ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი

ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ენერგოგასაღების სამსახურის დარიცხვების და მატერიალური პრეტენზიების განყო...
03/09/2026

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ენერგოგასაღების სამსახურის დარიცხვების და მატერიალური პრეტენზიების განყოფილების ტექნიკური პრეტენზიების ინჟინერ-ექსპერტის თანამდებობაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.telasi.ge/career/5789-teqnikuri-pretenziebis-inzhiner-eqsperti/
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“.

კომპანია “თელასს“  შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 45001 მიენიჭა. Occupational...
02/07/2026

კომპანია “თელასს“ შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 45001 მიენიჭა.

Occupational Health and Safety Management System (OHSMS) შემუშავებულია შრომითი ტრავმების, პროფესიული დაავადებებისა და სამუშაო პროცესში არსებული რისკების პრევენციის მიზნით. სტანდარტი გამოქვეყნდა 2018 წელს და დღეს მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მოთხოვნების ერთობლიობაა. სს „თელასში“ აღნიშნული სტანდარტის დანერგვა მიზნად ისახავს თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სამუშაო გარემოს მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრულ დაცვას.
ISO 45001-ის სერტიფიკატის მისაღებად კომპანიამ ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრა რისკების მართვის ღონისძიებები, პასუხისმგებელი პირები და შესრულების ვადები. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია.
მას შემდეგ, რაც სს „თელასმა“ სრულად მოამზადა მართვის სისტემა, აკრედიტებულმა სერტიფიცირების ორგანომ კომპანიას ISO 45001-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიანიჭა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიაში დანერგილია და ეფექტიანად ფუნქციონირებს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა. სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში ყოველწლიურად ჩატარდება ზედამხედველობის აუდიტები, ხოლო სამ წელიწადში ერთხელ – განმეორებითი (რესერტიფიკაციის) აუდიტი.
ISO 45001-ის დანერგვა ამცირებს საწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებებისა და ავარიების ალბათობას, რაც ხელს უწყობს თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უკეთ დაცვას. ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა ამცირებს სამუშაო პროცესების შეფერხებას და ფინანსურ დანაკარგებს. გარდა ამისა, ISO 45001 ზრდის კომპანიის რეპუტაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
აღნიშნული სტანდარტი ხელს უწყობს ორგანიზაციის მდგრად განვითარებას, ზრდის მართვის ეფექტიანობას, აუმჯობესებს ბიზნესპროცესებს და ქმნის უსაფრთხო, ჯანსაღ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო გარემოს, რაც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

✅კომპანია„თელასმა“ მონაწილეობა მიიღო მასშტაბურ ღონისძიებაში „დასაქმების ფორუმი - 2026“, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივ...
22/05/2026

✅კომპანია„თელასმა“ მონაწილეობა მიიღო მასშტაბურ ღონისძიებაში „დასაქმების ფორუმი - 2026“, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) 21 მაისს ჩატარდა. SEU-მ ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებელი ორგანიზაციები.

✅ფორუმის ფარგლებში კომპანიების პერსონალთან მუშაობის სამსახურის სპეციალისტები შეხვდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, გაეცნენ მათ პროფესიულ ინტერესებს და გაუზიარეს კომპანიებში არსებული აქტიური ვაკანსიები.
ღონისძიებამ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მისცა პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ კომპანიებთან და მიეღოთ ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესახებ.

✅დასაქმების ფორუმზე შედგა შეხვედრა სს "თელასის" და SEU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შორის. მხარეებმა განიხილეს ახალი ინიციატივები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

07/04/2026

🔻სს „თელასის“ განცხადება.

✅გაურკვეველი პირები კომპანია „თელასის“ სახელით ტელეფონით უკავშირდებიან მომხმარებლებს და ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო რეკვიზიტებს და შიდა ელექტროქსელზე დაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ელექტროენერგიის გათიშვით.

✅გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ზარებთან „თელასს“ არანაირი კავშირი არ აქვს.

✅მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაუმოწმებლად არ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია.

Send a message to learn more

Address

ვანის ქ. #3
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 09:00 - 21:00

Telephone

+995322779999

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი:

Shortcuts

Share

Category