ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი • Kutaisi Technology Hub

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი • Kutaisi Technology Hub

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი • Kutaisi Technology Hub Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი • Kutaisi Technology Hub, Government Organization, 26 Irakli Abashidze Street, Kutaisi.
(1)

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემაა, სადაც განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები და მეწარმეობა ერთიანდება. ჰაბი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, სტარტაპებისთვის, მკვლევრებისთვის, ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინოვატორებისთვის

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) აკადემიის, ქუთაისის ტექნიკური ცენტრის ახალგაზრდები ეწვ...
27/08/2026

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) აკადემიის, ქუთაისის ტექნიკური ცენტრის ახალგაზრდები ეწვივნენ.

სტუმრებმა ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მოინახულეს, სადაც მსოფლიოს წამყვანი ცენტრების გამოცდილებაზე შექმნილ თანამედროვე ექსპონატებს გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს ტექნოპარკი და კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი - თუმო ქუთაისი.

ახალგაზრდა სპორტსმენებმა სრული ინფორმაცია მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ახალი თაობის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს და რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება.

26/08/2026

📚 თუმო ქუთაისში, კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრში ახალგაზრდების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.

🌍 თუმო არის ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 12-18 წლის მოზარდებს სთავაზობს თანამედროვე და თავისუფალ გარემოში ტექნოლოგიების და კრეატიული ინდუსტრიების შესწავლის შესაძლებლობას.

👉🏻სასწავლო პროცესი აერთიანებს დამოუკიდებელ თვითსწავლას, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს.
დარეგისტრირდი ონლაინ:
https://tumo.ge/kutaisi/join/

🔷რეგისტრაცია შესაძლებელია ადგილზე მოსვლითაც.
გვესტუმრეთ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით 11:00-დან 17:00-ის ჩათვლით, თუმოს სივრცეში, და ჩვენი გუნდი დაგეხმარება. მოსვლა საჭიროა მშობელთან ერთად და აუცილებელია, რომ თან იქონიოთ:
✅პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა
✅მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

👥სწავლა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკის მიერ.

24/08/2026

🤖ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800 - მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100 - ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ერთი თვის სტატისტიკას აჯამებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უკვე იქცა არა უბრალოდ ახალ ინფრასტრუქტურად, არამედ რეალური მიზიდულობის ცენტრად განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციებისთვის.

“ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო-შეგვექმნა სივრცე, სადაც ბავშვი პირველად ინტერესდება მეცნიერებით, ახალგაზრდა იძენს თანამედროვე ტექნოლოგიურ უნარებს, სტარტაპი ავითარებს იდეას, ხოლო მკვლევარი და ინოვატორი ქმნის პროდუქტს. ქუთაისში ჩვენ ვაშენებთ ეკოსისტემას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისთვის და ამავე დროს აძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად 24 ივლისს გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას.
ჰაბში ასევე განთავსებულია TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს 600 აპლიკანტი გაივლის.

ჰაბში მოქმედებს ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.

🏛️ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი და  საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას.🤝 ჰაბს, წყალტუბოს მუნ...
21/08/2026

🏛️ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას.

🤝 ჰაბს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოლდოვის ქალაქ უნგენის მერიისა და რუმინეთის „Technopol Galați“-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

🔬 სტუმრები გაეცნენ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეკოსისტემას და მის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა: ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმი, ტექნოპარკი და კრეატიული ტექნოლგიების საგანმანათლებლო ცენტრი - თუმო ქუთაისი.

🚀 სტუმრებმა დაათვალიერეს ჰაბის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მის ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და ინოვაციურ შესაძლებლობებს, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება.

🔬ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ეწვივნენ. მათთან ერთად ქ...
17/08/2026

🔬ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ეწვივნენ. მათთან ერთად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ.

📚მოსწავლეებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები, თუმო ქუთაისის და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

🏕️წყალტუბოს საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით იმართება და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 მოსწავლე მონაწილეობს.

📢 ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მდებარე ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათები ვიზიტორთა მაღალი მ...
14/08/2026

📢 ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მდებარე ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათები ვიზიტორთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.

⏰⏰ამიერიდან მუზეუმი ვიზიტორებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

🤖ექსპოზიცია მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების გამოცდილებას ეფუძნება და 50 თანამედროვე ექსპონატს მოიცავს. მათი ნაწილი პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ექსპოზიცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:
🔹 ფიზიკა
🔹 მათემატიკა
🔹 ინჟინერია და მექანიკა
🔹 ოპტიკა და ელექტრომაგნიტიზმი
🔹 ასტრონომია
🔹 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
🔹 ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები

🔬გელოდებით საქართველოში პირველ ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმში, სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროს სრულიად ახალი და საინტერესო ფორმით გაეცნობით.

✨ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში! 🚀12 აგვისტოს, ქუთაისში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ...
13/08/2026

✨ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში! 🚀

12 აგვისტოს, ქუთაისში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეუერთდა! 🙌

📚ახალგაზრდებმა გაიცნეს ქუთაისის ტექნოპარკისა და თუმო ქუთაისის საგანმანათლებლო შესაძლებლობები, სერვისები და უფასო პროგრამები;

📃მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური პროექტების და ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის შესახებ;

🤖ადგილზევე გამოცადეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ლაბორატორიების თანამედროვე მოწყობილობები, დანადგარები და ტექნოლოგიური ხელსაწყოები!

💡გვჯერა, რომ ეს შეხვედრა ბევრი ახალგაზრდისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საკუთარი იდეების რეალობად ქცევის დასაწყისი იქნება.

🔬ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სტუმრების მიღებას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ტექნოჰაბს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ...
12/08/2026

🔬ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სტუმრების მიღებას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ტექნოჰაბს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა დღის ბანაკის „ნინველები“ 92 მონაწილე ესტუმრა.

🌎ვიზიტის ფარგებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, სადაც მონაწილეებმა მუზეუმის კონცეფცია დაათვალიერეს და შერჩეული ექსპონატების მუშაობა პრაქტიკულად გამოსცადეს.

🔬სტუმრები ასევე დეტაურად გაეცნენ თუმოს ქუთაისის პროგრამას, რომელიც 12-18 წლის მოზარდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

👥ვიზიტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ ჰაბში არსებულ ტექნოლოგიურ მიმართულებებს: რობოტიკა და ავტომატიზაცია, დრონები, ელექტრონიკადა IoT, ხელოვნური ინტელექტი, FabLab, STEAM, 3D პროტოტიპირება და ვირტუალური რეალობა.

🚀შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში განთავსებული ინტერაქციული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათის გარდა.

🔬ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მონაწილეები ესტუმრნენ.📚ვიზიტის ფარგლებში...
11/08/2026

🔬ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მონაწილეები ესტუმრნენ.

📚ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ჰაბის ეკოსისტემას, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეები, სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი და თუმო ქუთაისი.

🚀განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, სადაც მონაწილეებმა მუზეუმის კონცეფცია დაათვალიერეს და შერჩეული ექსპონატების მუშაობა პრაქტიკულად გამოსცადეს. აღსანიშნავია, რომ გახსნიდან დღემდე მუზეუმს დაახლოებით 4,300 ვიზიტორი ეწვია.

🔬სტუმრები ასევე გაეცნენ ჰაბში არსებულ ტექნოლოგიურ მიმართულებებს - რობოტიკასა და ავტომატიზაციას, დრონებს, ელექტრონიკასა და IoT-ს, ხელოვნურ ინტელექტს, FabLab-ს, STEAM-ს, 3D პროტოტიპირებასა და ვირტუალურ რეალობას.

🎥ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ჰაბში მოქმედი სტარტაპების მხარდაჭერისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ და დეტალურად გაეცნენ თუმოს ქუთაისის პროგრამას, რომელიც 12-18 წლის მოზარდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

🔬„თუმო ქუთაისში,“ კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრში უკვე 800-მდე განაცხადი შევიდა. ახალგაზრდების პირველი ნ...
10/08/2026

🔬„თუმო ქუთაისში,“ კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრში უკვე 800-მდე განაცხადი შევიდა. ახალგაზრდების პირველი ნაკადი სწავლას სექტემბრის ბოლოს დაიწყებს.

🌎თუმო არის ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 12-18 წლის მოზარდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

🌌„თუმო ქუთაისი“ პირველი თუმოს ცენტრია საქართველოში და ის ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბშია განთავსებული.

📨ინფორმაციას ჩარიცხვასთან და სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით თითოეული პირი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს.

Address

26 Irakli Abashidze Street
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი • Kutaisi Technology Hub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share