Improve Living Standards

Improve Living Standards Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Improve Living Standards, Senaki.

უკვე მე-3 წელია სამეგრელოს რეგიონი “ოცნების” ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის!სამეგრელოში ჯერ კიდევ სტიქიის შედეგებს ...
14/07/2023

უკვე მე-3 წელია სამეგრელოს რეგიონი “ოცნების” ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის!

სამეგრელოში ჯერ კიდევ სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ძირითადად თვითონ მოსახლეობა. ხელისუფლებას ეს რეგიონი და აქ მცხოვრები ხალხი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა საარჩევნო წელი აქვთ და ხმებისთვის ქუჩა-ქუჩა დაძრწიან.
არც შარშანდელი წყალდიდობისას შეუწუხებიათ თავი, წელსაც არავინ გვინახავს ცენტრალური ხელისუფლებიდან ჩასული.
არა უშავს, შემდეგ წელს ეს რეგიონი საკადრის პასუხს გაგცემთ “ოცნებას”! - Berdia Sitchinava / ბერდია სიჭინავა

#სენაკისაქართველოსთვის
#საქართველოსთვის

სტიქიიდან ზუსტად ☝️ წლის თავზე სენაკში:1. ბეწვის (დაკიდული) ხიდები, რომლებიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტი ...
22/06/2023

სტიქიიდან ზუსტად ☝️ წლის თავზე სენაკში:

1. ბეწვის (დაკიდული) ხიდები, რომლებიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტი იყო მდ. ტეხურისა და ცივის ხეობაში, ჯერ კიდევ აღუდგენელია;
2. სანიაღვრე არხების მშენებლობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია;
3. დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციაზე საუბარი კარგა ხანია ზედმეტია.

📷 2022 წლის 22 ივნისის წყალდიდობა სენაკში

❄🎅 ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია
17/06/2023

❄🎅 ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია

14/06/2023

🏣 მიუხედავად იმისა, რომ ეს ,,განახლებული რეგიონების" პროგრამა დიდწილად ,,პოტიომკინის სოფლებია" და ფასადებს მიღმა დანგრეული სადარბაზოები და გაჭირვებული ოჯახებია,- სენაკი ამაშიც ,,დაიჩაგრა"

👉 ვიდეოში ტყიბულია, - სენაკზე გაცილებით პატარა ქალაქი, რომლის ცნობაც კი გაგიჭირდებათ მაშინ, როდესაც სენაკში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაც კი ვერ მოხერხდა სრულყოფილად. სენაკთან შედარებით, გაცილებით მასშტაბურად დასრულდა და ზოგან გრძელდება პროექტები მეზობელ ფოთში, ზუგდიდში, მარტვილსა და ჩხოროწყუშიც 😥
#სენაკისაქართველოსთვის

🟪 ,,ცალკე მსჯელობის საგანია, რომ სენაკს არ გააჩნია განვითარების გეგმა-სტრატეგია, ელემენტარული ურბანული პოლიტიკა და სამოქ...
10/06/2023

🟪 ,,ცალკე მსჯელობის საგანია, რომ სენაკს არ გააჩნია განვითარების გეგმა-სტრატეგია, ელემენტარული ურბანული პოლიტიკა და სამოქმედო ხედვა სხვადასხვა მიმართულებით - მუნიციპალიტეტი ვითარდება გრძელვადიანი გააზრების გარეშე ქაოტურად და არაორგანიზებულად.
ცალკეული, ფრაგმენტული და არასისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების რეაბილიტაცია, განათება თუ სკვერის კეთილმოწყობა ვერ ჩაითვლება იმ ტიპის სამუშაოებად, რომელიც მდგრადი განვითარებისა და სტაბილურობის განცდას გაუჩენს ადგილობრივებს. ადგილობრივი რესურსი საკმაოდ დიდია, და ამ თემაზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა საჭიროა შესაძლებლობების გამოყენება და არსებული მიდგომების გადააზრება" - ედიშერ ბაღათურია, ფრაქცია #სენაკისაქართველოსთვის

ინტერვიუს სრული, ორიგინალი ვერსია იხილეთ ქვემოთ კომენტარებში ↘↘

"რა გახდა ამდენი ხანი ჩვენი პატარა ქვეყნის ფეხზე დადგომა, რომ ხალხი არსად გაიქცეს?! " ეთერ ერაძე 2023-04-01 09:40:00+04:00 "არა მგონ.....

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ".დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებდით  #საქართვ...
29/05/2023

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ".
დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებდით #საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს!

დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან.

დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა.
მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების" მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ "ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ".
დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.

ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!

🔔 უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლის დაფინანსების გაზრდა სწორედ ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივითა და წარდგინ...
22/04/2023

🔔 უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლის დაფინანსების გაზრდა სწორედ ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივითა და წარდგინებით გახდა შესაძლებელი! ✅

✍️ სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიაწოდოს საპროექტო იდეა მერიას და შეცვალოს გარემო თავის ირგვლივ!

ყველას მოგიწოდებთ იაქტიუროთ! ✊

დეტალები იხილეთ ქვემოთ ↘
#სენაკისაქართველოსთვის

↪️სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.

🔷️შენ შეგიძლია დაწერო პროექტი, მიაწოდო იდეა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და შეცვალო გარემო შენს ირგვლივ!

👉2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.

↪️მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

✔️პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ სამი საპროექტო წინადადება.

🔷️2023 საბიუჯეტო წლისთვის, პროგრამის ეტაპებისთვის განისაზღვრა:

◾️საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 24 აპრილიდან 25 მაისამდე;

◾️საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 29 მაისიდან 13 ივნისამდე;

◾️კენჭისყრის ეტაპი - 13 ივნისიდან 23 ივნისამდე;

👉გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 26 ივნისიდან 6 ივლისამდე.

🔷️პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

🔵საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყება 24 აპრილიდან და გაგრძელდება 25 მაისამდე.

◾️საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

👉გახდით თანამონაწილეები და დაგეგმეთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!

👉საპროექტო წინადადების ფორმა ⤵️
https://shorturl.at/egmIY

🟣 დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა! #ერთმანეთისთვის  #საქართველოსთვის
09/04/2023

🟣 დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა!
#ერთმანეთისთვის #საქართველოსთვის

9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო!

დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ!

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა!
#ერთმანეთისთვის #საქართველოსთვის

⚠ "სენაკის მერის ბიძის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს" - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
04/04/2023

⚠ "სენაკის მერის ბიძის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს" - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სააქციო საზოგადოებამ "არქეოპოლისმა", რომელიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძას, დემურ გადელიას ეკუთვნის, 2023 წ....

Address

Senaki

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Improve Living Standards posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Improve Living Standards:

Share