21/05/2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
11:00 - 20:00 - შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; საბავშვო - გასართობი აქტივობები; ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; გალა კონცერტი;
11:00 - 20:00 - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ვეტერინარია; ვიარ სათვალით მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში; მასტერკლასი აგრონომიაში; აფხაზური ცენტრი; პირველადი დახმარების სიმულაციები;
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ელექტრომიკროსკოპის საშუალებით მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებზე დაკვირვება; შემოქმედებითი და კულტურული აქტივობა - ქართული კალიგრაფია; ტექნიკური ამოცანების სესია; ფერწერული აქტივობა; აგრომიმართულების შემეცნებითი აქტივობა; აგრო - პრაქტიკული აქტივობა;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის აქტივობა - შემეცნებითი ვიქტორინა; უნივერსიტეტების გამოფენა;
სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - საინფორმაციო კუთხე; საზღვაო კვანძების მასტერკლასი;
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საიმიჯო და ტექნოლოგიური კუთხე; პირველადი სამედიცინო დახმარების სიმულაციური დემონსტრირება;
სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საგანმანათლებლო - სამეცნიერო აქტივობა; იმიტირებული არქეოლოგიური ველი;
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები; სტუდენტების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების წარდგენა; ექსპერიმენტები;
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საინფორმაციო კუთხე; ვირტუალური კამპუსის ტური; AR - პროექტი კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; KIU- ს მიურალების გაცოცხლება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით;
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფიზიკური მოდელი და ვორქშოპი თემაზე: ელექტრომობილებში ენერგოეფექტურობის გაზრდა; სასამართლო ექსპერტიზის მასტერკლასი; აზროვნების - პროგრამირების ტრენდები და რობოტიკის მასტერკლასები; ინტერაქციული მედიცინის კუთხე და მულაჟები; პირველადი დახმარების მასტერკლასები;
11:00 - 20:00 - ციფრული კუბი - საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო;
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - კიბერუსაფრთხოების ინტერაქციული დემონსტრაცია; ავტონომიური რობოტექნიკა და მოძრაობის ალგორითმები; SILKROUT AI - ინოვაციური პლატფორმა ტყის ეკოსისტემების მონიტორინგისა და ანალიზისთვის;
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი: ჭკვიანი მაგიდა - ორგანაიზერი უსინათლოთათვის; ხიდებისა და შენობების მონიტორინგის სისტემა; ვიქტორინა - თემატური კითხვები ბავშვებისთვის;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - STEAM სკოლებში - სადემონსტრაციო აქტივობების და რესურსების კუთხე; Stam სწავლების მიმართულების ექსპერიმენტები და შემეცნებით-გასართობი ინტერაქტიური აქტივობები; საინფორმაციო კუთხე;
პროფესიული კოლეჯი „აისი“ - კოლეჯში დამზადებული პროდუქციის გამოფენა; ღვინის ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების მასტერკლასი; მასტერკლასი თემაზე: თექის მოთელვა; კულინარიული მასტერკლასი;
პროფესიული კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ - კულინარიის მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ბარის მასტერკლასი; ხის ნამუშევრებისა და აქსესუარების გამოფენა;
პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი “ - კონდიტერის მასტერკლასი; კულინარიის მასტერკლასი; მეფუტკრეობა;
პროფესიული კოლეჯი ,,იბერია“ - უპილოტო საფრენი აპარატების მასტერკლასი; ვორქშოპი ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების გამოყენებით; რობოტიკის მიმართულება; 3D კალმებით სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები; სამაგიდო თამაშები;
პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი“ - ბარმენთა შოუ; პიცის გამოცხობის მასტერკლასი; კონდიტერია; თემატური კულინარიული მასტერკლასები.
პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“ - სტუდენტთა მიერ შექმნილი ეროვნული და საღამოს სამოსის გამოფენა; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფლორისტიკა" - ყვავილების თაიგულის შექმნის მასტერკლასი; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,სადურგლო საქმე" - სტუდენტების მიერ ხისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab) - ინოვაციური ნაკეთობების გამოფენა.
პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ - ,,კულინარიის ხელოვნების'' მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ხელოვნების მიმართულების პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა;
პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ - სატყეო საქმის აქტივობები; ელექტრიკოსის აქტივობები; დეკორატიული ქსოვილების დამუშავება; კოლეჯის 3D ვირტუალური ტური; კულინარიის დაფა;
პროფესიული კოლეჯი ,,სპექტრი“ - ხის მხატვრული დამუშავება; კერამიკული ნაკეთობების წარმოება;
პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ - გურული ოდა; ღვინის დეგუსტაცია; უძველეს ქართულ რეცეპტებზე დაფუძნებული გასტრონომიული კუთხე; მოდის დიზაინის პროფესიული პროგრამა; სარესტორნო მომსახურების სტენდი;
11:00-20:00 - თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას;
11:00-20:00 - საბავშვო-გასართობი აქტივობები - დრამერების მსვლელობა; მასკოტები; კოსტიუმირებული მსახიობების წარმოდგენა; საბავშვო არქეოლოგიური სივრცე; სახალისო მეცნიერების აქტივობა; სამკაულების დამზადების მასტერკლასი; საკიდების დამზადების მასტერკლასი; ქართული ანბანის მორთვის ვორქშოპი; საპნის ბუშტების შოუ; ბოულინგი; სპორტული აქტივობა - ,,ისროლე მიზანში";
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური - არტ-თერაპიული აქტივობები; კოლექტიური ნახატი ,,ჩემი საქართველო” ბავშვების ჩართულობით; თემატური გასაფერადებელი ნახატები - საქართველოს მეფეები, ისტორიული ძეგლები; სამაგიდო განმავითარებელი თამაშები;
12:00 - 15:30 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
17:10 - სახელმწიფო ჰიმნი;
17:15 - გალა კონცერტი.