სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality

  • Home
  • Georgia
  • Senaki
  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality City Hall of Senaki Municipality

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში 11 პოზიციაზე კონკურს...
01/09/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში 11 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).

დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:

მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100899?active=1

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100907?active=1

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100956?active=1

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100963?active=1

ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100967?active=1

ზედამხედველობის სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100974?active=1

ადმინისტრაციული სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100865?active=1

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

სენაკში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ახალგაზრდობის ხეივანში მუსიკალური საღამო გაიმართა.ღონისძიებას სე...
31/08/2026

სენაკში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ახალგაზრდობის ხეივანში მუსიკალური საღამო გაიმართა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე ნანა ზარანდია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ელისო შურღაია დაესწრნენ.

მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები - მაგდა ნიკოლეიშვილი, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, თემურ თათარაშვილი, „რანინა“ და „გულბანი“ წარდგნენ.

მუსიკალურმა საღამომ ახალგაზრდობის ხეივანში შეკრებილ მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.

27/08/2026
30 აგვისტოს, 20:00 საათზე, ახალგაზრდობის ხეივანში,  პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება.მ...
27/08/2026

30 აგვისტოს, 20:00 საათზე, ახალგაზრდობის ხეივანში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება.

მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ცნობილი ქართველი შემსრულებლები:

- მაგდა ნიკოლეიშვილი
- სოფო პაპუაშვილი
- სოფო ბედია
- ბორის ბედია
- ელენე ფოჩხუა
- თემურ თათარაშვილი
- „რანინა“
- „ქვევრი“

კონცერტზე დასწრება თავისუფალია - საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით იმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენ...
26/08/2026

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაფასეს და ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლიერებაზე, ასევე კატასტროფებსა და კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების მიმართულებით სამომავლო პარტნიორობაზე იმსჯელეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთა...
25/08/2026

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.სენაკის მუნიციპალიტეტის ...
25/08/2026

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სხივის ქუჩაზე, დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება 26 356 ლარს შეადგენს.

პარალელურად, დასრულების ფაზაშია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეგოგიესა და ლეკირცხალიეს საუბნო გზების მონაკვეთების რეაბილიტაცია.

ასევე, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებეღათურეს უბანში მიმდინარეობს ხიდის სათავისების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

25/08/2026

ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სტუდენტობას!

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება თქვენი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის მნიშვნელოვანი შედეგია. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება - ახალი ცოდნით, შესაძლებლობებით, გამოცდილებითა და საინტერესო გამოწვევებით სავსე წლები.

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს სენაკელ ახალგაზრდებს. მჯერა, რომ მიღებულ ცოდნას, გამოცდილებასა და ენერგიას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას მოახმართ.

სტუდენტობა მხოლოდ პროფესიის დაუფლების პერიოდი არ არის - ეს არის დრო, როცა ყალიბდება ახალი ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები. გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა, იშრომეთ, განვითარდით და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.

ამ მნიშვნელოვან წარმატებას ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომელთა მხარდაჭერასა და შრომას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თქვენს მიღწევებში.

გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე სტუდენტურ წლებს, ახალ გამარჯვებებსა და წინსვლას!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი
ვახტანგ გადელია / Vakhtang Gadelia

სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.ათწლეულების შემდეგ პირველად, ნიკოლოზ ბარ...
24/08/2026

სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.

ათწლეულების შემდეგ პირველად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, 228 გრძივ მეტრზე, ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.

პროექტის ღირებულება 97 330 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე ხორციელდება:

- მერაბ კოსტავას ქუჩაზე;
- მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩაზე;
- ⁠აკაკი წერეთლის ქუჩაზე - რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე;
- ⁠დავით ვაჰანიას ქუჩაზე;
შოთა რუსთაველის ქუჩაზე - მერაბ კოსტავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;
- არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე - ცოტნე დადიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე;
- ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე;
- ცოტნე დადიანის ქუჩაზე;
- ივანე მაჩაბლის ქუჩაზე;
- ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე;
- ექვთიმე თაყაიშვილისა და აგარაკის ქუჩების ზედა მონაკვეთებზე;
- სიმონ ჩიქოვანისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე;
- წმინდა ნინოს ქუჩის ზედა მონაკვეთზე.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც:

- ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემის I ქუჩის მე-3 ჩიხში;
- მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საგუდავოს უბანში;
- გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის სათურქიოს უბანში;
- ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზანის მე-7 ქუჩის მე-2 ჩიხში;
- ზანა-საშურღაიოს უბანში;
- სატყებუჩავოსა და სააფაქიოს გზაზე;
- თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში.

Address

Senaki

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599850419

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality:

Shortcuts

Share