საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წელს ქვეყნის ეროვნულ და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების ბაზაზე შეიქმნა, წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რ...
19/08/2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ამ დროისთვის გამოვლენილი ობიექტების პირველადი შესწავლა და ფიქსაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყისიერად განახორციელეს.

სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა საჭირო შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვალიფიციური არქეოლოგის (არქეოლოგების) ზედამხედველობით განხორციელდება, ხოლო ახალი არქეოლოგიური კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რათა დროულად მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების გატარება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სო...
10/08/2026

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.

რეაბილიტაციის შედეგად სრულად გაიწმინდება და აღდგება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიულ კედელს, მოეწყობა მარანი და ვიზიტორთა მიღება-მომსახურების ცენტრი. გარდა ამისა, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სახლ-მუზეუმში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.

10/08/2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციას გეგმავს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხის კონსერვაცი...
31/07/2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები ძეგლის ავთენტურობისა და ისტორიული იერსახის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი ნაჭყებიასა და აბედათის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარ მღვდელმონაზონ სტეფანე არზიანთან ერთად, აბედათის ციხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრაზე რეაბილიტაციის პროექტის მომზადების ტექნიკური საკითხები განიხილეს.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე განხორციელდება ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთების - სამხრეთ-დასავლეთის გალავნის, ჩრდილო-დასავლეთის კოშკისა და მათ მიმდებარე არქიტექტურული ნაშთების კონსერვაცია-რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ქვის წყობის გამაგრებას, გამონგრეული მონაკვეთების აღდგენას, ბზარების ინექტირებას, საკონსერვაციო ფენის მოწყობას, ისტორიული მარნის კონსერვაციას, ქვევრების დაცვას, ცალკეული არქიტექტურული ელემენტების რესტავრაციასა და ძეგლის სრულ გაწმენდას მცენარეული საფარისგან.
აბედათის ციხე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.

ციხე IV-VI საუკუნეებში აიგო, როდესაც ის ეგრისის სამეფოს დედაქალაქის თავდაცვითი სისტემის ნაწილი გახდა, თუმცა მის შიდა ციხეში ცხოვრების კვალი ძვ. წ. IV ს-დან დასტურდება. სამშენებლო ფენები და არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ციხე XVIII ს-დე ინარჩუნებდა თავის ფუნქციას. ციხე შედგება ორი გალავნის, მათში ჩართული კოშკების, მარნის, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებისა და ეზოში აგებული XI საუკუნის კარის ეკლესიისგან.

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა.შეხვედრაზე განხილულ...
21/07/2026

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. პატრიარქის კურთხევით, უახლოეს ხანში ჯგუფის მუშაობის გეგმა განიხილება.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე.

20/07/2026
უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდამესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამ...
13/07/2026

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოპერატიულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

13/07/2026

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლნისის სიონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმ...
08/07/2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

07/07/2026

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ბებრის ციხის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება

Address

დავით აღმაშენებლის N79
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო:

Shortcuts

Share