17/04/2026
საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ყველა დანადგარი, რომელიც მუშაობს მაცივარაგენტზე (ფრეონზე) და შეიცავს 3 კილოგრამზე მეტ მაცივარაგენტს, აუცილებელია დარეგისტრირდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში
რეგისტრაციის შემდეგ, კანონმდებლობის მიხედვით, განსაზღვრულ პერიოდში საჭიროა მაცივარაგენტის გაჟონვის შემოწმების ჩატარება და შესაბამისი შემოწმების აქტის შედგენა, რომელიც აიტვირთება იმავე ელექტრონულ სისტემაში.
გაჟონვის შემოწმება და აქტის შედგენა შესაძლებელია მხოლოდ სერტიფიცირებული კომპანიის მიერ ჩვენ კი სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ
ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესის სრულ შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან და დაგეხმარებით, რომ თქვენი დანადგარები აკმაყოფილებდეს კანინის მოთხოვნებს