ოზურგეთი საქართველოსთვის

ოზურგეთი საქართველოსთვის პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" ოზურგეთის ოფიციალური გვერდი.

17/08/2026
14/08/2026

ვრცლად წაიკითხეთ 👉 https://shorturl.at/WtUEx
თვითმმართველობის არჩევნებში (2025 წელს) „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პაატა კუნჭულიას ერთადერთი კონკურენტი ალექსანდრე მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„პაატა კუნჭულიას გადადგომა “ოცნების” შიდა კლანური ბრძოლის მკაფიო გამოვლინებაა“ - ამბობს ალექსანდრე მენაბდე,

Alexander Menabde / ალექსანდრე მენაბდე
14/08/2026

Alexander Menabde / ალექსანდრე მენაბდე

ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე მენაბდე ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან გადად.....

07/08/2026

18 წლის წინ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. აგრესორისგან სამშობლოს დაცვისას ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

სამწუხაროდ, აგრესია დღესაც გრძელდება - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება, ხოლო მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესი დააჩქარა.

ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია, ხოლო მიმდინარე ანექსიის პროცესებს დანაშაულებრივი დუმილით პასუხობს.

ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან.

მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ანექსიის პროცესები.

დღეს ეს მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია „ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ფონზე.

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! 🇬🇪

Address

იაკობ გოგებაშვილის 2
Ozurgeti

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოზურგეთი საქართველოსთვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share