სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო

  • Home
  • Georgia
  • Senaki
  • სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო, Public & Government Service, Senaki.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველობების განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სხვდასხვა სფეროში.

🤹‍♂️ სენაკის მუნიციპალიტეტის  მერიის მხარდაჭერით და  „საქართველოს სკაუტების“ ორგანიზებით, ბორჯომში  გამართული ოთხდღიანი ...
01/09/2026

🤹‍♂️ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „საქართველოს სკაუტების“ ორგანიზებით, ბორჯომში გამართული ოთხდღიანი ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. სკაუტების ბანაკში სენაკის მუნიციპალიტეტიდან 10 ახალგაზრდა იყო ჩართული, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდული საბჭოს წევრები და მოხალისეები.

🎯 ახალგაზრდებმა ბანაკის ფარგლებში სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ეს დღეები მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის, ლიდერული უნარების, პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებითაც.

🤹‍♂️ სპორტული, კულტურული და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით, ახალგაზრდება გაიუმჯობესეს უნარ-ჩვევები, შეიძინეს ლიდერული თვისებები. აღნიშნულ ბანაკში მონაწილრობა ახალგაზრდებისთვის არის საშუალება, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, დაამყარონ ახალი კავშირები და აქტიურად ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროცესში.
#სენაკისმუნიცუოალიტეტისმერია
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო
#ჯანსაღიცხივრებისწესი
#საქართველოსსკაუტები
#მომავალსქმნიშენ

01/09/2026

💌 თუ გინდა აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდულ საქმიანობაში;
📨 მიიღო გამოცდილება და გახდე ცვლილებების ავტორი !
📤 დარეგისტრირდი მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/
oVPANrDfpD9f9YRN7
📪 გახდი შენი სკოლის დელეგატი, შემოუერთდი ჩვენს, ახალგაზრდულ საბჭოს🤗
#ახალგაზრდულისაბჭო
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო #მომავალსქმნიშენ

25/08/2026

🎓 დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი აბიტურიენტებისთვის — უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შედეგები გამოქვეყნდა!

სენაკის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სახელით გულითადად ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩარიცხვას! 🩵

ეს თქვენი შრომის, მონდომებისა და მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის შედეგია.

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, უამრავ ახალ შესაძლებლობას, საინტერესო გამოცდილებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას! 🎓

გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების!

ყოველთვის გახსოვდეთ — ეს მხოლოდ დასაწყისია! 💫

წარმატებები თქვენს ახალ გზაზე🩵
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო
#მომავალსქმნიშენ

📍კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, სენაკელ ახალგაზრდებს,  სენაკის მუნიციპალიტეტის  მერიისგან! 🧬 მესტიაში ბიოტექნოლოგიების მ...
21/08/2026

📍კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, სენაკელ ახალგაზრდებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან!

🧬 მესტიაში ბიოტექნოლოგიების მასშტაბური ბანაკი გაიმართება!

🚀 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-6 სექტემბერს მესტია 15-17 წლის ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

🔬 ექვსი დღის განმავლობაში 100 მონაწილე გაეცნობა ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და მათ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში. პროგრამა ასევე მოიცავს ტრენინგებსა და ვორქშოპებს პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მოთხოვნადი მიმართულებების შესახებ.

💡 მონაწილეები განივითარებენ სამეწარმეო, კრიტიკულ და ინოვაციურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარებს და მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ.

🌱 ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ბიოტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება და იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებმა სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

👥 ბანაკში მონაწილეობას მიიღებს სამეგრელო-ზემო სვანეთის თითოეული მუნიციპალიტეტიდან 10 ახალგაზრდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან 10 მონაწილე.

📌 მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ: https://apps.mygita.ge/zs/5njPyK

✅ გაიარე რეგისტრაცია და გახდი ჩვენი მონაწილე!
#ახალგაზრდულიბანაკი
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო
#სენაკისმერია

#საქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიებისსააგენტო

🎉 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე! 🎉კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და  მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კ...
13/08/2026

🎉 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე!

🎉კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

🎉 გილოცავთ ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს!
#ახალგაზრდობისდღე
#მომავალსქმნიშენ

🎉 სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრ...
12/08/2026

🎉 სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ბენდ „აკუსტიკის“ კონცერტი გაიმართა.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ მუსიკალურ საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, ახალგაზრდული საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობისა წარმომადგენლები დაესწრნენ.

🎉კვირეული დღეს საღამოს ფერების ფესტივალითა და DJ-ის კონცერტით საზეიმოდ დაიხურება.
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო
#მომავალსქმნიშენ
#ახალგაზრდობისდღე

🎉 ახალგაზრდულ დღეებთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა  და კულტურის  ცენტრის  ბენდ...
11/08/2026

🎉 ახალგაზრდულ დღეებთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ბენდის ,, აკუსტიკა’’ კონცერტი გაიმართება -ბენდის ხელმძღვანელი დათო ხუნწარია.

🎉 მატყრებლის წინაშე სოლისტის რანგში წარსდგება ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი ანასტასია ზუხბაია.

🎉 გელოდებით, 11 აგვისტოს საღამოს 21:00 საათზე, ერთად ვიზეიმოთ ახალგაზრდული დღეები.
#ახალგაზრდობისდღე
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო
#მომავალსქმნიშენ

ერთად ავღნიშნოთ ახალგაზრდობის დღე🎉🎉🎉
04/08/2026

ერთად ავღნიშნოთ ახალგაზრდობის დღე🎉🎉🎉

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დაგეგმილი აქტივობები:

1. 10 აგვისტო - 18:00 სთ - დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი” გამართავს სპექტაკლის - ,,კავკასიური ცარცის წრე” - პრემიერას;

2. 10 აგვისტო - 20:00 სთ - მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ამფითეატრში, დიდ ეკრანზე, მოეწყობა ფილმის ჩვენება;

3. 11 აგვისტო - 21:00 სთ - მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ბენდის - ,, აკუსტიკა’’ კონცერტი გაიმართება;

4. 12 აგვისტო - 20:00 სთ - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის საზეიმო დახურვა - მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაიმართება ფერების ფესტივალი; ახალგაზრდების განწყობაზე იზრუნებს DJ.

გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს!

🎈 ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი🎈🎉 ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და ...
03/08/2026

🎈 ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი🎈

🎉 ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ერივნული ღირებულებების პოპულარიზაცია.

🙌 ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა 5 დღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, აქტიური საინტერესო და შემეცნებითი დღეე გაატარეს.

🫶🏻 ახალგაზრდები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ ქალაქს.

🫶🏻 მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია სმსა -ს
#სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ანაკლიისახალგაზრდულიბანაკი
#მომავალსქმნიშენ

02/08/2026

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, 5 დღის განმავლობაში შთამბეჭდავი, სასიამოვნო და სიახლეებით სავსე დღეები გავატარეთ ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში🫶🏻მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებისთვის🫶🏻 #ახალგაზრდობისსააგენტო #სენაკი #ახალგაზრდულისაბჭო #სენაკისმერისმრჩეველთაახალგაზრდულისაბჭო #ანაკლიისახალგაზრდულიბანაკი #მომავალსქმნიშენ

Address

Senaki
4100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share