გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party"

გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party", Tbilisi.

07/09/2026

ბნელ ოთახში ჩაკეტილი ხელისუფლება ქვეყანას მძიმე ანარქიამდე მიაქანებს!
ქვეყანაში სრული პოლიტიკური ანარქიაა, პარტიები ერთმანეთს დაერივნენ! „ოცნებამ“ და სხვა ჯგუფებმა საკუთარი ყოფილი თუ არსებული წევრების საჯარო განადგურება დაიწყეს. ისინი თავის გადასარჩენად პოლიტიკას ლანძღვის პოლიგონად აქცევენ. ხელისუფლებამ ისე აურია სიტუაცია, რომ შიშისგან ჩაიკეტნენ და ამ გაუაზრებელი, ძალადობრივი პოლიტიკით უდიდეს ზიანს აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სახელმწიფოს მომავალს!
ამ მძიმე ფონზე „მწვანეთა პარტია“ წარმოადგენს ყველაზე სტაბილურ, განათლებულ და პროგრესულ ინტელექტუალურ ძალას! რადგან ამ ხელოვნურად შექმნილ ქაოსში არ ვმონაწილეობთ და საკუთარ თავს არ ვინადგურებთ, ხელისუფლებამ ყველა მედია დაგვიხურა! დროა დასრულდეს არაკომპეტენტურობა. პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ცოდნასა და პროფესიონალიზმს, რათა დავიცვათ თითოეული მოქალაქე და ღირსეული ხვალინდელი დღე!
#პოლიტიკა #ანარქია #შიში #პარტიები #დევნა #პროტესტი @გამომწერები

რუსეთი სომხეთზე ეკონომიკური გავლენის ყველა ბერკეტს კარგავს! კავკასიის ახალი რეალობა - ევროკავშირი და აზერბაიჯანი მეზობლი...
04/09/2026

რუსეთი სომხეთზე ეკონომიკური გავლენის ყველა ბერკეტს კარგავს! კავკასიის ახალი რეალობა - ევროკავშირი და აზერბაიჯანი მეზობლის ეკონომიკას მოსკოვის შანტაჟისგან გადაარჩენენ!
ერევნის პროევროპული კურსის საპასუხოდ კრემლმა მას მკაცრი ბლოკადა მოუწყო, თუმცა რუსული შანტაჟი გარღვეულია! ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა რეგულაციას, რომლითაც ევროპა სრულად აუქმებს საბაჟო ტარიფებს სომხური ექსპორტის 80%-ზე („Reuters“). ნულოვანი ტარიფით შევა სოფლის მეურნეობის პროდუქცია (რუსული ბაზრის 99%) და სასმელები (91%).
მოსკოვი ენერგეტიკულ ბერკეტებსაც კარგავს: სომხეთმა უკვე შეისყიდა ათიათასობით ტონა საწვავი აზერბაიჯანისგან, რომელიც დანიშნულების ადგილამდე საქართველოს გავლით მივიდა! გაზის მონოპოლიის დასასრულებლად კი ქვეყანა უახლოეს მომავალში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის პირდაპირ შესყიდვაზე გადადის.
სანამ ჩვენი მეზობლები ხვდებიან, რომ დასავლური პარტნიორობა უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადერთი გზაა, საქართველო კვლავ შიდა კლანური ომებისა და ურთიერთლანძღვის გულისამრევ პოლიგონად არის ქცეული. მათ ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, რამაც სახელმწიფო მძიმე პოლიტიკურ ანარქიამდე მიიყვანა! როცა ასეთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სამეზობლოში, ქართული მედია ამ ყველაფრის დასამალად და მმართველი გუნდის იზოლაციონისტური „პოლიტიკის“ გადასაფარად პოლიტიკური პოლარიზაციის ხელოვნური გაღვივებითაა დაკავებული!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ კვლავ ვაცხადებთ: საქართველოს გადარჩენის ერთადერთი პროგრესული გზა გადის მყარ დასავლურ ინტეგრაციასა და ძლიერ ეკონომიკურ ალტერნატივებზე! სახელმწიფო მართვა უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ცოდნას, პატიოსნებას და პროფესიონალიზმს!
#გეოპოლიტიკა #ევროკავშირი #სომხეთი #აზერბაიჯანი #რუსეთი #ბლოკადა #ენერგეტიკა #მწვანეთაპარტია #პროტესტი @გამომწერები

02/09/2026

სიღარიბე! პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას უბედურებისკენ მიაქანებს
სანამ პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი სკამებისა და მილიონების გადასარჩენად პოლიტიკას ურთიერთლანძღვის გულისამრევ პოლიგონად აქცევენ, საერთაშორისო კვლევები ჩვენს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სოციალურ რეალობას აშიშვლებს! ათიათასობით ოჯახი შიმშილის, კატასტროფული ფასებისა და სიღარიბის პირობებში ცხოვრობს,
ამის პირდაპირი შედეგია დამღუპველი მასობრივი ემიგრაცია - ახალგაზრდები გარბიან, რადგან საკუთარ სამშობლოში ელემენტარული არსებობისა და განვითარების წყარო არ გააჩნიათ, აქ დარჩენილი ოჯახები კი უკიდურეს სიღარიბეში იხრჩობიან!
„მწვანეთა პარტია“ მივიჩნევთ, რომ დროა დასრულდეს არაკომპეტენტურობის ეპოქა პოლიტიკაში! პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ცოდნასა და პროფესიონალიზმს, რათა დავიცვათ თითოეული მოქალაქის სოციალური სამართლიანობა და ღირსეული ხვალინდელი დღე!
#სიღარიბე #შიმშილი #ანარქია #ევროპა #პოლიტიკა #პროფესიონალიზმი #მწვანეთაპარტია #პროტესტი @გამომწერები

კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - მეზობლები ევროპას ირჩევენ, საქართველო იზოლაციაში რჩება!რეგიონში ისტორიული ტექტონ...
30/08/2026

კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - მეზობლები ევროპას ირჩევენ, საქართველო იზოლაციაში რჩება!
რეგიონში ისტორიული ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობს: სომხეთმა კრემლთან სტრატეგიული პარტნიორობა საბოლოოდ შეწყვიტა და ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენას გეგმავს. სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად ამოიღო რუსეთისთვის „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსი ქვეყნის ახალ, 2026–2031 წლების სამთავრობო პროგრამაში. პარალელურად, აზერბაიჯანმაც, რუსეთთან აშკარა დისტანცირების ფონზე, სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა აშშ-სა და ევროკავშირთან! ამ ფონზე, უმძიმესი საყურებელია ჩვენი ქვეყნის რეალობა, როდესაც საგარეო იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლება ოკუპანტთან გაუაზრებელი ფლირტით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მომავალს!
სანამ ჩვენი მეზობლები ხვდებიან, რომ დასავლური პარტნიორობა უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადერთი გზაა, საქართველო კვლავ შიდა კლანური ომებისა და ურთიერთლანძღვის გულისამრევ პოლიგონად არის ქცეული. მათ ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, რამაც სახელმწიფო მძიმე პოლიტიკურ ანარქიამდე მიიყვანა!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მყარად ვაცხადებთ: საქართველოს ერთადერთი უსაფრთხო, მშვიდობიანი და პროგრესული გზა გადის მყარ ევროპულ და დასავლურ ინტეგრაციაზე! საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო უნდა იმართებოდეს მხოლოდ მცოდნე, გამოცდილი, პროფესიონალი, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანების მიერ. დროა დასრულდეს შიშისა და არაკომპეტენტურობის ეპოქა პოლიტიკაში!
#გეოპოლიტიკა #ანარქია #იზოლაცია #ევროპა #პოლიტიკა #პროფესიონალიზმი #მწვანეთაპარტია #პროტესტი @გამომწერები

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა და მშვიდობა ჩვენს სამშობლოს! ჩვენი ქვეყ...
28/08/2026

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა და მშვიდობა ჩვენს სამშობლოს!
ჩვენი ქვეყანა ოდიდგანვე ღვთისმშობლის წილხვედრად იწოდება - ეს არის უდიდესი სულიერი კაპიტალი, კულტურული მემკვიდრეობა და უდიდესი პასუხისმგებლობა თაობების წინაშე.
ქართულ იდენტობაში ღვთისმშობლის მფარველობა ყოველთვის ასოცირდებოდა სიცოცხლის გაგრძელებასთან, თაობების გადარჩენასა და ჩვენი უნიკალური ბუნების, მიწისა და წყლის ხელშეუხებლობასთან. „საქართველოს მწვანეთა პარტიას“ მყარად გვჯერა, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი და ეროვნული პოლიტიკა სწორედ აქედან იწყება: საკუთარი კულტურის, ტრადიციებისა და იმ უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრის დაფასებითა და დაცვით, რაც წინაპრებმა შემოგვინახეს, დღეს კი ბარბაროსულად ნადგურდება!
#მარიამობა #ღვთისმშობელი #საქართველო #კულტურა #მშვიდობა #პოლიტიკა #პროფესიონალიზმი #მწვანეთაპარტია #პროტესტი @გამომწერები

24/08/2026

დიდება გმირებს!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!
უკრაინა იცავს არა მარტო საკუთარ თავს, უკრაინა გვიცავს ჩვენც!
უკრაინაში რაც ხდება, ეს არის უდიდესი გმირული აქტი! ქვეყანას უსასტიკესად დაესხნენ თავს, ცდილობენ გაანადგურონ, ბავშვებს უკლავენ..! უკრაინელი ხალხი დღეს გმირულად იბრძვის ზუსტად ისე, როგორც საქართველო იბრძოდა თავისი ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნისა და იდენტობის გადასარჩენად! ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი ფუნდამენტალური რეალობა: უკრაინა დღეს იცავს არა მარტო საკუთარ თავისუფლებას, უკრაინა თავისი თავდადებით პირდაპირ გვიცავს ჩვენც, რადგან ის საგრძნობლად ასუსტებს - რუს ოკუპანტს!
#უკრაინა #დამოუკიდებლობისდღე #საქართველო #თავისუფლება #გეოპოლიტიკა #პოლიტიკა #პროტესტი @გამომწერები

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა! „საქართველოს მწვანეთა პარტია“ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და მეგობრებს „...
23/08/2026

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა! „საქართველოს მწვანეთა პარტია“ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და მეგობრებს „უკრაინის მწვანეთა პარტიას“ ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ და დაღუპულ გმირებს! ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოროტებაზე! @გამომწერები

21/08/2026

პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას უბედურებისკენ მიაქანებს!
„ქართული ოცნების“ ამ მავნე პოლიტიკამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და მიგვიყვანა მძიმე პოლიტიკურ ანარქიამდე! ქართული პოლიტიკა გადაიქცა პარტიებს შორის და პარტიების შიგნითაც ლანძღვისა და ურთიერთგანადგურების გულისამრევ პოლიგონად! ამ ანტიდასავლური რიტორიკითა და შიდა კლანური ომებით ხელისუფლებამ უმძიმესი საფრთხის წინაშე დააყენა როგორც ქვეყნის მომავალი, ისე ასიათასობით ჩვენი ემიგრანტი და აქ, მცხოვრები მათი ოჯახები, რომლებსაც ეს ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ინახავენ!
„მწვანეთა პარტია“ ყოველთვის ვამბობდით, რომ ქვეყნის მართვა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ცოდნას, პროფესიონალიზმსა და პატიოსნებას! ჩვენ არ ვმონაწილეობთ მათ გულისამრევ ომებში - დროა დასრულდეს ანარქიის ეპოქა და სახელმწიფო მართვის სადავეებთან განათლებული, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანები მოვიდნენ!
#ანარქია #იზოლაცია #ემიგრანტები #ოჯახები #პოლიტიკა #მწვანეთაპარტია #პროტესტი @გამომწერები

"საქართველოს მწვანეთა პარტია" გილოცავთ ფერისცვალებას! მისი მადლი და ძალა შეეწიოს თქვენს ოჯახს და სრულიად საქართველოს!ფერ...
19/08/2026

"საქართველოს მწვანეთა პარტია" გილოცავთ ფერისცვალებას! მისი მადლი და ძალა შეეწიოს თქვენს ოჯახს და სრულიად საქართველოს!
ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთა შორისაა. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. #ფერისცვალება #ქრისტიანობა #რელიგია #საქართველო @გამომწერები

18/08/2026

როდის დაიცლება საქართველოს რეგიონები და ვინ ჩაანაცვლებს ქართველებს?! ჩვენი უმძიმესი რეალობა!
მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფა საქართველოში დღეს კიდევ უფრო საგანგაშო მასშტაბებს იძენს - სანამ ჩვენი ხალხი, პროფესიონალები და განსაკუთრებით ახალგაზრდები მასობრივად გარბიან ქვეყნიდან, საქართველოში უძრავ ქონებას უმეტესად უცხოელები ეპატრონებიან! ამას ეძახიან ეროვნულ პოლიტიკას?!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ კვლავ ვაცხადებთ, რომ ქვეყნის მართვა უნდა ეფუძნებოდებოდეს მხოლოდ ჭეშმარიტ და არა მოჩვენებით პატრიოტიზმს, ცოდნასა და პროფესიონალიზმს! დროა დასრულდეს არაკომპეტენტურობის ეპოქა და სახელმწიფო მართვის სადავეები დაუბრუნდეს პროგრესულ, მოაზროვნე ადამიანებს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი დემოგრაფიული და ეროვნული მომავალი!
#დემოგრაფია #ემიგრაცია #შემოსევა #პოლიტიკა #პროფესიონალიზმი #მწვანეთაპარტია #პროტესტი @გამომწერები

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share