განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდი
The official page of the LEPL-National Center for Educational Quality Enhancement

🔷განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკრედიტაციის ახლადარჩეულ საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა ...
12/08/2026

🔷განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკრედიტაციის ახლადარჩეულ საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო ექსპერტებისთვის საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების გაცნობა.

🔹შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ძირითადი მახასიათებლები, ცენტრის სტრატეგიული განვითარების მიმართულებები და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.

🔹აკრედიტაციის ექსპერტები დეტალურად გაეცნენ სამართლისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების თავისებურებებს, დარგობრივი მახასიათებლების გამოყენების პრაქტიკას, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის პრინციპებს, ასევე ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის, დასკვნის მომზადებისა და აკრედიტაციის საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს.

🔹შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აკრედიტაციის პროცესში არსებულ პრაქტიკულ მაგალითებზე. კერძოდ, ცენტრის გამოცდილმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ახლადარჩეულ კოლეგა ექსპერტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

🔹სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსზე, ექსპერტთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტებზე, ერთობლივი და სადოქტორო პროგრამების შეფასების სპეციფიკაზე, ასევე სადოქტორო განათლებაში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის შეფასების თავისებურებებზე.

🔹განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს Erasmus+-ის პროექტის - ETHICS - ფარგლებში შემუშავებული MOOC-ის პლატფორმა გააცნეს.

🔹განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტებში, ერთი მხრივ, ადგილობრივი უმაღლესი განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ერთიანი, გამჭვირვალე და ობიექტური მიდგომების დანერგვას.

09/08/2026
30/07/2026

საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს — საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას.

საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების — ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.

საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
✔️ განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
✔️ კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება;
✔️ ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
✔️ რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
✔️ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს.

შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.

ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა.

უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. ახალი მოდელის დანერგვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება — სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, უნივერსიტეტების კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ.

დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.

დაფინანსების ახალ მოდელზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი სისტემაში არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, პროექტის — „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი — საქართველო I2Q (WB)“ — ფარგლებში შემუშავდა.

Address

მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N 2
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322022121

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი:

Shortcuts

Share