იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili

იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili Consul General of Georgia in Krakow

21/08/2026

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებ.....

“ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაგისი ისმინეთ!”გილოცავთ ფერისცვალებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩ...
18/08/2026

“ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაგისი ისმინეთ!”

გილოცავთ ფერისცვალებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

🌐 GEO/POL🔹 დღეს, ქალაქ კრაკოვში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მივიღე პოლონეთის ჯარის დ...
15/08/2026

🌐 GEO/POL

🔹 დღეს, ქალაქ კრაკოვში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მივიღე პოლონეთის ჯარის დღისა და ვარშავის ბრძოლის 106-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში.
🔹იან მატეიკოს მოედანზე გვირგვინით შევამკეთ უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მივაგეთ სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

🔹 Dziś, wraz z członkami korpusu dyplomatycznego akredytowanego w Krakowie, wziąłem udział w uroczystościach z okazji Święta Wojska Polskiego oraz 106. rocznicy Bitwy Warszawskiej.
🔹 Złożyliśmy wieniec przy Grobie Nieznanego Żołnierza na placu Jana Matejki, oddając hołd pamięci bohaterów poległych w walce o wolność Ojczyzny.

11/08/2026
Თუ გამარჯვება არის მიზანი,Დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად,Მამულისათვის, მამულისათვისᲫმებო, სიკვდილი ან გამარჯვება! #დიდებაგ...
11/08/2026

Თუ გამარჯვება არის მიზანი,
Დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად,
Მამულისათვის, მამულისათვის
Ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
#დიდებაგმირებს

🌐 GEO/POL🔹 2026 წლის 10 აგვისტოს, კრაკოვში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, გაცნობითი ვიზიტით ვუმასპინძლეთ ავსტრიის რე...
10/08/2026

🌐 GEO/POL

🔹 2026 წლის 10 აგვისტოს, კრაკოვში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, გაცნობითი ვიზიტით ვუმასპინძლეთ ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ გენერალურ კონსულს, ქალბატონ რეგინა ფიგლს (Regina Figl).
🔹 შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ რეგიონში საკონსულო საქმიანობის სპეციფიკაზე, განვიხილეთ ერთობლივი ინიციატივების განხორციელების გზები და ხაზი გავუსვით ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

🔹 10 sierpnia 2026 roku w Konsulacie Generalnym Gruzji w Krakowie miałem przyjemność gościć z wizytą kurtuazyjną nowo mianowaną Konsul Generalną Republiki Austrii, panią Reginę Figl.
🔹 Podczas spotkania zwróciliśmy uwagę na specyfikę działalności konsularnej w regionie, omówiliśmy możliwości realizacji wspólnych inicjatyw oraz podkreśliliśmy znaczenie dalszego umacniania przyjaznych relacji gruzińsko-austriackich.

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

ჩემი ინტერვიუ "Gazeta Krakowska"-ში 🇬🇪
06/08/2026

ჩემი ინტერვიუ "Gazeta Krakowska"-ში 🇬🇪

🔹2026 წლის 5 აგვისტოს პოლონურ გამოცემა „Gazeta Krakowska“-ში გამოქვეყნდა ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ხახალეიშვილის ინტერვიუ.

🔹გენერალურმა კონსულმა ისაუბრა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე, საქართველო-პოლონეთის ისტორიულ კავშირებსა და ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

🔹ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალი, სტაბილური და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს განვითარებას. ასევე ხაზგასმულია საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ეკონომიკური ჰაბის, მზარდი როლი.

🔹იოსებ ხახალეიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

🔹ინტერვიუს დასასრულს გენერალურმა კონსულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის საკონსულო ოლქში დიასპორული ორგანიზაციისა და ქართული საკვირაო სკოლის დაფუძნებაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვრცლად იხილეთ:
https://gazetakrakowska.pl/na-osiedlu-oficerskim-w-krakowie-pojawil-sie-konsulat-generalny-gruzji-rozmawiamy-z-konsulem-iosebem-khakhaleishvili/ar/c1p2-29243165

🔹5 sierpnia 2026 roku w polskim dzienniku „Gazeta Krakowska” ukazał się wywiad z Konsulem Generalnym Gruzji w Krakowie, Iosebem Khakhaleishvili.

🔹Konsul Generalny omówił znaczenie otwarcia Konsulatu Generalnego Gruzji w Krakowie, historyczne więzi łączące Gruzję i Polskę oraz rosnącą dynamikę współpracy gospodarczej, handlowej i turystycznej.

🔹W wywiadzie zwrócono uwagę na postęp gospodarczy Gruzji, wysokie tempo wzrostu ekonomicznego oraz reformy sprzyjające rozwojowi wolnego, stabilnego i przejrzystego otoczenia biznesowego. Podkreślono również rosnącą rolę Gruzji jako regionalnego węzła tranzytowego i gospodarczego.

🔹Ioseb Khakhaleishvili odniósł się także do sytuacji na okupowanych terytoriach Gruzji, wskazując na znaczenie pokojowego rozwiązania konfliktu oraz polityki nieuznawania.

🔹Na zakończenie wywiadu Konsul Generalny przedstawił plany na przyszłość, w tym utworzenie organizacji diasporalnej oraz gruzińskiej szkoły niedzielnej w okręgu konsularnym, a także dalsze pogłębianie inicjatyw kulturalno-oświatowych i współpracy międzyregionalnej.

Więcej informacji pod linkiem:
https://gazetakrakowska.pl/na-osiedlu-oficerskim-w-krakowie-pojawil-sie-konsulat-generalny-gruzji-rozmawiamy-z-konsulem-iosebem-khakhaleishvili/ar/c1p2-29243165

Address

Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili:

Shortcuts

Share