04/09/2026
🔸ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად.
🗣️ „ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ ფართობზე უკვე მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები, რაც ითვალისწინებს ტერიტორიიდან ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების გატანას. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
🔸საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების მდგომარეობის შესწავლისას, სატყეო ენტომოლოგებმა ფიჭვის ხეების ხმობისა და დაზიანების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
🔸კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიჭვების დასუსტების ძირითად მიზეზს 2023 წელს ძლიერი სეტყვის შედეგად მიღებული დაზიანებები წარმოადგენს. დაზიანებულმა და დასუსტებულმა ხეებმა შემდგომ წლებში სრულად აღდგენა ვერ შეძლეს.
🔸ამ ეტაპზე მასობრივი მავნებელ-დაავადების გავრცელების გამომწვევი ფაქტორი არ გამოვლენილა. თუმცა, დასუსტებულ ხეებზე დაფიქსირდა ფიჭვის დიდი და პატარა მებაღის (Tomicus piniperda, Tomicus minor) სასვლელები.
🔸ტერიტორია სპეციალისტების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ რჩება. სანიტარიული ჭრების დასრულების შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებებს განახორციელებს.
🔸The National Forestry Agency is conducting sanitary logging in the Sachkhere forestry district to improve the sanitary condition of pine cultures. The measure involves removing dead and severely damaged trees from the area, which is important for improving the health of the pine plantations, as well as reducing the risk of pests spreading and forest fires.
➡https://forestry.gov.ge/En/News/Details/1381/