საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ივანე ჯავახიშვილის N60

🔹საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდ...
01/09/2026

🔹საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

🔹ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101984?active=1

🔹ადმინისტრაციული და არქივის სამსახურის სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101981?active=1

🔹სტაჟირების მსურველმა პირებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე: https://vacancy.hr.gov.ge/

28/08/2026
30/07/2026

🔷 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

🔹 ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის.

🔹 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მე-10 წელია, კვლავ უმაღლეს საფეხურზეა; სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

🔹 საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

🔹 ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიების, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებულ სემინარს დაესწროსემინარის ფარგლებში ...
11/07/2026

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებულ სემინარს დაესწრო

სემინარის ფარგლებში ნოტარიუსებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელთან ერთად განიხილეს სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსრულების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული და სამართლებრივი საკითხები, მათ შორის – აღსრულების დაწყების საფუძვლები, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლებები და მოვალეობები, ასევე პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

სემინარის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა ნოტარიუსთა პროფესიული განვითარების, უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რაც სამართლებრივი მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

პროფესიული გამოცდილების გაზიარება და აქტუალური სამართლებრივი საკითხების განხილვა ხელს უწყობს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სანოტარო მომსახურების უზრუნველყოფას.

ნოტარიუსთა პალატა მომავალშიც განაგრძობს პროფესიული განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

25/06/2026

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ნოტარიუსთა პალატა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category