საავტომობილო გზების დეპარტამენტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საინფორმაციო: 0322370508; ცხელი ხაზი: 0322313076 საინფორმაციო ნომერი: 0322370508

31/07/2026

🏗️ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს

🔵 პროექტის მიზანია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მაღალმთიანი საავტომობილო გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. გაიზრდება თუშეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოება, საიმედოობა და კომფორტი, რაც რეგიონში მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო გაამარტივებს

🔵 ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი მოიცავს გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი და წყალამრიდი სისტემების, ასევე ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განახლებას, გზის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებასა და უსაფრთხოების მიზნით ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას

🔵 პროექტი რვა მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ხუთ მონაკვეთზე, რაც 49.18 კილომეტრის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების საერთო ღირებულება 73.7 მილიონ ლარზე მეტია

🔵 პირველი 22.5 კილომეტრი ასფალტის საფარით მოეწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, არსებული რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, შენარჩუნდება გრუნტის საფარი, თუმცა სრულად აღდგება დაზიანებული უბნები და გაუმჯობესდება გზის გეომეტრიული და უსაფრთხოების პარამეტრები

🔵 ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, საგზაო საფუძვლის მოწყობა და გზის გაგანიერებისთვის ფერდების ექსკავაციის სამუშაოები

🔵 ფშაველი–აბანო–ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება, აბანოს უღელტეხილს კვეთს და ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია გაყვანილი და ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილზე გადის. რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, გზაზე მოძრაობა წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 4–5 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი. შესაბამისად, შეზღუდულია საგზაო სამუშაოების პერიოდიც

🔵 ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის დასრულება 2026–2027 წლებში ეტაპობრივად იგეგმება

🏗️ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მ...

🟨თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება🟦„თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალ...
29/07/2026

🟨თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

🟦„თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი გახდება უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული. ჩვენი მიზანია, მსგავსი სტიქიური მოვლენების რისკები მომავალში მაქსიმალურად შევამციროთ. პროექტის ფარგლებში შეფასდება ხევის მიმდებარედ არსებული ნაგებობების მდგომარეობაც. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს საფრთხის არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის გამოსყიდვა ან მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა

🟩მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო

👉იხილეთ ვრცლად: https://s.moi.gov.ge/PY635

🏗️ საჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ...
29/07/2026

🏗️ საჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17 კმ-იან მონაკვეთს

🔵 გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს

🔵 სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში გადის, გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. ახალი პროექტი კი სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას

🔵 პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა

🔵 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26,2 მლნ.ლარამდე ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება

🔵 საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კ...
28/07/2026

🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

🔴 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვ...
27/07/2026

🔴 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), მიმდინარეობს სავალი ნაწილის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე ამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება და სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფელის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით

27/07/2026

🏗️ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

🔵 პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

🔵 სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

🏗️ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) ...
27/07/2026

🏗️ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

🔵 პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

🔵 სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

27/07/2026
24/07/2026

🏗️ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის საავტომობილო გზის 4.3 კმ-იან (კმ1-კმ4.3) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

🔵 პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, თვალამრიდები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება

🔵 აღნიშნული მონაკვეთი არის ჩიხი ძველ, თბილისი-სენაკი ლესელიძის გზაზე და ახალი გზა კვეთს ამ მონაკვეთს. გზის განახლება მიმდებარედ მცხოვრები მოსახელოებისთვის კეთდება, რათა გადაადგილება კომფორტილად და უსაფრთხოდ შეძლონ

🔵 სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია აგვისტოს ბოლოსთვის

Address

12 Al. Kazbegi Avenue
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322313076

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საავტომობილო გზების დეპარტამენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საავტომობილო გზების დეპარტამენტი:

Shortcuts

Share