UNI-BOX

UNI-BOX Uni Box უზრუნველყოფს თქვენი გზავნილების სწრაფსა და უსაფრთხო მიწოდებას💙🧡

🚀 ეძებ საიმედო პარტნიორს შენი ბიზნესისთვის?Uni Box გთავაზობთ საკურიერო მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენს საჭიროებე...
22/01/2026

🚀 ეძებ საიმედო პარტნიორს შენი ბიზნესისთვის?

Uni Box გთავაზობთ საკურიერო მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე:

✅ იმავე დღეს მიწოდება თბილისსა და რუსთავში – ნუ ალოდინებთ მომხმარებელს.
✅ ანგარიშსწორება 24 საათში – თქვენი თანხა ყოველთვის დროულად გიბრუნდებათ.
✅ COD სერვისი – ვიღებთ თანხას ხელზე ნივთის ჩაბარებისას.

გახადე შენი გაყიდვები უფრო ეფექტური Uni Box-თან ერთად!

გააგზავნე ამანათი ნებისმიერ წერტილში 0%-იანი საკომისიოთი - UNI BOX შენი საიმედო პარტნიორი! 🇬🇪📦ეძებ სწრაფ, უსაფრთხო და ხე...
22/01/2026

გააგზავნე ამანათი ნებისმიერ წერტილში 0%-იანი საკომისიოთი - UNI BOX შენი საიმედო პარტნიორი! 🇬🇪📦

ეძებ სწრაფ, უსაფრთხო და ხელსაყრელ საკურიერო მომსახურებას? 🚛 UNI BOX გთავაზობს სერვისს, რომელიც ორიენტირებულია შენი ბიზნესის განვითარებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე:

✅ 0% საკომისიო - დაზოგე ხარჯები და მიიღე მაქსიმალური სარგებელი ყოველი გაგზავნილი გზავნილისან ! 💰✨

✅ COD სერვისი (თანხის ხელზე აღება) - ჩვენ ვუზრუნველყოფთ ანგარიშსწორებას ადრესატთან, რაც კიდევ უფრო ზრდის ნდობას შენი ბრენდის მიმართ! 🤝💵

✅ პირადი სამუშაო კაბინეტი - მართე, აკონტროლე და თვალი ადევნე გზავნილების სტატუსს რეალურ დროში, ნებისმიერი მოწყობილობიდან! 💻📱

✅ საქართველოს მასშტაბით 🏔️📍

გახადე ლოჯისტიკა მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე! 🚀🎯

📞 დაგვიკავშირდით დეტალებისთვის: 593 37 37 87 📩 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში! ✉️

08/01/2026

მნიშვნელოვანი ინფორმაცია "უნიბოქსის" პარტნიორებისთვის

მოგესალმებით,

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ნდობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ერთობლივი მუშაობით თქვენი გაყიდვები და, შესაბამისად, გზავნილების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სწორედ გაზრდილი რაოდენობის პირობებში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე დროული მიტანაა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეფერხებები და თქვენმა მომხმარებლებმა კვლავინდებურად სწრაფად მიიღონ შეკვეთები, „უნიბოქსი“ ორშაბათიდან (12.01.2026 ) აახლებს შეკვეთების მიღების გრაფიკს:

რა იცვლება?

შეკვეთის გაფორმების დრო: იმისათვის, რომ კურიერმა გზავნილის წაღება იმავე დღეს უზრუნველყოს, გთხოვთ, შეკვეთები გააფორმოთ არაუგვიანეს 11:00 საათისა.

მინიმალური რაოდენობა: კურიერის გამოძახება შესაძლებელი იქნება 2 ან მეტი შეკვეთის დაფიქსირების შემთხვევაში.

რატომ არის ეს აუცილებელი?

ამ ეტაპზე გზავნილების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ძველი გრაფიკით მუშაობა საფრთხეს უქმნის ჩაბარების ვადებს. ამ მცირე ცვლილებით ჩვენ ვინარჩუნებთ იმავე დღეს ჩაბარების (Same Day Delivery) პრინციპს.

გვესმის, რომ შესაძლოა გარკვეულ დისკომფორტთან იქნება ეს ცვლილებები დაკავშირებული, თუმცა,

წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულნი ვიქნებოდით გადავსულიყავით „მეორე დღეს ჩაბარების“ მოდელზე, რაც თქვენი მომხმარებლებისთვის ლოდინის დროს გაზრდიდა. ჩვენი მიზანი კი სწორედ ამის თავიდან აცილებაა.

შენიშვნა : 11:00 საათის შემდეგ დარეგისტრირებული ან ერთეული შეკვეთები მომსახურებაში მიიღება მომდევნო სამუშაო დღეს.

იმ შემთხვევაში თუ გზავნილს თავად მოიტანთ ოფისში რაოდენობრივი შეზღუდვა არ იქნება.

გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მოწესრიგებულს და ეფექტურს გახდის ჩვენს საერთო საქმეს.

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენი პარტნიორი!

პატივისცემით,

უნიბოქსის გუნდი

🕯️გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 💫
07/01/2026

🕯️გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 💫

🎉უნიბოქსი გილოცავთ ახალ წელს ! ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს  ახალი, 2026 წელი ❣️
31/12/2025

🎉უნიბოქსი გილოცავთ ახალ წელს !

ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ახალი, 2026 წელი ❣️

29/12/2025

❄️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია Unibox-ის მომხმარებლებისთვის ❄️

მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულია ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში არსებული ძლიერი დიდთოვლობის შესახებ. ეტაპობრივად გვატყობინებენ კურიერებიც, რომ გადაადგილება გართულებულია - ზოგიერთ შემთხვევაში კი კურიერები დროებით კონტაქტზეც ვერ გამოდიან 🚫🚚

🔔 ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ამ ეტაპზე შეფერხებულია შეკვეთების მიწოდება შემდეგ რეგიონებში:

სამეგრელო

იმერეთი (ძირითადი მუნიციპალიტეტები და სოფლები)

შიდა ქართლი (ხაშური და მიმდებარე ტერიტორიები)

📦 მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა შეკვეთის ჩაბარებას, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ყველას მიწოდება ვერ მოესწრება დროულად.

⚠️ დღეს შემოსული შეკვეთები აღნიშნული მიმართულებებით დარჩება საწყობში და რეგიონებში არ გაიგზავნება.

➡️ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში:

შეკვეთა გაიგზავნება 3 იანვრიდან 📅

🙏 გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას.

💙 მადლობა ნდობისთვის
Unibox

27/12/2025

📦🎉 უნიბოქსი მუშაობს ხვალაც!

ხვალ, კვირას, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. ✅

⏰ გთხოვთ დროულად დაარეგისტრიროთ თქვენი შეკვეთები.
⚠️გაითვალისწინეთ ახალი წლის წინა დატვირთვის გამო,შესაძლოა შეკვეთები იმავე დღეს ვერ ჩაბარდეს.
ასეთი შეკვეთები ჩაბარდება ორშაბათს.

💌 მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის ❣️

✨ მადლობა ჩვენს პარტნიორ “ჰიპის”  ძალიან თბილი და საყვარელი საჩუქრისთვის!თითქმის 5 წელია, “ჰიპი” ჩვენი ოჯახის წევრია. მა...
03/12/2025

✨ მადლობა ჩვენს პარტნიორ “ჰიპის” ძალიან თბილი და საყვარელი საჩუქრისთვის!
თითქმის 5 წელია, “ჰიპი” ჩვენი ოჯახის წევრია.

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის ❣️🌻

უნიბოქსი 5 წლისაა!20 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია,  ჩვენი შრომა და ჩვენი საერთო ოცნება უკვე 5 წლისაა.დღეს უნიბოქსი სა...
20/11/2025

უნიბოქსი 5 წლისაა!

20 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია, ჩვენი შრომა და ჩვენი საერთო ოცნება უკვე 5 წლისაა.
დღეს უნიბოქსი საკუთარ ისტორიას კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავს ამატებს.

ხუთი წლის წინ, პატარა ოფისში, რამდენიმე მაგიდითა და დიდი სითბოთი ვიწყებდით საქმეს, რომელსაც უბრალოდ „საკურიერო მომსახურება“ ერქვა. მაშინ მხოლოდ ვოცნებობდით, რომ ეს პატარა ოთახი ერთ დღეს საქართველოს მასშტაბით გასაგზავნ, ათასობით გზავნილს დაიტევდა.
მაგრამ ჩვენ გვქონდა ის, რაც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რესურსები, გვყავდა ერთმანეთი და გვქონდა თქვენი ნდობა.

თითოეული შეკვეთა იყო პასუხისმგებლობა, თითოეული მომხმარებელი მოტივაცია, თითოეული შეცდომა გაკვეთილი, რომელსაც ვიღებდით და და პასუხისმგებლობით ვუდგებოდით.
ჩვენ არ ვყოფილვართ სრულყოფილები, მაგრამ ყოველთვის ვიყავით და ვართ გულწრფელები.

გილოცავთ უნიბოქსის 5 წლის იუბილეს მათ ვინც პირველ დღეებში გვენდო როცა არაფერი გვქონდა, გარდა მონდომებისა.
გილოცავთ მათ, ვინც შუაღამისას გვირეკავდა და იცოდა, რომ პასუხის გარეშე არ დავტოვებდით.
გილოცავთ თითოეულ მაღაზიას, რომელმაც თავისი ბიზნესი ჩვენთან ერთად გაზარდა.

ვულოცავთ ჩვენს გუნდს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ერთგულება, შრომა და ადამიანებთან ნამდვილი დამოკიდებულება უდიდესი ძალაა.

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის!

სიყვარულით უნიბოქსის გუნდი

30/09/2025

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარტნიორებისთვის

გაცნობებთ, რომ Unibox-ის მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია მცხეთის სოფლებშიც.

🔹 ტარიფები განახლდა შემდეგნაირად:

ქალაქ მცხეთა – 8.5 ლარი (როგორც სხვა რეგიონებში)

მცხეთის სოფლები – 10 ლარი

უახლოეს დღეებში ცვლილებები აისახება დაფარვის არეალის ფაილშიც, რაც გაგიადვილებთ საჭირო მონაცემების მოძიებას.

მადლობა თანამშრომლობისთვის! 💙

💥გილოცავთთ!🇬🇪 საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
07/09/2025

💥გილოცავთთ!
🇬🇪 საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

04/09/2025

ძვირფასო პარტნიორებო,

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა საბოლოოდ აღმოფხვრილი ნამდვილად არის თუ არა – ჯერ 100%-ით დარწმუნებულები არ ვართ. უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში გაქვთ თუ არა შეკვეთა და რა მისამართზე უნდა მივიდეს კურიერი. პარალელურ რეჟიმში შეავსეთ ბაზაც.

დღეს შეკვეთების დაფიქსირება შესაძლებელია 13:30-მდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის 💙

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 10:00 - 19:00

Telephone

+995593373787

Alerts

Be the first to know and let us send you an email when UNI-BOX posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to UNI-BOX:

Share