Tech Park Georgia

Tech Park Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახმეტა
თელავი
გურჯაანი
კასპი
ოზურგეთი
ზუგდიდი
ბათუმი
(1)

🤖 რობოტიკისა და ავტომატიზაციის ლაბორატორია თბილისსა და ქუთაისში შეიქმნება!🦾 მონაწილეები პრაქტიკულად იმუშავებენ თანამედრო...
01/09/2026

🤖 რობოტიკისა და ავტომატიზაციის ლაბორატორია თბილისსა და ქუთაისში შეიქმნება!

🦾 მონაწილეები პრაქტიკულად იმუშავებენ თანამედროვე რობოტებთან:

• Unitree G1 Edu
• Unitree Go2 Edu
• Unitree Z1 Pro Arm
• Unitree D1 Servo Arm
• Niryo Ned2
• PadBot X3

⚙️ პროგრამა მოიცავს რობოტებთან უშუალო პრაქტიკულ მუშაობას: მოძრაობის, მანიპულაციის, სხვადასხვა ამოცანის შესრულების, სერვისული ფუნქციებისა და ავტომატიზაციის სცენარების მიმართულებით.

💻 პროგრამა განკუთვნილია 16 წელს ზემოთ დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ რობოტიკა, პროგრამირება, AI, ავტომატიზაცია და პრაქტიკული ტექნოლოგიური პროექტები.

📚 სასურველია Python-ისა და Linux-ის საბაზისო ცოდნა, ლოგიკური და ალგორითმული აზროვნება და ტექნიკური ინგლისურის გაგების უნარი.

📅 პროგრამა დაიწყება 5 ოქტომბრის კვირაში

📅 ხანგრძლივობა: 6 კვირა

🗓 გრაფიკი: კვირაში 2 დღე

⏱ ხანგრძლივობა: 4 საათი დღეში (სულ 48 საათი)

✨ თუ გინდა იმუშაო რეალურ რობოტებთან და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, ეს პროგრამა შენთვისაა!

👉 დარეგისტრირდი აქ: https://apps.mygita.ge/zs/qrBB0y

🤖 ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მისი გამოყენება სულ უფრო ფართოვდება განათლებაში, ბიზნე...
28/08/2026

🤖 ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მისი გამოყენება სულ უფრო ფართოვდება განათლებაში, ბიზნესში, დიზაინში, ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებში.

💡 თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიის არსებობა, არამედ იმის ცოდნა, თუ როგორ გამოვიყენოთ ის სწორად და კონკრეტული მიზნისთვის.

🚀 სწორედ ამიტომ, ოზურგეთის ტექნოპარკში დაგეგმილ ღონისძიებებზე მონაწილეები გაეცნობიან Prompt Engineering-ს, Vibe Coding-ს და AI-ის გამოყენების პრაქტიკულ შესაძლებლობებს იდეების განვითარებისა და რეალურ პროექტებად გარდაქმნისთვის.

🧠 შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან იმას, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ახალი იდეების შესაქმნელად, პრობლემების გადასაჭრელად და საკუთარი შესაძლებლობების გასავითარებლად.

📍 ოზურგეთის ტექნოპარკში საინტერესო შეხვედრები და პრაქტიკული გამოცდილება გელოდებათ.

📢 რეგისტრაცია მალე დაიწყება. თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს!

27/08/2026

🔍 რა ხდება, როცა 8 000-წლიანი ღვინის ტრადიცია თანამედროვე ტექნოლოგიებს ხვდება?

🍷 WINECUBATOR - პირველი ღვინის ინკუბატორი საქართველოში იწყება.

💫 რეალური ინდუსტრიული გამოწვევები, ახალი ტექნოლოგიური იდეები და გზა იდეიდან რეალურ პროდუქტამდე.

👥 იმუშავე სფეროს ექსპერტებთან ერთად, განავითარე შენი გადაწყვეტა და გამოსცადე ის რეალურ გარემოში.

📝 დაელოდე რეგისტრაციის გახსნას.

🚀ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის "25 000 ლარამ...
27/08/2026

🚀ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

🌎აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე საშუალება აქვთ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები, რომელთაც სპეციალურად პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

📍2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში და ჯამში 24 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

🖇️რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/flewb

🚀 გაიცანით Veliora, სტარტაპი სენაკის ტექნოპარკიდან, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში ყოველდღიური პროცესების გამარტივებაზე მუშა...
26/08/2026

🚀 გაიცანით Veliora, სტარტაპი სენაკის ტექნოპარკიდან, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში ყოველდღიური პროცესების გამარტივებაზე მუშაობს.

💡 Veliora ქმნის ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც დისპეტჩერებს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ტვირთების მოძიებაში, შედარებასა და შეფასებაში ეხმარება. მიზანია, ნაკლები დრო დაიხარჯოს ინფორმაციის დამუშავებაზე და მეტი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას.

🤝 სტარტაპის შექმნა სამი თანადამფუძნებლის მრავალწლიან თანამშრომლობასა და სხვადასხვა პროექტზე დაგროვილ გამოცდილებას უკავშირდება.

💰 2026 წელს Veliora-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონული საგრანტო პროგრამის ფარგლებში 25 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. გრანტი პლატფორმის განვითარებასა და საპილოტე ვერსიის რეალურ გარემოში გამოცდას მოხმარდება.

🌱 გუნდის შემდეგი მიზანი Veliora-ს სატვირთო გადაზიდვების რეალურ ოპერაციებში გამოცდა და მისი ყოველდღიურ სამუშაო ინსტრუმენტად განვითარებაა.

📍 კიდევ ერთი ტექნოლოგიური იდეა, რომელიც სენაკის ტექნოპარკიდან იწყებს განვითარებას!

🌱 ერთი იდეა, რომელიც კასპის ტექნოპარკში დაიწყო, დღეს უკვე საერთაშორისო სცენაზე საქართველოს სახელით იდგა.🚀 BIONOVA ქმნის ...
25/08/2026

🌱 ერთი იდეა, რომელიც კასპის ტექნოპარკში დაიწყო, დღეს უკვე საერთაშორისო სცენაზე საქართველოს სახელით იდგა.

🚀 BIONOVA ქმნის მოდულურ ბიოდიჯესტერებს, რომლებიც ფერმერებს ორგანული ნარჩენების ბიოგაზად, ელექტროენერგიად და მაღალი ღირებულების ბიოსასუქად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს.

💡 სისტემები აღჭურვილია IoT აპლიკაციითაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია წარმოების პროცესის, მოცულობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის დისტანციურად, რეალურ დროში მონიტორინგი.

🌍 BIONOVA-ს განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი კასპის ტექნოპარკში განხორციელებული პროექტი „სოციალური მეწარმეობის ინკუბატორი“ იყო. სწორედ აქ დაიწყო გუნდის სტარტაპის ისტორია, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო წარმატებებით გრძელდება.

🏆 ბრემენში გამართულ Young Entrepreneur Summit-ზე BIONOVA 100-ზე მეტ სტარტაპს შორის TOP 9 ფინალისტში მოხვდა და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.

⚡ SET Award 2026-ზე კი BIONOVA მსოფლიოს 80-ზე მეტ გამორჩეულ cleantech და ენერგეტიკულ სტარტაპს შორის შეირჩა და საერთაშორისო სცენაზე საქართველოს წარმოადგენდა.

💰 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება Eco-Innovation Challenge-ში გამარჯვებაა, რომლის შედეგადაც გუნდმა $100,000-ის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

✨ BIONOVA-ს ისტორია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სწორი გარემოს, ცოდნას და მხარდაჭერას შეუძლია იდეა რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტად აქციოს და საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანოს!

24/08/2026

💡 გაქვს იდეა, რომლის განვითარებაც გსურს?

🚀 ახმეტის ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო ცოდნა და შენი იდეა რეალობად აქციო!

🤖 ტექნოპარკში დაგხვდება თანამედროვე დანადგარები, რობოტები და შემოქმედებითი სამუშაო სივრცეები, რომლებიც შესაძლებლობას გაძლევს, ტექნოლოგიები საფუძვლიანად შეისწავლო.

🛠️ აქ შეგიძლია იმუშაო საკუთარ პროექტებზე, განივითარო ახალი უნარები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.

✨მოდი ახმეტის ტექნოპარკში და აღმოაჩინე შესაძლებლობები, რომლებიც შენი იდეის განვითარებაში დაგეხმარება!

21/08/2026

🚀 AI მხოლოდ კითხვებზე პასუხების მიღება არ არის - ის ინსტრუმენტია, რომლის სწორად გამოყენებაც უნდა იცოდე!

შემოგვიერთდი AI & Prompt Engineering Workshop-ზე და პრაქტიკაში გაიგე, როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი რეალური ამოცანების გადასაჭრელად.

🤖 გამოცადე სხვადასხვა AI ინსტრუმენტი
💬 ისწავლე ეფექტური Prompt-ების შექმნა და გაუმჯობესება
🔎 გაიგე, როგორ გადაამოწმო AI-ის პასუხები და რატომ არ უნდა ენდო მას ბრმად
⚡ გამოიყენე AI სწავლისა და ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად
🛠️ შექმენი საკუთარი მინი-პროექტი

აქ ნაკლები თეორია და მეტი პრაქტიკაა - AI-ის გამოყენებას უშუალოდ მუშაობის პროცესში ისწავლი.

📍 ოზურგეთის ტექნოპარკი
📅 5-6 სექტემბერი

👉 მზად ხარ, AI უბრალოდ კი არ გამოიყენო, არამედ მართო? დარეგისტრირდი:

https://apps.mygita.ge/zs/CxBRE7

🔧 რა მოხდება, თუ ელექტრონიკას უბრალოდ კი არ ისწავლი, არამედ  თავად ააწყობ?კასპის ტექნოპარკში იწყება FAB School-ის 1-თვია...
20/08/2026

🔧 რა მოხდება, თუ ელექტრონიკას უბრალოდ კი არ ისწავლი, არამედ თავად ააწყობ?

კასპის ტექნოპარკში იწყება FAB School-ის 1-თვიანი პრაქტიკული კურსი - „Arduino-ს საფუძვლები და პრაქტიკული ელექტრონიკა“ - 12-14 წლის მოზარდებისთვის.

აქ სწავლა იწყება არა წიგნიდან, არამედ პირველი სქემის აწყობიდან.
მოსწავლეები თავად შეაერთებენ კომპონენტებს, დაწერენ კოდს, გამოსცდიან იდეებს, იპოვიან შეცდომებს და ბოლოს - საკუთარი პროექტიც ექნებათ.

💡 რას შეძლებს მოსწავლე კურსის ბოლოს?

🔌 ააწყობს ელექტრონულ სქემებს Arduino UNO-ს, სენსორებისა და სხვა კომპონენტების გამოყენებით;
💻 დაწერს პროგრამებს და ისწავლის, როგორ „ელაპარაკოს“ კოდი მოწყობილობას;
📡 შექმნის სისტემებს, რომლებიც სინათლეს, მოძრაობასა და მანძილს აღიქვამს;
🧠 ისწავლის პრობლემის აღმოჩენას, შეცდომის პოვნასა და გამოსწორებას;
🏆 გუნდთან ერთად შექმნის და წარადგენს საკუთარ საბოლოო პროექტს - მაგალითად, ჭკვიან განათებას, სიგნალიზაციას ან Smart Plant Monitor-ს.

ეს არის Learning by Doing - სწავლა მოქმედებით, ექსპერიმენტით და საკუთარი ხელით შექმნით.

📍 კასპის ტექნოპარკი
👥12-14 წლის მოზარდებისთვის
📆7 სექტემბრიდან
🗓️ ორშაბათი • ოთხშაბათი • პარასკევი
⏰ 15:00–16:30
💰 სრული დაფინანსებით

👉 ადგილები შეზღუდულია - დარეგისტრირდი FAB School-ის კურსზე: https://apps.mygita.ge/zs/JotL9u

👋 გაიცანით დავით მამაგულიშვილი, თელავის ტექნოპარკის ფაბლაბის მენეჯერი!🔧 დავითის ყოველდღიური საქმიანობა ფაბლაბში ადგილობრ...
19/08/2026

👋 გაიცანით დავით მამაგულიშვილი, თელავის ტექნოპარკის ფაბლაბის მენეჯერი!

🔧 დავითის ყოველდღიური საქმიანობა ფაბლაბში ადგილობრივი ინოვატორებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას უკავშირდება. ის ეხმარება მათ, იდეა რეალურ პროდუქტად და პროტოტიპად აქციონ.

🛠️ ფაბლაბში დავითთან ერთად შეგიძლიათ იმუშაოთ თანამედროვე დანადგარებთან, მათ შორის: 3D პრინტერთან, 3D სკანერთან და ლაზერულ მჭრელთან.

🤖 ის ასევე უძღვება პრაქტიკულ ტრენინგებს, რობოტიკას, 3D მოდელირებას და მონაწილეებს პროტოტიპირების პროცესში ეხმარება.

💡 თუ გაქვს იდეა და გინდა მისი რეალურ ფორმაში გამოცდა, თელავის ტექნოპარკის ფაბლაბი სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია პირველი ნაბიჯი გადადგა!

Address

ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა
Tbilisi
0114

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tech Park Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Tech Park Georgia:

Shortcuts

Share