რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

რუსთავის საკრებულოს თამჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო ს...
04/09/2026

რუსთავის საკრებულოს თამჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.

საბჭოს წევრებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტებს და მათი საქმიანობის სპეციფიკას.

სხდომაზე რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
https://rustavicouncil.ge/news/sakonsultacio-sabwos-sxdoma-2/

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწე...
02/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ - ის საშუალებით შეუძლიათ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო კონკურსს 4 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს:

• საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100677?active=1

• საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება - 1;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100667?active=1

• საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება - 1;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100698?active=1

• საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება - 1.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100708?active=1

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
31/08/2026

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბ....

27/08/2026
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა....
27/08/2026

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.

დამტკიცდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ახალი მარშრუტი.

M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსი 25 ნომრით რუსთავში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს მოძრაობას და კახეთის გზატკეცილის გავლით, აუთლეტ ვილიჯის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, ისთ ფოინთის და მეტრო სადგური სამგორის მიმართულებით გადაადგილდება.

ცვლილებები შევიდა „გონებრივი განვითარების დაყოვნების და ცერებრალური დამბლით დაავადებული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა“ და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამებში.

ცვლილებები სარეაბილიტაციო მომსახურების უწყვეტად მიღებას ითვალისწინებს. ობიექტური გარემოებებით გამოუყენებელი სეანსები ბენეფიციარებს მომდევნო კალენდარულ თვეში გადუნაწილდებათ. მათ შესაძლებლობა მიეცემათ საჭირო მომსახურებთი, არაუმეტეს 10 ანაზღაურებადი სეანსით ისარგელონ.

ასევე, აგვისტოს პერიოდში სეზონური და საშვებულებო მიზეზების გამო, პროგრამით მოსარგებლე პირებს დაგეგმილი სეანსით სარგებლობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილები.

საკრებულოს მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ სარგებლობის უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

დამტკიცდა შპს „ელბა ექსპორტის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სასჯელაღსრულების N5 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე გზის მონაკვეთს მთისძირის ქუჩის სახელწოდება მიენიჭა.

სხდომაზე საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარადგინეს.

https://rustavicouncil.ge/sakrebulos-skhdomebi/rustavis-merve-mowvevis-sakrebulos-morigi-sxdoma-gaimarta/

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდ...
26/08/2026

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ისთ ფოინთის მიმართულებით M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნასთან დაკავშირებით საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. აღნიშნულ მარშრუტზე ექვსი ერთეული მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნაა დაგეგმილი.

დეპუტატებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები, ასევე იმსჯელეს შპს “ელბა ექსპორტის” მიერ წარმოდგენილი განაშენიანების გეგმის პროექტზე.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატებს მე-12 და მე-19 მიკრორაიონებში უსახელო ქუჩებისთვის ვახტანგ გორგასლის და მირიან მეფის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

სხდომაზე განხილული საკითხები კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.

https://rustavicouncil.ge/komisiis-skhdomebi/sivrcit-teritoriuli-dagegmarebibs-da-infrastruqturis-komisiis-sxdoma-gaimarta/

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა...
26/08/2026

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა „გონებრივი განვითარების დაყოვნების და ცერებრალური დამბლით დაავადებული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა“ და ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის’’ ქვეპროგრამებში ცვლილებების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

ცვლილებები სარეაბილიტაციო მომსახურების უწყვეტად მიღებას ითვალისწინებს.

ობიექტური გარემოებებით გამოუყენებელი სეანსების შემთხვევაში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა საჭირო მომსახურებით მომდევნო კალენდარულ თვეში ისარგებლოს არაუმეტეს 10 ანაზღაურებადი სეანსისა.

ასევე, აგვისტოს პერიოდში სეზონური და საშვებულებო მიზეზების გამო, პროგრამით მოსარგებლე პირებს დაგეგმილი სეანსით სარგებლობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ. განხორციელდება შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებაც.

მერიის მიერ ინიცირებული საკითხები კომისიის წევრებს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ლაშა ბუსხრიკიძემ გააცნო და საკითხები, პროცედურის თანახმად, ბიუროს გადაეცა.
https://rustavicouncil.ge/news/socialur-sakitxta-komisiis-morigi-sxdoma-gaimarta/

რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრე...
25/08/2026

რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და გეგმაზე იმსჯელეს.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე კარლო ნოდია უძღვებოდა.

მიმდინარე საკითხებს შორის იყო მოქალაქის განცხადება, რომელიც აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეეხებოდა. კომისიამ ასევე განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავისთვის” მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას ითვალისწინებს.

საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.

სხდომას რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტაჟირების პროგრამების მონაწილე დაესწრო.

https://rustavicouncil.ge/news/qonebis-martvisa-da-bunebrivi-resursebis-sakitxebis-komisiis-sxdoma/

Address

კოსტავას გამზირი #20
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995341256300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council:

Shortcuts

Share