს 🎊✨❤Festival ''Shuamtoba'' in Beshumi 🥁😍  #შუამთობა2026
03/08/2026

ასეთი ფერადი შუამთობა გვქონდა წელს 🎊✨❤

Festival ''Shuamtoba'' in Beshumi 🥁😍

#შუამთობა2026

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს ...
02/08/2026

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ზურაბ პატარაძე და ცოტნე ანანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები დახვდათ. მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.

ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე გაიმართა ნიშნობის ცერემონიალიც, სადაც ახლადდანიშნულ წყვილს გადაეცათ საჩუქრები. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები და საპატიო ბეშუმელები

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.დღის წესრიგით გათვალისწინებული...
31/07/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ აჭარა, ყველა თავისი რესურსით და მრავალგვარი ტურისტული პოტენციალით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვში.

მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები დანისპარაულის, შავი ტბის, მწვანე ტბის, ღორჯომისა და კურორტ გოდერძის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გზების მშენებლობა, კურორტ გოდერძის შესასვლელი გზის კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კურორტის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებას რამდენიმე ახალი ინიციატივა გააცნო. მათ შორისაა კურორტ გოდერძსა და ხულო-თაგოს მიმართულებით ახალი საბაგირო გზების მოწყობა, ბათუმში საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის განხორციელება. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების გეგმებზე. პროექტი ითვალისწინებს ახალი ტურისტული ატრაქციების, საპარკინგე სივრცეების, ტბის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობის შექმნას.

„მთის წარმატება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სიძლიერეა და სახალხო დღესასწაული “შუამთობაც” წარმოაჩენს ჩვენი რეგიონის უნიკალურ ხასიათს - შრომის, ერთობის, გულითადობის და განვითარების სიმბოლოს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა. კერძოდ, ბათუმში მიმდინარე წელს N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების სამუშაოები დასრულდება, გონიოს კი მალე სრულიად ახალი ბაღი ექნება, სადაც პარალელურად ადგილობრივი სტადიონის რეკონსტრუქციაც იგეგმება. ზურაბ პატარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე.

ჯანდაცვის მიმართულებით საუბარი შეეხო აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევის პროგრამას, რომელიც მოიცავს მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 სოფელს და რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ადგილზე მიეწოდება. სხდომაზე, ასევე განიხილეს სოციალური სახლების მშენებლობა ქობულეთისა და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებში, პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მიმდინარეობა, სადაც პარალელურად იგეგმება საბავშვო ბაღის აშენება.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალი საერთაშორისო ფესტივალის „გონიოს ჰანგები“ მასშტაბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის პოპულარიზაციას.

სხდომაზე საუბარი შეეხო ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. ყურადღება გაამახვლდა ფერმერთა მხარდაჭერასა და სატყეო სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრ...
31/07/2026

დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი.

გამარჯვებულ ბენეფიციარებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მეწარმეობის განვითარებასა და მათი საქმიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებებიც გაფორმდა.

2026 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 10 გამარჯვებული ბენეფიციარი, რომლებიც საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებასა და განვითარებას შეძლებენ.

პროგრამის მიზანია ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მცირე ბიზნესის განვითარებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა.

შეხვედრას ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათ...
30/07/2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს კურორტ ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

ვახტანგ ბერიძემ შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდეს.

🏞️🥳 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება!  🎊❤️✨ ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლო...
29/07/2026

🏞️🥳 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება! 🎊❤️

✨ ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები:

🥳🎉 12:00-17:00 საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.

📍 12:00 - შუამთობის ოფიციალური გახსნა
📍 უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა"
📍ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები
🏆 საპატიო ხულოელების დაჯილდოება

🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ - „ქალ-ვაჟთა ხევსურული“;
🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხელგაშლილა“ - ცეკვა „განდაგანა“;

🥰👫💍 ტრადიციული ნიშნობის საზეიმო ცერემონია
🔹 ფოლკლორული ანსამბლი „ხულო“ – “მრავალჟამიერი”;
🔹 ფოლკლორული ანსამბლი „ხულო“ – “აჭარული მაყრული”;

🎵🪘 13:00-13:20 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:

🔹 ფოლკლორული ანსამბლი „ციცინათელა“ - „აჭარული შაირები“.
🔹 ლევან შავაძე - სოლო შემსრულებელი
🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ - ცეკვა „ყაზბეგური“;
🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“ - ცეკვა „კინტოური“.

🎵🪘 13:20 - 17:00 კონცერტი მოწვეული ბენდებისა და შემსრულებლების მონაწილეობით:

📍13:20 - 14:40 ანრი ჯოხაძე და ბენდი
📍 ოთო ბაზერაშვილი
📍 ნიკოლოზ ხარატი
📍14:40 - 15:30 SEENთეზი
📍15:30 - 17:30 DJ ბენე

📍13:30 - 17:00 სპორტული ღონისძიებები:
🏇 დოღი
🤼 ქართული ჭიდაობა
🤼 მკლავჭიდი

🥇🏆სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად, ხულოში მიმდინა...
27/07/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად, ხულოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შიდასასოფლო და ცენტრალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ზურაბ პატარაძე ასევე გაეცნო დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

აქტიურად გრძელდება ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე ავტობუსის მოსაცდელებისა და ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას უტარდება. სამუშაოები მიმდინარეობს მეწყრულ მონაკვეთებზეც, სადაც ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. აღნიშნული გზის განახლება აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით 1.5 საათით შეამცირებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, რეგიონის საავტომობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრმი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ დაათვალიერეს.

Address

Tbel Abuserisdze 1
Khulo
6500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall:

Shortcuts

Share

Category