American Corner Marneuli

Contact the organization

American Corner Marneuli American Corner Marneuli is an American-style cultural center and cooperative learning environment

The Corner is an American-style cultural center and cooperative learning environment designed to increase mutual understanding between Georgia and the United States through programs and resources; a place for events, roundtables, conferences, and gatherings, in both real and virtual space; a resource for U.S. best practices focused on priority themes, including English Language teaching and leadership training. The Corner offers programs/activities in five core areas: EducationUSA advising, English language learning, cultural and STEM (science, technology, engineering, and math) programs, alumni engagement, and information about the U.S. The Corner also offers resources, such as books, films, games, “Makerspace” equipment, and Internet access.

05/08/2026

📣📣განცხადება!
🎯მარნეულის ამერიკული კუთხე აცხადებს ამერიკის საელჩოს თბილისში მიერ ორგანიზებულ 2026 წლის საზაფხულო კითხვის გამოწვევას!

🗓პროგრამის განხორციელების თარიღებია: 15 ივნისი - 31 აგვისტო , 2026
🔶პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-დან 18 წლამდე ასაკის მკითხველებს.

🔹საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ზაფხულის დიდ დროს კითხვაში ატარებს.
🔹წელსაც, ამერიკის საელჩო იწვევს ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევაში და იკითხონ წიგნები ჩვენთან ერთად.

🔺პროგრამა მარტივია:
▪️ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო წიგნი/წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე (სურვილისამებრ მიმართეთ ბიბლიოთეკებს)
▪️ წაიკითხეთ წიგნი/წიგნები.
▪️ წიგნების წაკითხვის შემდეგ გახსენით ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმის ბმული და შეავსეთ 31 აგვისტომდე!
▪️ფორმა ასევე შეგიძლიათ გაიტანოთ მარნეულის ამერიკული კუთხიდან ან მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკიდან! :
💡 აუცილებელია დაწეროთ მინიმუმ ერთი წინადადება, თუ რა მოგეწონათ წაკითხულ წიგნში.
‼️შესავსები ფორმის ბმული:
https://forms.gle/57MrTTHEBnsdRhjx9
❗️გაითვალისწინეთ, რომ სააპლიკაციო ფორმას ერთი მონაწილე ავსებს მხოლოდ ერთხელ და მასში უთითებს პროგრამის ვადებში (15 ივნისიდან 31 აგვისტომდე) წაკითხულ ყველა წიგნს (წიგნის სათაურს, ავტორს და წაკითხული გვერდების რაოდენობას)!
❗️ერთი მონაწილის სახელით ორჯერ ან მეტჯერ შევსებული ფორმა ავტომატურად ანულირდება და არ განიხილება!
❗️ამერიკული კუთხე განიხილავს მხოლოდ ქალაქი მარნეულის ფორმებს.
(სხვა რეგიონის მაცხოვრებლებმა უნდა მიმართოთ შესაბამის ამერიკულ სივრცეს)

🔶 სერტიფიკატების გაგზავნის დღე გამოცხადდება ამერიკული კუთხის გვერდზე 1 ოქტომბრის შემდეგ.

🔺გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამერიკის საელჩო არ იღებს შევსებულ ფორმებს.

🔸• ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ორმაგდება.
🔸• ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 1500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ოქროს სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.
🔸 • ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 5000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს პლატინის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.

🔺 გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციაში ინგლისურად წაკითხული წიგნების გვერდების რაოდენობა უნდა მიუთითოთ გაორმაგების გარეშე!

მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ მათი საზაფხულო კითხვის პროგრამის ფარგლებში წაკითხული წიგნები სოციალურ მედიაში შემდეგი ჰეშთეგის გამოყენებით:
#გაატარეზაფხულიკითხვაში


გისურვებთ წარმატებებს!

01/08/2026

⭐ 1788 წლის 26 ივლისს ნიუ იორკი ამერიკის მეთერთმეტე შტატი გახდა. აქ მდებარეობს ყველასათვის საყვარელი მეგაპოლისი ნიუ იორკი, რომელსაც მსოფლიოს დედაქალაქსაც უწოდებენ.

ნიუ იორკის შტატში მდებარეობს ნიაგარას ულამაზესი ჩანჩქერი, ელისის ისტორიული კუნძული და ამერიკის ეროვნული საგანძური, თავისუფლების, შთაგონებისა და იმედის სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკება.

უამრავ ცნობილ ნიუ იორკელს შორის ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტია, მათ შორის: დონალდ ტრამპი, თეოდორ რუზველტი და ფრანკლინ დელანო რუზველტი.

⚽🏆 „Celebrating America through the World Cup“კლუბი წარმატებით დასრულდა!დღეს დასრულდა ჩვენი FIFA 2026 საზაფხულო კლუბი, რ...
20/07/2026

⚽🏆 „Celebrating America through the World Cup“კლუბი წარმატებით დასრულდა!

დღეს დასრულდა ჩვენი FIFA 2026 საზაფხულო კლუბი, რომელმაც ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდები საინტერესო, სახალისო და შემეცნებით აქტივობებში გააერთიანა.

კლუბის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს მსოფლიო ფეხბურთზე, FIFA World Cup 2026-ის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ჩაერთნენ გუნდურ თამაშებში, ვიქტორინებსა და დისკუსიებში, განივითარეს ინგლისური ენის ცოდნა და კომუნიკაციის უნარები ფეხბურთის თემატიკის გარშემო.

🏅 დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი მათი აქტიური მონაწილეობისა და მონდომებისთვის.⚽💙🇬🇪🇺🇸

17/07/2026

⭐ 1790 წლის 16 ივლისს აშშ-ის კონგრესმა რეზიდენციის აქტი მიიღო და გადაწყდა ქალაქის შექმნა, რომელიც არცერთი შტატის შემადგენლობაში არ შევიდოდა და მთელი ერის საკუთრება გახდებოდა.

კოლუმბიის ოლქის შექმნისთვის, სადაც დედაქალაქი ვაშინგტონი უნდა გაშენებულიყო, მდინარე პოტომაკის გასწვრივ ტერიტორიები მერილენდისა და ვირჯინიის შტატებმა დათმეს.

ვაშინგტონის დაგეგმარება ფრანგი წარმოშობის ინჟინერს, პიერ შარლ ლანფანს მიანდეს, რომელმაც ფართო გამზირები, საჯარო სკვერები და პანორამული ხედები შექმნა.

რეზიდენციის აქტის მიღებიდან ათი წლის შემდეგ, მთავრობა ეტაპობრივად გადავიდა ვაშინგტონში, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მშენებლობა ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობდა.

დღეს მარნეულის ამერიკულ კუთხეში წარმატებით დასრულდა საზაფხულო ბანაკი „Discovering 250 Years of American Identity Through...
16/07/2026

დღეს მარნეულის ამერიკულ კუთხეში წარმატებით დასრულდა საზაფხულო ბანაკი „Discovering 250 Years of American Identity Through American Slang and Standard English“, რომელიც მონაწილეებს ამერიკული სლენგისა და სტანდარტული ინგლისურის განსხვავებების გაცნობასა და პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარა.

📚 დასკვნითი დღე მონაწილეებმა ცოდნის შეჯამებითა და სახალისო აქტივობებით დაიწყეს:
🔹 Slang Kahoot / Team Quiz – გუნდური ვიქტორინა;
🔹 Slang Escape Room – მინიშნებების ამოხსნა და სლენგური გამოთქმების გამოყენებით ახალი ეტაპების გახსნა;
🔹 Slang Jeopardy – კონკურსი, სადაც მონაწილეებმა ამერიკული სლენგის ცოდნა სხვადასხვა კატეგორიაში გამოსცადეს.

🌟 დღის მთავარი ნაწილი იყო Final Project – გუნდებმა შექმნეს საკუთარი American Slang Survival Guide, რომელშიც შეიტანეს ამერიკული სლენგური გამოთქმები, მათი სტანდარტული ინგლისური ეკვივალენტები, გამოყენების მაგალითები და ილუსტრაციები. ნამუშევრები Gallery Walk-ის ფორმატში წარადგინეს და ერთმანეთის პროექტები დაათვალიერეს.

💬 დასასრულს მონაწილეებმა ბანაკი შეაჯამეს, ისაუბრეს მათთვის ყველაზე საინტერესო სლენგურ გამოთქმებზე, საყვარელ აქტივობებსა და იმაზე, თუ რომელ სიტუაციებში არ არის მიზანშეწონილი სლენგის გამოყენება.

🏅 ბანაკის დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც მათ აქტიურ მონაწილეობასა და პროგრამის წარმატებით დასრულებას ადასტურებს.

👏 გისურვებთ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმატებით გამოიყენოთ მომავალშიც!🇬🇪🇺🇸

15/07/2026

ვულოცავთ FLEX გაცვლითი პროგრამის ფინალისტებს კონკურსში გამარჯვებას!

წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება. ეს საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამა ათწლეულებია საქართველოსა და ამერიკის ხალხს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან.

ვულოცავთ ახალგაზრდებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შთამბეჭდავი გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე წელს.

American Councils for International Education Georgia

🎉 საზაფხულო ბანაკის მეოთხე დღე – Reactions & Opinions 🇺🇸დღეს მონაწილეებმა ამერიკული სლენგის დახმარებით საკუთარი მოსაზრებ...
14/07/2026

🎉 საზაფხულო ბანაკის მეოთხე დღე – Reactions & Opinions 🇺🇸

დღეს მონაწილეებმა ამერიკული სლენგის დახმარებით საკუთარი მოსაზრებებისა და რეაქციების გამოხატვა ისწავლეს. 💬

🗣️ Opinion Walk აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა მოსაზრების მიხედვით იკავებდნენ პოზიციას და არგუმენტირებულად ხსნიდნენ საკუთარ არჩევანს.

🏆 Ranking Challenge-ში გუნდებმა ერთმანეთს შეადარეს საყვარელი კერძები, ფილმები და დასვენების ადგილები, თან თანამედროვე ამერიკული სლენგი აქტიურად გამოიყენეს.

📰 News Reactions აქტივობამ კი მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, მოულოდნელ სიახლეებზე ბუნებრივი და სახალისო რეაქციები გამოეხატათ ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: No cap, That’s valid, For real? და სხვა.

✨ დღის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ შექმნა საკუთარი რეაქციების კოლექცია, სადაც ნასწავლი სლენგი პრაქტიკაში გამოიყენა.

ბანაკი გრძელდება საინტერესო თემებით, ინტერაქტიული აქტივობებითა და ამერიკული კულტურის უკეთ გაცნობით! 🇬🇪🇺🇸

🇬🇪🇺🇸 მარნეულის ამერიკულ კუთხეში საზაფხულო ბანაკის მეორე დღე საინტერესო და ინტერაქციული აქტივობებით გაგრძელდა.🗣️ დღის თემ...
13/07/2026

🇬🇪🇺🇸 მარნეულის ამერიკულ კუთხეში საზაფხულო ბანაკის მეორე დღე საინტერესო და ინტერაქციული აქტივობებით გაგრძელდა.

🗣️ დღის თემა იყო „Feelings & Emotions“, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა ინგლისურ ენაში გავრცელებული ამერიკული სლენგის გამოყენებით ემოციებისა და ყოველდღიური განცდების გამოხატვა ისწავლეს.

📚 პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა:
• ჩაატარეს ემოციების გამოკითხვა და ერთმანეთის გამოცდილებებს გაეცნენ;
• მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ თამაშში „Four Corners“, სადაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებზე შესაბამისი ემოციები და სლენგური გამონათქვამები გამოიყენეს;
• ჯგუფურად იმუშავეს პრობლემურ სიტუაციებზე და შეარჩიეს შესაბამისი რეაქციები და ფრაზები;
• დღის ბოლოს კი შექმნეს მოკლე კომიქსები, რომლებშიც მინიმუმ სამი ამერიკული სლენგური გამოთქმა გამოიყენეს.

✨ აქტივობებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, სახალისო და პრაქტიკული გზით განევითარებინათ კომუნიკაციის უნარები, გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი და უფრო ბუნებრივად გამოეყენებინათ თანამედროვე ამერიკული ინგლისური.🇬🇪🇺🇸

🇬🇪🇺🇸 მარნეულის ამერიკულ კუთხეში, პროექტის „Celebrating America through the World Cup“ ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შ...
12/07/2026

🇬🇪🇺🇸 მარნეულის ამერიკულ კუთხეში, პროექტის „Celebrating America through the World Cup“ ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

⚽️ პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ინგლისურ ენაზე მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები მათთვის საყვარელი ფეხბურთელების შესახებ. მათ ისაუბრეს ფეხბურთელების კარიერულ გზაზე, მიღწევებსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არიან ისინი მათი შთაგონების წყარო.

💬 პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები ფეხბურთის, სპორტული ღირებულებებისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის შესახებ.

Address

Rustaveli 71b
Marneuli
3000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when American Corner Marneuli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to American Corner Marneuli:

Shortcuts

Share

Category