25/08/2026
📣📣სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში ჩარიცხულ პირველკლასელ მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!
✅ გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენას შეძლებთ 2026 წლის 2 სექტემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე, სსიპ დაბა ხულოს საჯარო სკოლაში.
📍 მისამართი: მ. შავაძის N 3
✅ სასკოლო ფორმების რეალიზაცია ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო გადარიცხვით.
✅ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის არსებობისას.
✅ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცდა სასკოლო ფორმით მოსწავლეთა უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა.
✅ პროგრამის ფარგლებში სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ მოსწავლეებს, რომლებიც:
• რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
• ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
• განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
• ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
• განთავსებულნი არიან ბავშვთა სახლში;
• 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
✅პროგრამის ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმა მოიცავს:
👦 ბიჭებისთვის — 1 პიჯაკსა და 2 შარვალს;
👧 გოგონებისთვის
1 პიჯაკს, 1 შარვალსა და 1 ქვედაკაბას.