გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze

გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული

ჩოხატაურის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურული ობიექტები დავათვალიერე. რეგიონებშ...
05/09/2026

ჩოხატაურის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დავათვალიერე.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებული შემდეგი პროექტები მიმდინარეობს:
• ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• ხევი -ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და სოფ. გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში კი:
• „მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ერკეთის დედათა მონასტერთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე კედლის მოწყობის და საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ინტაბუეთში სტიქიისგან დაზიანებულ
მონაკვეთზე კედლისა და საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გავმართე.შეხვედრაზე თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილე...
03/09/2026

მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გავმართე.

შეხვედრაზე თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათი შესრულების ვადები და ხარისხი.

აღვნიშნე, რომ მუნიციპალიტეტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და გამოკვეთონ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც აქცენტები გაკეთდება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პერიოდში.

ადგილობრივი თვითმმართველობებისა და  საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის ...
02/09/2026

ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გავეცანი.

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე, ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეუძლიათ.

პუნქტებში მისვლა მსურველებისთვის ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც:

1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

2. არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;

3. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

4. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

31/08/2026
25/08/2026

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ვულოცავ ყველა პირველკურსელს.

იწყება თქვენი ცხოვრების ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს.

მჯერა, მიღებულ ცოდნას და კვალიფიკაციას ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას მოახმართ.

ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა დასახული მიზნისთვის მიგეღწიათ.

წარმატებებს და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გავმართე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქ...
25/08/2026

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გავმართე.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ. ვისაუბრეთ სოციალური და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე. განათლებისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

შეხვედრას ჩემი მოადგილეები და მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24/08/2026

შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოვა...
24/08/2026

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ანთაძესთან ერთად დავესწარი.

​ფესტივალზე, რომლის მიზანს ჩაის წარმოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს 65 მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ჩატარდა ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასი. საღამოს მუსიკალურად გურული ფოლკლორის შემსრულებლები აფორმებდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდი. შეხვედრ...
21/08/2026

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდი.

შეხვედრაზე ორგანიზაციის რესურსებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

Address

Ozurgeti
3509

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share