20/03/2026
სრულიად საქართველოს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ურთულეს პერიოდში იყო არამარტო ერის სულიერი წინამძღვარი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს. განუზომელია მისი ღვაწლი დედა ეკლესიის გაძლიერებისა და აღორძინების საქმეში. მჯერა, რომ მის მიერ დატოვებულ სულიერ მემკვიდრეობას თითოეული მორწმუნე ღირსეულად გააგრძელებს.
მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს.