იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

  • Home
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, Government Organization, ძმები ზუბალაშვილების N32, .

მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდაიუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთ...
27/08/2026

მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს შენობაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის არსებული ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობა, ასევე სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკა, უსაფრთხოების მოთხოვნები და მოქალაქეებისთვის, სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო და მომსახურების გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობა.
აღნიშნულის საფუძველზე დეპარტამენტის მიერ მომზადდა შესაბამისი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ისე შენობის ინტერიერში კომპლექსური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
სასამართლოს შენობის სახურავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზიანებული იყო, რის შედეგადაც ატმოსფერული ნალექი შენობაში აღწევდა და აზიანებდა შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურას. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სახურავი, გამაგრდა ხის კონსტრუქციები და მოწესრიგდა წყალგადამყვანი სისტემა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა და უზრუნველყოფილ იქნა მისი სათანადო და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის შესაბამისი პირობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლოს შენობის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. შეიცვალა შენობის ცენტრალური შესასვლელი კარი და იგი ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში დემონტაჟდა არსებული ძველი პორტალი და სასამართლოს ძირითადი შესასვლელი კიბე. აღნიშნულ სივრცეში მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაქანი და პანდუსი.
სამუშაოები განხორციელდა სასამართლოს უსაფრთხოების სისტემების მიმართულებითაც. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე ხანძრის ავტომატური აღმოჩენისა და განგაშის, საავარიო და საევაკუაციო სისტემები. ხანძრის ან სხვა საგანგებო ვითარების შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინება სასამართლოს პერსონალს მიეწოდება როგორც SMS-შეტყობინების, ისე სატელეფონო ზარის საშუალებით. მოეწყო სახანძრო ჰიდრანტის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ზრდის შენობის უსაფრთხოების ხარისხს.
სარეაბილიტაციო პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა საბადრაგო სივრცის სრულად განახლება და მისი თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. რეაბილიტირებული საბადრაგო სივრცე აღიჭურვა ანტივანდალური სანათებით, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოსაცდელ საკნებში მოეწყო სკამები. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს როგორც სივრცის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ისე მისი ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად მოწყობას.
სასამართლოს შენობაში სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობის სისტემა და ინტერნეტქსელი და მოეწყო თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა სასამართლოს შიდა სივრცეები. გარემონტდა სამუშაო ოთახები, სხდომათა დარბაზები და დერეფნები. ასევე მოეწყო საარქივო სივრცე, რაც სასამართლოში დოკუმენტაციის სათანადო პირობებში განთავსებისა და შენახვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, შესაბამისად მნიშვნელოვნად გააუმჯობესდა როგორც სასამართლოს თანამშრომლების სამუშაო პირობები, ისე მოქალაქეებისთვის სასამართლო მომსახურების მიღების გარემო.
კეთილმოეწყო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და ეზო, მოწესრიგდა და განახლდა შემომსაზღვრელი ღობეები. სასამართლოს იდენტობისა და ვიზუალური იერსახის გაუმჯობესების მიზნით, პორტალზე მოეწყო განათებული სიმბოლიკა-სახელმწიფო გერბი და შესაბამისი წარწერები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეაბილიტირებული სასამართლოს შენობის შესაბამისი ავეჯითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესი.
განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სასამართლოს შენობის ტექნიკური და ფუნქციური მდგომარეობა, ამაღლდა უსაფრთხოების სტანდარტები, მოწესრიგდა სამუშაო და მომსახურების სივრცეები და შეიქმნა სასამართლოს საქმიანობისთვის, ასევე მოქალაქეთა მომსახურებისთვის შესაბამისი, თანამედროვე და სათანადო პირობები.

ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მაგისტრატ სა...
24/07/2026

ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მაგისტრატ სასამართლოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში შეფასდა სასამართლოში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ხობის მაგისტრატ სასამართლოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, გარემონტდა სასამართლო სხდომის დარბაზი, სამუშაო კაბინეტები და მოქალაქეთა მისაღები სივრცე, განახლდა შენობის წინა ფასადი, ასევე განხორციელდა სასამართლოს საინჟინრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები.

მიმდინარე ეტაპზე დასრულდა სასამართლოს დამოუკიდებელი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემა. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ტექნიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მოეწყო დამოუკიდებელი საკანალიზაციო სისტემა, აშენდა საკანალიზაციო ჭა, შესრულდა ყველა აუცილებელი სამუშაო. შედეგად, სასამართლოს საკანალიზაციო სისტემა გამოეყო საერთო ქსელს, რაც უზრუნველყოფს მის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

განხორციელებული სარეაბილიტაციო და საინჟინრო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სასამართლოს ინფრასტრუქტურული გარემო, შეიქმნა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული სამუშაო და მომსახურების სივრცე, რაც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებასა და მოქალაქეთათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს სასამართლოს მიმდინარე საჭიროებებზე და განიხილეს მომდევნო ეტაპზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც სასამართლოს ინფრასტრუქტურული გარემოს შემდგომ გაუმჯობესებასა, თანამშრომლებისა და მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

Address

ძმები ზუბალაშვილების N32

0108

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your organization to be the top-listed Government Service?

Share