ხონის კულტურის ცენტრი

ხონის კულტურის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხონის კულტურის ცენტრი, Tbilisi.

03/09/2026

#მესტია და #Ჩვენ

🎭☀️      თოჯინები ზღვისპირეთში _ ხელოვნება, რომელიც გულებს აერთიანებს☀️🎭     7 სექტემბერს ქობულეთᲨი საზეიმოდ გაიხსნება თ...
03/09/2026

🎭☀️ თოჯინები ზღვისპირეთში
_ ხელოვნება, რომელიც გულებს აერთიანებს☀️🎭

7 სექტემბერს ქობულეთᲨი საზეიმოდ გაიხსნება თოჯინების თეატრების ფესტივალი „მზიანი საქართველო“ _ ეს იქნება ფერადი, ჯადოსნური და განსაკუთრებული დღეები, სადაც ზღაპრები სცენიდან რეალურ სამყაროში გადმოვა✨
10 სექტემბერს კი, ურეკში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ფესტივალის ყველა მონაწილის საფესტივალო გამოსვლა🌊🎭
ამ დიდ თეატრალურ დღესასწაულში განსაკუთრებული სიხარულით მონაწილეობს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრიც❤️
ჩვენი მსახიობები და თოჯინები ხონიდან ულამაზეს ფესტივალზე მიემგზავრებიან, რათა თავიანთი ზღაპარი, ემოცია და სიყვარული მაყურებელს გაუზიარონ 🥰🎪
მობრძანდით ურეკში 10 სექტემბერს,
სადაც გელოდებათ ფერადი სანახაობა, ზღაპრული პერსონაჟები, ღიმილი და თეატრის ის ჯადოსნური სამყარო, სადაც შეუძლებელი არაფერია✨🎭☀️
ფესტივალის დახურვა და დაჯილდოვება გაიმართება 11 სექტემბერს...
#მზიანისაქართველო
#თოჯინებისთეატრებისფესტივალი
#ხონისკულტურისცენტრი
#ხონისთოჯინებისთეატრი
#ხონი
#ურეკი
#ქობულეთი
#თოჯინებისთეატრი
#თეატრიაერთიანებს
#კულტურაერთიანებს
#ფესტივალი2026

მესტიაში მოგზაურობისას თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობასთან, დაგეგმილი თუ უმარშრუტო ხეტიალის პარარელურად ადგილობრივი ისტორიის...
27/08/2026

მესტიაში მოგზაურობისას თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობასთან, დაგეგმილი თუ უმარშრუტო ხეტიალის პარარელურად ადგილობრივი ისტორიის გაცნობაც დაგვჭირდა. გაცნობა თუ არა შეხსენება მაინც. ამისთვის კი, მუზეუმი შესანიშნავი ადგილი გახდა.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მესტიაში მდებარეობს. იგი 1936 წელს დაარსდა და 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.
თუ მესტიაში ვიზიტისას სხვადასხვა ინტერესის ადამიანებთან ერთად მოხვდი, მუზეუმში მისთვის საინტერესოს ყველა აღმოაჩენს _ იქნება ეს ხატწერით დაინტერესებული, საომარი აღჭურვილობით, უძველესი მონეტებით გატაცებული თუ სპილენძისა და ვერცხლის სამკაულებით.
მუზეუმში მუდმივი და მრავალფეროვანი 4090 ექსპონატის დაათვალიერებას შეძლებ. აქ მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. ასევე წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენებს ეთმობა. მუდვმივ საგამოფენო სივრცეებში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები – IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები
მესტიის მუზეუმში აღსანიშნავია VI საუკუნის სირიელი ბრინჯაოს ცენზორები, X-XI საუკუნის რელიქვიები და პერგამენტებზე დამზადებული უძველესი ხელნაწერები. ასევე XII საუკუნის ვერცხლის სასანიდი გრაფინი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII საუკუნის ვენეციური, ე.წ. დეკორატიული ჯვარი, რომელიც ცნობილია როგორც "ჯვარი ქვებით" და ქართული, სირიული, ბიზანტიური და ევროპული ხელოვნების სხვა მაგალითები.
მუზეუმის სიამაყე ქართული ხელნაწერების უმდიდრესი კოლექციაა. მათ შორის, "ადიშის ოთხთავი’’, უძველესი დათარიღებულ სახარებებს შორის (897), " იერუსალიმის კანონარი "(X საუკუნე)," მესტიის ოთხთავი " (1033) და ახალი აღთქმის სხვა უძველესი გამოცემები: ხელნაწერი ლაბსკალდისა და იენაშის სახარებები შტამპიანი ყდებით, ქართული ხელოვნების სხვა შტამპიანი და თვალწარმტაცი მაგალითები. აღსანიშნავია სიდიჰანის ხატი, რომელშიც მოთავსებულია გოლგოთას ჯვრის ნაჭერი და რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ზემო სვანეთში ' სოფელ ადიშში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიხედვით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატებს შორისაა: დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ) მონეტა - დრამა, ადიშის ოთხთავი - 897 წ. ასომთავრული. ეტრატი, 40 სებასტიელი მოწამის ხატი - XII ს., კიდობანი - კიდობანი, XIX ს. ხე და თხილამურები - XIX ს. ხე, თოკი.
#პროფკავᲨირები💙💙

შემეცნებითი ვოიაჟი სვანეთში 🏔️   იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სვანეთში,...
27/08/2026

შემეცნებითი ვოიაჟი სვანეთში 🏔️

იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სვანეთში, შემეცნებითი ვოიაჟით.
მოგზაურობის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს სვანეთის უნიკალური კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, გაეცნენ რეგიონის ტრადიციებს, არქიტექტურასა და ულამაზეს ბუნებას.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჰეშკილის კოშკების მონახულებამ, მუზეუმებმა და სვანეთის მთების ულამაზესმა ხედებმა 🏔️✨
მსგავსი შემეცნებითი მოგზაურობები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, დაფასება და პოპულარიზაცია.
ხონის კულტურის ცენტრი _ კულტურა, განათლება, მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები ერთად! ❤️
#ხონისკულტურისცენტრი #იპოლიტეხვიჩიასსახელობის #შემეცნებითივოიაჟი #სვანეთი #მესტია #ჰეშკილი #ჰეშკილისკოშკები #კულტურულიმემკვიდრეობა #საქართველოსმემკვიდრეობა #მოგზაურობა #შემეცნება #კულტურა #ხონი #იმერეთი #საქართველო #ერთადვიცნობდეთსაქართველოს

05/08/2026

🎭 4 აგვისტოს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრში გაიმართა პაატა გულიაშვილის Comedy თეატრის სპექტაკლი „იქაური აქაურები“.
წარმოდგენა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეძღვნებოდა, მაყურებელმა დიდი სიყვარულით მიიღო.
იუმორთან ერთად, სპექტაკლმა ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა სამშობლოს მონატრება, ქართული სითბო და ის უხილავი ძაფი, რომელიც ქართველებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აერთიანებს.
მადლობა მსახიობებს, მაყურებელსა და ყველას, ვინც ეს საღამო ფიქრად აქცია ❤️🇬🇪

04/08/2026

ძვირფასო ხონელებო და სტუმრებო,

4 აგვისტოს, 17:00 საათზე, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრი გიწვევთ პაატა გულიაშვილის Comedy თეატრის წარმოდგენაზე — „იქაური აქაურები“.
გელოდებათ მხიარული განწყობა, ბევრი იუმორი, დაუვიწყარი ემოციები და საღამო, რომელიც კარგ ხასიათს აუცილებლად დაგიტოვებთ.

📅 4 აგვისტო 🕔 17:00 საათი 📍

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაატაროთ სასიამოვნო საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად!
გელოდებით! 🎭😊
დასწრება Თავისუფალია...
ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

3 აგვისტოს კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში    "საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავ...
03/08/2026

3 აგვისტოს კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში
"საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით"
შეხვედრა.გაიმარᲗა.
მომხსენებლები: მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან მამასახლისი - “ქართული ჰაგიოგრაფია”
ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე - “წმინდა ნინო - დედა ქართლისა”.

ვულოცავთ      ბატონ რომან ღაღანიძეს                 85 წლის იუბილეს!   ბატონი რომანი მრავალი წლის განმავლობაში ხონის სახ...
03/08/2026

ვულოცავთ
ბატონ რომან ღაღანიძეს
85 წლის იუბილეს!
ბატონი რომანი მრავალი წლის განმავლობაში ხონის სახალხო სასულე ორკესტრის ღირსეული წევრი იყო.
თავისი ნიჭით, პროფესიონალიზმითა და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ისტორიაში.
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სიმშვიდეს და კიდევ მრავალ სიხარულით სავსე წელს!
🎶 მადლობა იმ წლებისთვის, რომლებიც ქართული მუსიკაᲨი სამსახურს მიუძღვენით!

ხონის კულტურის ცენტრი

02/08/2026

🎉 დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი ცენტრის უნიჭიერეს მხატვარს, მსახიობსა და თოჯინების თეატრის რეჟისორს მამუკა ოკუჯავას!

ბატონო მამუკა, თქვენ ხართ ნიჭის, ადამიანობის, თავმდაბლობისა და ერთგულების გამორჩეული მაგალითი❤

თქვენი შემოქმედება, პროფესიონალიზმი და სიკეთე ყოველდღიურად ამდიდრებს ჩვენი ცენტრის ცხოვრებას❤

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, შემოქმედებით წარმატებებს, ახალ მიღწევებსა და სიყვარულით სავსე წლებას!
გილოცავთ დაბადების დღეს! 🎂🎨🎭

31/07/2026

ა ნ ო ნ ს ი

ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15 საათზე, ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში
"საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით"
იქნება შეხვედრა.
მომხსენებლები: მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან მამასახლისი - “ქართული ჰაგიოგრაფია”
ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე - “წმინდა ნინო - დედა ქართლისა”.

დასწრება თავისუფალია

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხონის კულტურის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share