09/09/2026
🥑🥗სპორტული ნუტრიციოლოგიის სასწავლო კურსი —
FFA x ვალა იჩქითი
🎓გინდა ისწავლო, როგორ შეადგინო კვების პროგრამა სწორად, გამოთვალო ადამიანის კალორიული მოთხოვნილება და გაიგო, რა როლი აქვს კვებას სპორტულ შედეგებში?
FFA — პირველი ფიტნეს აკადემია წარმოგიდგენთ სპორტული ნუტრიციოლოგიის პრაქტიკულ სასწავლო კურსს, რომელსაც გაუძღვება სპორტული ნუტრიციოლოგი და ლექტორი ვალა იჩქითი.
📅 კურსის დასაწყისი: 3 ოქტომბერი
📍 ფორმატი: ფიზიკური დასწრება
📚 10 ლექცია
⏱️ თითოეული ლექციის ხანგრძლივობა — 2 საათი
კურსის განმავლობაში ეტაპობრივად შეისწავლი:
ნუტრიციოლოგიის საფუძვლებს და სპორტული კვების ძირითად პრინციპებს;
ნუტრიენტების კლასიფიკაციას;
მაკრონუტრიენტებს — ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს;
მიკრონუტრიენტებს — ვიტამინებსა და მინერალებს;
საკვები დანამატების სახეობებს, დანიშნულებასა და სწორ გამოყენებას;
ადამიანის ინდივიდუალური კალორიული მოთხოვნილების განსაზღვრას;
ენერგიის ხარჯვისა და დღიური კალორაჟის გამოთვლას;
კვების პროგრამის შედგენას კონკრეტული მიზნის მიხედვით — წონის კლება, კუნთოვანი მასის ზრდა, სხეულის კომპოზიციის გაუმჯობესება და სპორტული შედეგების მხარდაჭერა;
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას რეალური მაგალითების საფუძველზე.
ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია როგორც ფიტნეს ტრენერებისთვის და სპორტსმენებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს სპორტული ნუტრიციოლოგიის სფეროში ცოდნის მიღება და კვების პროგრამების შედგენა.
ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული კურსი — მთავარი მიზანია, რომ დასრულების შემდეგ შეძლო ადამიანის მონაცემების შეფასება, კალორიული მოთხოვნილების გამოთვლა და ინდივიდუალურად მორგებული კვების გეგმის დამოუკიდებლად შედგენა.
10 ლექცია. 20 საათი პრაქტიკული და გამოყენებადი ცოდნა. ერთი სისტემა — ნუტრიციოლოგიის საფუძვლებიდან კვების პროგრამის შედგენამდე.
კურსი იწყება 3 ოქტომბერს.