16/07/2026
მიმდინარე წლის 16 ივლისს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
3. 2026 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი - ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.09.39.234 ნაკვეთის (17 კვ.მ.) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი საფასურის (3400 ლარი) ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ:41.09.39.093 ნაკვეთიდან, დანართით წარმოდგენილ ორთოფოტოზე მონიშნული 12. კვ.მ ფართის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი საფასურის (2400 ლარი) ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: სოფ. გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.12.32.475 ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
7. მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი - ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 აგვისტოს №28 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
9. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
10. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
11. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №47 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
12. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 08 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/