ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო - სენაკის მუნიციპალიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Senaki
  • ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო - სენაკის მუნიციპალიტეტი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო - სენაკის მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო

21/06/2026

მოსწავლეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლებ...
21/06/2026

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, მოსწავლეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 12 მონაწილის მიერ წარმოდგენილი იყო კვლევები ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ისტორიის სექციიდან.

კონფერენციას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მანანა გვიჩია, საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ქეცბაია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ელისო შურღაია ესწრებოდნენ.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, კვლევითი უნარები და შემოქმედებითი აზროვნება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დამოუკიდებელი მუშაობის უნარის ჩამოყალიბებას და მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებას. ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და მათემატიკის მიმართულებით წარმოდგენილი თემები ადასტურებს, რომ მოსწავლეებს აქვთ დიდი პოტენციალი და სურვილი, წვლილი შეიტანონ ცოდნისა და მეცნიერების განვითარებაში.

მოსწავლეთა კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო თითოეული სექციის გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

20/06/2026

ინტელექტუალური თამაშის ,,იაზროვნე, იმოძრავე, გაიმარჯვე" ფინალური შეხვედრა გაიმართა.

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურ...
19/06/2026

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ინტელექტუალური თამაშის ,,იაზროვნე, იმოძრავე, გაიმარჯვე“ ფინალური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც თეკლათისა და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალური თამაშის პირველი სეზონის გამარჯვებული თეკლათის საჯარო სკოლა გახდა.

თამაშს ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა გვიჩია და საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ქეცბაია უწევდნენ.

ფინალურ შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯომარე გიორგი შომახია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია, თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ კირცხალია და ზაზა ყურაშვილი, საკრებულოს წევრები და მოდერატორები ესწრედოდნენ.

,,სენაკში სკოლების მონაწილეობით გამართული ინტელექტუალური თამაში „იაზროვნე, იმოძრავე, გაიმარჯვე“ კიდევ ერთხელ გახდა იმის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მსგავსი აქტივობების შეთავაზება.
მოსწავლეებმა არა მხოლოდ თავიანთი ცოდნა და სწრაფი აზროვნების უნარი წარმოაჩინეს, არამედ გამოავლინეს გუნდური მუშაობის კულტურა და ჯანსაღი კონკურენციის მაღალი სტანდარტი. თითოეული გუნდის გამოსვლა სავსე იყო ენთუზიაზმით, შემოქმედებითი მიდგომებითა და გამარჯვების სურვილით.
მსგავსი ინტელექტუალური თამაშები განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდების განვითარებაში — ისინი ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარების ჩამოყალიბებას.
მადლობა ყველა მონაწილეს, პედაგოგს, ორგანიზატორს და მოდერატორს საინტერესო, ენერგიული და შთამბეჭდავი დღეების შექმნისთვის. სწორედ ასეთი აქტივობები აძლიერებს ახალგაზრდებში ცოდნის სიყვარულს, თავდაჯერებულობასა და წარმატებისკენ სწრაფვას“. - აღნიშნეს პროექტის ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა.

ინტელექტუალურ თამაშში 13 საჯარო სკოლის 143 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში ყველა მონაწილემ სერტიფიკატი მიიღო, ხოლო გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

15/06/2026

,,წიგნების თარი" - ინტელექტუალური მოგზაურობის ღირსეული დასასრული.

დღეს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს  ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველ...
15/06/2026

დღეს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ინტელექტუალური თამაშის „წიგნების თარო“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს N3 და ნოსირის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.
მონაწილეებმა სხვადასხვა თემატიკის შეკითხვებს უპასუხეს, ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარები წარმოაჩინეს.

დაძაბული და საინტერესო შეხვედრის შედეგად გამარჯვება N3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

ინტელექტუალურ თამაშს, ორგანიზებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მანანა გვიჩია და საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ქეცბაია უწევდნენ.

ფინალურ შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე ნანა ზარანდია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

,,რამდენიმე თვის განმავლობაში სენაკის სკოლების მოსწავლეები, ინტელექტუალური თამაშის „წიგნების თარო“ ფარგლებში ერთმანეთს ცოდნაში, ლოგიკურ აზროვნებასა და წიგნიერებაში ეჯიბრებოდნენ. თითოეული შეხვედრა ახალგაზრდებისთვის იყო საშუალება, წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები, გაეღრმავებინათ ცოდნა და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ, რომ წიგნი, განათლება და მუდმივი განვითარება წარმატების მყარი საფუძველია.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, თუმცა ამ პროექტის მთავარი გამარჯვებული თითოეული მონაწილეა. ყველა სკოლამ, ყველა გუნდმა და თითოეულმა მოსწავლემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ საინტერესო და მეგობრული გარემოს შექმნაში, რომელმაც ჩვენთვის „წიგნების თარო“ განსაკუთრებულ საგანმანათლებლო მოვლენად აქცია. მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზი ინტელექტუალური თავგადასავლის ნაწილი იყო.

გულითად მადლობას ვუხდით მონაწილე სკოლებს, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მხარდამჭერებს აქტიური ჩართულობის, მონდომებისა და ღირსეული ასპარეზობისთვის. სწორედ თქვენი ძალისხმევა და ენთუზიაზმი განაპირობებს მსგავსი ინიციატივების წარმატებას.

გვჯერა, რომ „წიგნების თარო“ მომავალშიც დარჩება სივრცედ, სადაც ცოდნა, წიგნიერება, მეგობრობა და ჯანსაღი კონკურენცია ერთმანეთს ხვდება და ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება“- აღნიშნეს პროექტის ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა.

ინტელექტუალურ თამაშში 19 საჯარო სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში ყველა მონაწილემ სერტიფიკატი მიიღო, ხოლო გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილილემ ინგა ქარდავამ პირადი ინიციატივით, N3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ბლიცტურის გამარჯვებულს გეგა გვასალიას ფულადი ჯილდო გადასცა.

დღეს, უშაფათისა და თეკლათის საჯარო სკოლებს შორის, ინტელექტუალური კონკურსის ,,იაზროვნე, იმოძრავე, გაიმარჯვე“ ნახევარფინალ...
11/06/2026

დღეს, უშაფათისა და თეკლათის საჯარო სკოლებს შორის, ინტელექტუალური კონკურსის ,,იაზროვნე, იმოძრავე, გაიმარჯვე“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც თეკლათის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.

თამაშს, ორგანიზება მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა გვიჩიამ და საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ ქეცბაიამ გაუწიეს.

შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ნიჭი სხვადასხვა საგანში, სფეროსა და იუმორში გამოევლინათ. ისინი ავითარებდნენ კრიტიკულ აზროვნებას, ამყარებდნენ ჯანსაღი კონკურენციის კულტურასა და თვითგამოხატვის უნარს.
ინტელექტუალურ თამაშს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი და საკრებულის ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია ესწრებოდნენ, მოდერაციას უწევდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრები, ნონა ქამადაძე, ირინე დგებუაძე, ბელა ბიგვავა, მერიის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ტატო ლომია და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ლაშა გრიგოლია.

ინტელექტუალური თამაშის ფინალში, N3 და თეკლათის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდებიან.

ინტელექტუალური თამაში ,,წიგნების თარო“ გრძელდება და დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. მუნიციპალიტეტის ქალთა და ბ...
09/06/2026

ინტელექტუალური თამაში ,,წიგნების თარო“ გრძელდება და დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობისა და N2 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, ინტელექტუალური თამაშის ,,წიგნების თარო“ ნახევარფინალურ შეხვედრებში, N3 და N2 საჯარო სკოლებს შორის გამარჯვება N3 სკოლამ მოიპოვა, ნოსირისა და ნოქალაქევის სკოლებს შორის გამარჯვებული ნოსირის სკოლა გახდა.

ინტელექტუალურ თამაშს, რომელსაც ორგანიზებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მანანა გვიჩია და საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ქეცბაია უწევდნენ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ელისო შურღაია, საბჭოს წევრი ნონა ქამადაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მდივან-რეფერენტი თეონა მალანია ესწრებოდნენ.

ფინალურ შეხვედრაში N3 და ნოსირის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდებიან.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლე...
05/06/2026

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ინტელექტუალური თამაშის ,,იაზროვნე, იმოძრავე, გაიმარჯვე“ მორიგი შეხვედრები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში უშაფათისა და ნოქალაქევის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი უშაფათის სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრა N3 და მენჯის სკოლებს შორის გაიმართა და გამარჯვება N3 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

თამაშს ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა გვიჩიამ და საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ ქეცბაიამ გაუწიეს.

დღევანდელი თამაშების მოდერატორები, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა, საბჭოს წევრი ნონა ქამადაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მდივან-რეფერენტი თეონა მალანია, მერის თანაშემწე მარინე ფაღავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ელისო შურღაია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი თეონა სოლომონია იყვნენ.

აღნიშნული ინტელექტუალური პროექტი, ოლიმპიური სისტემით გრძელდება და მალე ფინალური შეხვედრა გაიმართება.

03/06/2026

წიგნების თარო ⭐️

Address

რუსთაველის N243
Senaki
4100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო - სენაკის მუნიციპალიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share