03/09/2026
ლენტეხის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჰუმანიტარული აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა მიიღო.
აქციის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სასურსათო პროდუქტების ნაკრებები გადაეცათ, ხოლო დევნილ მოსწავლეებს, I-დან XII კლასის ჩათვლით, სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები დაურიგდათ.
ჰუმანიტარულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამემტის უფროსი ნათია კოპალიანი, ლენტეხის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ლიპარტელიანი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავნჯდომარე ცირა ლიპარტელიანი.
ღონისძიების მიზანს დევნილი მოსახლეობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე ახალი სასწავლო წლის წარმატებით დასაწყებად მათთვის შესაბამისი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენდა.