რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს აღნიშნავენდღ...
01/09/2026

შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს, შიიტი მუსლიმები ერთდროულად აღნიშნავენ ორ დღესასწაულს, წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს, რომელიც ტრადიციის მიხედვით დაიბადა ქალაქ მექაში 571 წელს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ჯაფარიანთა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის დაფუძნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულებს და უსურვებს მათ სიკეთეს, მშვიდობას და წარმატებას.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა მარიამობა კახში იზეიმეს      28 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ავტოკ...
28/08/2026

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა მარიამობა კახში იზეიმეს 28 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მარიამობა კახში ჩვენს თანამემამულეებთან ერთად განსაკუთრებულად აღინიშნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. წირვას ადგილობრივ მრევლთან და აზერბაიჯანში აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებთან ერთად საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - ვლადიმერ მაჭარაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე თეოდორემ ადგილობრივ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, კათოლიკოს-პატრიარქის მოკითხვა, ლოცვა-კურთხევა, მილოცვა გადასცა და მარიამობის დღესასწაულის შესახებ იქადაგა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა მეუფე თეოდორეს, სხვა სასულიერო პირებს, ქართული დელეგაციის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მაია თაბაგარსა და აზერბაიჯანში აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებს ვიზიტის განხორციელებაში გამოვლენილი მხარდაჭერისთვის. "რაც ყველაზე მთავარია მივესალმები ადგილობრივებს, ქართველებს, რომლებიც დღეს აქ დგახართ და ინარჩუნებთ ქართველობას და ქრისტიანობას" - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ. მან მართლმადიდებელ ქართველებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. "მადლობა ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებით. ყოველთვის გიორგობის დღესასწაულზე მიწევდა კახში ჩამოსვლა და მარიამობას დღეს თქვენთან ერთად პირველად ვარ და ამ წმინდა ტაძარში ვეზიარე თქვენთან ერთად. მე მჯერა და მწამს, რომ დღევანდელი დღის ძალა და მადლი არა მარტო თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს და ქრისტიანს შეეწევა, ეს საფუძველი იქნება კიდევ უფრო კარგი ნაბიჯების გადადგმის. როგორც მეუფემაც ბრძანა, გუშინ ოფიციალური შეხვედრა გვქონდა ბაქოში, რელიგიის კომიტეტში და უკვე დაიწყო პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. აქ ესწრება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ისევე როგორც რელიგიის კომიტეტს, ჩვენს კოლეგა უწყებას ბაქოში. ბუნებრივია გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და გვაქვს იმედი და პერსპექტივა, რომ უკვე დამდეგ გიორგობას უფრო დიდი შემადგენლობით ჩამოვიდეთ, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩამოსვლა და არა მხოლოდ გიორგობის დღესასწაულზე, არამედ სხვა დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებზეც განხორციელდეს ვიზიტები" - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ. მან ასევე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის მომავალ ვიზიტზე კახის რაიონში და მეუფე თეოდორესა და საპატრიარქოს ქართული სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში. დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს ასევე სიტყვით მიმართეს და მარიამობის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

28/08/2026

ქართული დელეგაცია მარიამობას კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეხვდა

საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტ...
28/08/2026

საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ მაჭარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო ჯგუფის " ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, შეიხი ფაიგ ნაბიევი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მდივანი ოქტაი ისაევი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუნდუზ ისმაილოვთან და კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ურთიერთობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის განმტკიცებისა და ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლის სურვილი გამოხატეს.

დღეს მარიამობაა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღერელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტ...
27/08/2026

დღეს მარიამობაა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღე
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია.
ქრისტიანული რწმენით, გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალული დედაღვთისა მესამე დღეს უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღამაღლა, ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის აღყვანებას ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამადის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენდღეს, სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწ...
24/08/2026

სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამადის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ
დღეს, სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის“. ტრადიციის მიხედვით, მუჰამადი დაიბადა 571 წელს მექაში. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამადის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მუჰამადის ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.

მართლმადიდებლები ფერისცვალებას ზეიმობენსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტ ქრისტიანუ...
19/08/2026

მართლმადიდებლები ფერისცვალებას ზეიმობენ

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, უფლის ფერისცვალებას აღნიშნავს. იგი უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა, ღრუბლიდან კი მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“. ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანებას მაცხოვრის ფერისცვალებას ულოცავს. ა...
19/08/2026

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანებას მაცხოვრის ფერისცვალებას ულოცავს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა.

რელიგიის სააგენტო სომხურ ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავსრელიგიის საკითხთა სახელმწიფო სა...
16/08/2026

რელიგიის სააგენტო სომხურ ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს.
მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, გაბრიელ მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ზეცად აღყვანებას აღნიშნავენსაქართველოს კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლი...
15/08/2026

კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ზეცად აღყვანებას აღნიშნავენ
საქართველოს კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
ხვალ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები თბილისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღესასწაულს იზეიმებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მარიამობას ულოცავს ყველა კათოლიკეს.

Address

პავლე ინგოროყვას 7
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues:

Shortcuts

Share