03/06/2024
Activity 2.1.2 Analysis of status of laboratory and calibration procedures in the field of vibrations metrology.
Expert: Alessandro Schiavi (INRIM - Italian National Institute of Metrology Research)
Date: 20 – 23 May 2024
The visit to the GEOSTM vibration laboratory first of all allowed for a fruitful mutual understanding, both from the personal relationships and from the technical/scientific point of view. This relationship among people is the functional basis for establishing an exchange of skills and knowledge, which is the foundation of future collaborations, international comparisons and support for the management of peer reviews.
Several meetings took place with GEOSTM staff involved in “Vibration metrology” for a review of the suitability of fundamental documents currently checked in international EURAMET “peer review”. Compliance of competence of staff, environmental conditions, lab, equipment, metrological traceability, procedure and measurement uncertainty budget was checked and confirmed.
Recommendations were provided to improve calibration method and reduce uncertainty, as well as to participate to interlibrary comparison.
The mission was extremely useful for mutual understanding, for the useful exchange of information, for the identification of the critical issues and potential of the GOESTM vibration laboratory to extend and improve the calibration capabilities.
აქტივობა 2.1.2 ლაბორატორიული და დაკალიბრების პროცედურების მდგომარეობის ანალიზი ვიბრაციის მეტროლოგიის სფეროში
ექსპერტი: ალესანდრო შავი (INRIM - იტალიის მეტროლოგიური ეროვნული ინსტიტუტი)
თარიღი: 2024 წლის 20 – 23 მაისი
სააგენტოს ვიბრაციის ლაბორატორიაში ვიზიტი უპირველეს ყოვლისა იყო ნაყოფიერი ურთიერთთანმშრომლობის საშუალება, როგორც პიროვნული ურთიერთობების, ასევე ტექნიკური/სამეცნიერო კუთხითაც. ამ სახის ურთიერთობა წარმოადგენს სამომავლო თანამშრომლობის საფუძველს და მხარდაჭერას საერთაშორისო შედარებებისა და გარე შეფასების მართვის საქმეში.
შედგა რამოდენიმე შეხვედრა იმ სააგენტოს თანამშრომლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან „ვიბრაციის მეტროლოგიის“ საქმიანობაში ფუნდამენტური დოკუმენტების შესაბამისობის საკითხის განსახილველად, რომელთა შემოწმება განხორციელდა EURAMET-ის მიერ „გარე შეფასების“ დროს. შემოწმდა და დადასტურდა პერსონალის კომპეტენციის, გარემო პირობების, ლაბორატორიის, აღჭურვილობის, მეტროლოგიური მიკვლევადობის, პროცედურისა და გაზომვის განუსაზღვრელობის ბიუჯეტის შესაბამისობა. გაიცა რეკომენდაციები დაკალიბრების მეთოდის გასაუმჯობესებლად და განუსაზღვრელობის შესამცირებლად, ასევე ლაბორატორიათაშორის შედარებაში მონაწილეობის მისაღებად.
მისია ძალზე სასარგებლო იყო ურთიერთთანამშრომლობის კუთხით, ასევე ინფორმაციის გაცვლის, სააგენტოს ვიბრაციის ლაბორატორიის კრიტიკული საკითხებისა და პოტენციალის იდენტიფიცირების, დაკალიბრების შესაძლებლობების გაფართოებისა და გაუმჯობესებისათვის.