მცხეთის N1 საჯარო სკოლა

მცხეთის N1 საჯარო სკოლა საჯარო სკოლა

01/09/2026

ძვირფასო მშობლებო,
სსიპ - ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 სექტემბერს, დაიწყო სკოლის ფორმების გაცემა!
იმისათვის, რომ მარტივად და რიგების გარეშე შეძლოთ ფორმის მიღება, გთავაზობთ ძირითად დეტალებს:
📍 ადგილმდებარეობა: მცხეთის კულტურის სახლის რეალიზების პუნქტი (ასევე შესაძლებელია ონლაინ შეკვეთა პლატფორმაზე: [formebi.emis.ge](https://formebi.emis.ge))
⏰ სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე (შესვენება: 15:00 - 16:00)
📌 თან იქონიეთ მოსწავლის პირადი ნომერი (ბენეფიციარი სტატუსი ავტომატურად გადამოწმდება).
გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
ფორმების გაცემა აღნიშნულ პუნქტებსა და ონლაინ პლატფორმაზე 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს საჯარო სკოლების სასკოლო ფორმები — მოდელები, ზომები, ფასები და რეალიზაციის პუნქტები.

27/08/2026

მოგესალმებით, სიახლე სსიპ-ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლის სასკოლო ფორმის შეძენასთან დაკავშირებით > >>
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, როგორც სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზების პუნქტებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე - formebi.emis.ge.
15 სექტემბრიდან ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ და კონკრეტულ ქალაქებში დამატებით განსაზღვრულ რეალიზების პუნქტში (ამ პუნქტების
შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გახდება ცნობილი).
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის რეკომენდებულია 1-ელ სექტემბერს,სამშაბათ დღეს, მცხეთის კულტურის სახლის რეალიზების პუნქტში მისვლა.
პუნქტი იმუშავებს 11:00-დან 19:00 საათამდე, შესვენება იქნება 15:00-დან 16:00 საათამდე.
განრიგი სარეკომენდაციოა, თუმცა მისი დაცვა დაგეხმარებათ რიგისა და შესაძლო შეფერხების თავიდან აცილებაში.
ფორმის შესაძენად საჭირო იქნება მოსწავლის პირადი ნომერი.
გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
შესაბამისი პროგრამის ბენეფიციარი მოსწავლეები ფორმას უსასყიდლოდ მიიღებენ იმავე პუნქტებში ან ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; ბენეფიციარის სტატუსი მოსწავლის პირადი ნომრით ავტომატურად გადამოწმდება.
https://formebi.emis.ge/?fbclid=IwY2xjawT9QXVwZG9mBWV4dG4DYWVtAjExAHNydGMGYXBwX2lkDDM1MDY4NTUzMTcyOAABHktYrG4FmHmQCU1OdSfmsSnZ_y0b2chDwJUPgsbS_7601US1fNN25NlYIvdk_aem_4efALO1l704sgfbKlC311Q

💞სიამაყით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმატება! გმუს-ის  კონკურსის ფინალურ ეტაპზე, სადაც 504 მ...
26/08/2026

💞სიამაყით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმატება! გმუს-ის კონკურსის ფინალურ ეტაპზე, სადაც 504 მონაწილე იბრძოდა საუკეთესო შედეგისთვის, ჩვენმა მოსწავლემ უმაღლესი შედეგი აჩვენა.
🥇 70%-იანი თანადაფინანსება, კონკურსის მთავარი გამარჯვებულის სტატუსით სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ნინი ოდიშვილმა მოიპოვა!
ამ შესანიშნავმა მიღწევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შრომა, მონდომება და მიზანსწრაფულობა აუცილებლად ფასდება. 💙 ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს ამ დიდ გამარჯვებას! გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია შენს დიდ და წარმატებულ გზაზე. წინ ახალი მწვერვალებია!წარმატებებს და დაუღალავ წინსვლას გისურვებთ

25/08/2026

📢 პირველ კლასელთა მშობლებს - ინფორმაცია სასკოლო ფორმების შესახებ 📢

✅ ძვირფასო მშობლებო, მოგეხსენებათ დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:

📌სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?

გეგმა-გაფიკის მიხედვით, წილკნის საჯარო სკოლაში ფორმის შეძენა მოხდება 6 სექტემბერს 11საათიდან 19 საათამდე

- ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები მოაზომოთ და მოარგოთ.

❗️❗️❗️ასევე სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge

📌 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?

ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
- სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
- მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
- მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
- თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
ასევე 65001-დან 12001 ქულამდე ოჯახის 1-6 კლასის მოსწავლეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის წევრია.
საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.

✅ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.

📌რა ღირს სასკოლო ფორმა?

სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
სასკოლო შარვალი: 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი

📌 როგორ ხდება გადახდა?

ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით. ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში ( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი).

📌შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?

დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.

✅სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:
ა) ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
ბ) გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

📣 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

25/08/2026

ძვირფასო პირველკლასელთა მშობლებო!
გაცნობებთ, რომ მცხეთის რაიონის პირველკლასელთა სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტი წილკნის საჯარო სკოლაშია გახსნილი.
ჩვენი სკოლაში დარეგისტრირებული მოსწავლეების მშობლებს ფორმების შეძენა შეეძლებათ:
📅 თარიღი: 6 სექტემბერი
⏰ დრო: 10:00 საათიდან
💳 გადახდის წესი: მხოლოდ ბარათით
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს! 🎒✨

25/08/2026

🎓 მცხეთის პირველი საჯარო სკოლა უსაზღვროდ ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით!
დღეს ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებული და ემოციური დღეა.❣️ გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს წლევანდელ აბიტურიენტებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპის , ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დაძლევასა და სტუდენტობას! ❤️თითოეული თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის მთავარი ჯილდო და სიამაყეა. ☺️🥰ვხედავთ რაოდენ დიდი შრომა, მონდომება და თავდადება ჩადეთ ამ შედეგში.❣️
ასევე ჩვენი სკოლის სახელით, ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას სრულიად საქართველოს ყველა ახალ სტუდენტს! წინ ცხოვრების სრულიად ახალი, საინტერესო და პერსპექტიული გზა გელოდებათ.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი და იმედი ხართ.❣️ გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, დაუღალავ შრომას და ახალი მწვერვალების დაპყრობას! წარმატებები თქვენს სტუდენტურ წლებში! ✨📚

24/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

22/08/2026

სიახლე სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით⬇️

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია.

✅ სასკოლო ფორმა ასევე უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

• რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

• ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

• განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

• ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

• განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

• 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

https://www.facebook.com/share/1CH8yNxPYg/
20/08/2026

https://www.facebook.com/share/1CH8yNxPYg/

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები და ზუსტი მისამართები

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე

📍თბილისი

გლდანი-ნაძალადევი
• სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35
• სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22
• სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.
• სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36

დიდუბე-ჩუღურეთი
• სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლა
მისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4

ვაკე-საბურთალო
• სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38
• სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71
• სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ

ისანი-სამგორი
• სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7
• სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18
• სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1
• სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რ

ძველი თბილისი
• სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ბროსეს N8
• სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2
• სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.
მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2

📍აჭარა

ბათუმი
• სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35
• სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125
• სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56

ქობულეთი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136

ხელვაჩაური
• სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოფელი ხელვაჩაური

📍გურია

ლანჩხუთი
• სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123

ოზურგეთი
• სსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7

ჩოხატაური
• საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წერეთლის ქ. N2

📍იმერეთი

ქუთაისი
• სსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51
• სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22

ბაღდათი
• სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39

ვანი
• სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოლომონ II ქუჩა №11

ზესტაფონი
• სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4

თერჯოლა
• სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი

სამტრედია
• სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79

საჩხერე
• სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა
მისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19

ტყიბული
• სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14

ჭიათურა
• სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,

ხონი
• სსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4

📍კახეთი

თელავი
• სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22

ახმეტა
• სსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლა
მისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35

გურჯაანის
• სსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15

დედოფლისწყარო
• სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა
მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო

ლაგოდეხი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1

საგარეჯო
• სსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19

სიღნაღი
• სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70

ყვარელი
• სსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29

📍მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა
• სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლა
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩა

დუშეთი
• სსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96

თიანეთი
• სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59

ყაზბეგი
• ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50

📍რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაური
• სსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9

ცაგერი
• სსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლე
მისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6

📍სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდი
• სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8

აბაშა
• სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა
მისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23

მარტვილი
• სსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლა
მისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,

მესტია
• სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25

სენაკი
• სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7

ფოთი
• სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9

ჩხოროწყუ
• სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გობეჩიას ქუჩა №3

წალენჯიხა
• წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3

📍სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქი
• სსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3

ადიგენი
• სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა
მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური

ასპინძა
• სსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლა
მისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7

ახალციხე
• სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6

ბორჯომი
• სავაჭრო ობიექტი
მისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6

ნინოწმინდა
• სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16

📍ქვემო ქართლი

რუსთავი
• სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3
• სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7

ბოლნისი
• სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13

გარდაბანი
• სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24

დმანისი
• სსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გოგებაშვილის ქ. N18

თეთრიწყარო
• სსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8

მარნეული
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარა
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერი

წალკა
• სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53

📍შიდა ქართლი

გორი
• სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა
მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

კასპი
• ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა
მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20

ქარელი
• სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1

ხაშური
• სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22

Address

აღმაშენებლის 71
Mzcheta

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მცხეთის N1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category