შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, თამარ მეფის ქუჩა N22, Kutaisi.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებ...
01/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ პირველი სექტემბრიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

საკრებულოს აპარატის იურდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101452?active=1

საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101461?active=1

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე ხელმძღვა...
31/08/2026

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცებულ იქნა განკარგულების პროექტები, მათ შორის, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ედუარდ გოგრაჭაძისა და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი დავითაძის ინიცირება შუახევის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

იხილეთ ვრცლად : https://shuakhevi.gov.ge/index.php?m=996&news_id=6046

ჯვარიმინდორში, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა.ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესა...
29/08/2026

ჯვარიმინდორში, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივებისა და მოწვეული მომღერლის კონცერტი.

ფესტივალი მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობებით გაგრძელდა და ხელს უწყობს ადგილობრივი კულტურის, ფოლკლორისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას.

შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შვიდ მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის“ წოდება მიენიჭა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#ჯვარიმინდორი2026

28/08/2026
🎼 შუახევმა პროექტს „მუსიკალური ზაფხული 2026“ უმასპინძლა. 27 აგვისტოს, შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცნობილი ქარ...
27/08/2026

🎼 შუახევმა პროექტს „მუსიკალური ზაფხული 2026“ უმასპინძლა.

27 აგვისტოს, შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით მუსიკალური საღამო გაიმართა.

კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგნენ სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე, ლილიკო ნემსაძე, აჩიკო ცანკაშვილი, კვარტეტი „უნისონი“, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, ანსამბლი „ალილო“ და ჯგუფი „ოჩოს ქოხი“.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ნაწარმოებები, რაც საღამოს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას ქმნიდა.

„მუსიკალური ზაფხული 2026“ კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი კულტურული პროექტები ხელს უწყობს ქართული მუსიკისა და შემოქმედებითი სფეროს პოპულარიზაციას და ადგილობრივი კულტურული სივრცის განვითარებას.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს 12:00  საათზე გაიმართება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.დღის წესრიგი: http...
27/08/2026

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.

დღის წესრიგი: https://shuakhevi.gov.ge/index.php?m=996&news_id=6046

🏞️🥳 28 აგვისტოს, ჯვარიმინდორში ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართება! 🎊❤️✨ ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის გან...
26/08/2026

🏞️🥳 28 აგვისტოს, ჯვარიმინდორში ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართება! 🎊❤️

✨ ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული და გასართობი აქტივობები:

🥳🎉 14:00 - 18:00 სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები და დეკორაციები.

📍 14:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა - ანსამბლი „ჭვანა“, სიმღერა ,,შემოქმედის ეკლესია“
📍 14:05 – 14:30 ფესტივალის ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები
🎵🥁 14:30 სთ - 16:00 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:
🎶 უხუცესთა ანსამბლი ,,ფესვები"
🎶 ანსამბლი “მარეთი”
🎶 ფოლკლორული ანსამბლი ,,ნაი“
🎶 ანსამბლი „ჭვანა“
🎼 🎤 16:00 მოწვეული მომღერალი
🎶🎸 სოფო ბედია
🎶 შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ბენდი.

📍 12:00 – 14:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
🏐 ფრენბურთი
🤼‍♂️ მკლავჭიდი
🏋️‍♀️ სიმძიმის აწევა
🏌️‍♀️ კოლტაში ტყორცნა
🏌️‍♂️ბაგირის გადატანა
🥇🏆სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება
🏕️🔥🎶 17:00 - 19:00
🎵🔊 მუსიკა
🎵🔥 კოცონი

🎊 🌈 ფესტივალის მიზანია ადგილობრივი კულტურის, ფოლკლორის და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია
#გეპატიჟებით!🤗 #ჯვარიმინდორი2026🌟💥

25/08/2026

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ვულოცავ ყველა აბიტურიენტს!

თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების დრო.

გისურვებთ, პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევას. მჯერა, რომ თქვენი ცოდნა და შრომა ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

წარმატებები ახალ ეტაპზე!

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე.

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა იურიდიულ  საკითხთა და განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტ...
21/08/2026

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა იურიდიულ საკითხთა და განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიების სხდომა.

იხილეთ ვცლად: https://shuakhevi.gov.ge/index.php?m=996&news_id=6045

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე ხელმძღვა...
21/08/2026

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე ხელმძღვანელობდა.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.

იხილეთ ვრცლად: https://shuakhevi.gov.ge/index.php?m=996&news_id=6044

Address

თამარ მეფის ქუჩა N22
Kutaisi
6300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share