Kids.Book-nook

Kids.Book-nook Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Kids.Book-nook, Library, Vasil Barnovi 27, Tbilisi.

📚პატარა მკითხველთა პირველი საჯარო და უფასო ბიბლიოთეკა საქართველოში

⏰ სამუშაო საათები: სამ./ხუთ. 17:00-20:00

🗓️ მოსვლამდე აუცილებელია წინასწარი ჩაწერა
📍თბილისი /Tbilisi

06/09/2026

ჩვენი ბიბლიოთეკის მენეჯერი ელენე გვიზიარებს არტანუჯი ბავშვებისთვის ხალხური ზღაპრების ილუსტრირებულ კოლექციას 🥰🤩

გვეწვიეთ ჩვენს ბიბლიოთეკაში ❤️ აქ კითხვა აბსოლიტურად უფასოა! 😍📚

ჩვენს ბიბლიოთეკაში მატებაა! 🤩ჩვენმა გულშემატკივარმა და მეგობარმა Nanuka Jabnidze საჩუქრად გადმოგვცა ქართულენოვანი და ინგ...
06/09/2026

ჩვენს ბიბლიოთეკაში მატებაა! 🤩

ჩვენმა გულშემატკივარმა და მეგობარმა Nanuka Jabnidze საჩუქრად გადმოგვცა ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი წიგნების არაერთი საინტერესო დასახელება 😍❤️

მადლობას ვუხდით მას ამ ქველმოქმედებისთვის! 🙏🏻❤️ ბავშვები უკვე აქტიურად ათვალიერებენ და კითხულობენ ამ წიგნებს, ისინი ყოველთვის მომენტალურად ამჩნევენ სიახლეებს თაროებზე 🥰

❇️ თუ თქვენც გაქვთ სახლში წიგნები, რომლებიც თქვენი შვილებისთვის უკვე არააქტუალურია, თამამად მიეცით მათ მეორედ გამოყენების შანსი ♻️

ფანტასტიური იქნება თუ ბავშვი თვითონ გადაახარისხებს ამ წიგნებს და გადაწყვეტს გაუზიაროს ისინი პატარებს 📚🌿

#მეორესიცოცხლეწიგნებს #ქველმოქმედება #მოხალისეობა #საბავშოწიგნები

ჩვენი ბიბლიოთეკის ქველმოქმედების და მხარდაჭერის საქმეში ჩაერთნენ ჩვენი გულითადი მეგობრები ❤️Ana Kharabadze Ani Katse ni ...
08/08/2026

ჩვენი ბიბლიოთეკის ქველმოქმედების და მხარდაჭერის საქმეში ჩაერთნენ ჩვენი გულითადი მეგობრები ❤️

Ana Kharabadze
Ani Katse
ni | motherhood diary 🤍
Iri 👼

მადლობა მათ გვერდით დგომისთვის და ჩართულობისთვის! 💚

ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობარს Mariam Malazonia ბიბლიოთეკის შექმნის დღიდან უამრავი ახალი წიგნით მისი უზრუნველყოფისთვის და ბავშვების გახარებისთვის! 🩵

მადლობა ასევე ჩვენს მეგობარ გამომცემლობებს სულაკაურის საბავშვო წიგნები და არტანუჯი ბავშვებისთვის უახლესი წიგნებით ჩვენი ბიბლიოთეკის რეგულარული მომარაგებისთვის და თანადგომისთვის! 💛

❇️ საბავშვო ბიბლიოთეკა საბავშვო ბიბლიოთეკა «მასწავლე, რომ განვვითარდე»-სგან | წიგნები არაკომერციული, უფასო ბიბლიოთეკაა ყველაზე პატარებისთვის და მოზარდებისთვის! ჩვენთან ხელმისაწვდომია წიგნები 0 თვიდან 15 წლამდე სრულიად უფასოდ საკითხავად, სასწავლად, განსავითარებლად!

✅ ქველმოქმედებით შემოსული თანხები ხმარდება ბიბლიოთეკის განვითარებას, ახალი წიგნებით მომარაგებას, ყველა საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას მისი შეუფერხებელ და პროგრესულ ფუნქციონირებას!

📚 დაეხმარეთ საქართველოში ერთადერთ სრულიად უფასო საბავშვო ბიბლიოთეკას. kids book-nook არის საქართველოში ერთადერთი სრულიად...
28/07/2026

📚 დაეხმარეთ საქართველოში ერთადერთ სრულიად უფასო საბავშვო ბიბლიოთეკას.

kids book-nook არის საქართველოში ერთადერთი სრულიად უფასო ბიბლიოთეკა 0–15 წლის ბავშვებისთვის, სადაც:

🤍 წიგნების გამოყენება სრულიად უფასოა;
📖 რეგულარულად ტარდება უფასო საჯარო კითხვის საათები;
🎨 ბავშვები მონაწილეობენ უფასო შემოქმედებით ვორქშოფებში;
🌍 ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია წიგნები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ჩვენი ბიბლიოთეკა დაარსდა
არაკომერციულ იურიდიულ პირად, შესაბამისად მისი მიზანი არ არის კომერციული მოგების მიღება.

ბიბლიოთეკის დაარსების დღიდან მისი ყველა ხარჯი მთლიანად იფარება ჩვენი ცენტრის “მასრომგანის” მიერ. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ერთი - რომ არც ერთ ბავშვს არ შეზღუდვოდა წიგნებთან წვდომა ფინანსური მიზეზების გამო.

დღეს ბიბლიოთეკა იზრდება. ყოველდღიურად უფრო მეტი ბავშვი გვსტუმრობს, გვემატება ახალი წიგნები, საჯარო კითხვები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ბიბლიოთეკა სრულიად უფასო და კიდევ უფრო განვავითაროთ, გავხსენით საქველმოქმედო ანგარიში.

💚 თუ გჯერათ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა წიგნებთან, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ kids book-nook-ს ნებისმიერი შემოწირულობით.

ყოველი შემოწირულობა მოხმარდება:
📚 ახალი წიგნების შეძენას;
🎨 უფასო ღონისძიებებისა და ვორქშოფების ჩატარებას;
🏡 ბიბლიოთეკის განვითარებას და შენარჩუნებას.

შემოწირულობის რეკვიზიტები:
💳 აიპ “ქიდს ბუქ ნუქი” ს/კ 400430583
თბს ბანკი: GE72TB7211836020100013
საქ. ბანკი: GE81BG0000000612952828

თუ დღეს ფინანსურად მხარდაჭერა არ შეგიძლიათ, ამ პოსტის გაზიარებაც ჩვენთვის დიდი დახმარებაა.

🤍 ერთად შევინარჩუნოთ ადგილი, სადაც ყველა ბავშვს შეუძლია წიგნების სამყაროსთან შეხვედრა სრულიად უფასოდ!

სიხარულით გიზიარებთ კადრებს ჩვენი ბიბლიოთეკის აქტივობებიდან ❤️ბავშვებთან ერთად წავიკითხეთ და განვიხილეთ არტანუჯი ბავშვებ...
28/07/2026

სიხარულით გიზიარებთ კადრებს ჩვენი ბიბლიოთეკის აქტივობებიდან ❤️

ბავშვებთან ერთად წავიკითხეთ და განვიხილეთ არტანუჯი ბავშვებისთვის ხალხური ზღაპარი “სიზმარა” 🤩

კითხვის შემდეგ კი გვქონდა ვორქშოფი ჩვენს “წიგნის სახელოსნოში”, სადაც ბავშვებმა ქეთო მასწავლებელთან ერთად შექმნეს სიზმარას პერსონაჟი.

გახსოვთ მანამდე “ნახევარქათამა” რომ შევქმენით? ახლა მას სიზმარაც დაემატა 🥰

ბავშვები საკუთარი ხელებით ქმნიან საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებს, რაც ზღაპრის სიუჟეტსა და მის მიერ მოტანილ ემოციას დაუვიწყარს ხდის.

გინდა სამუდამოდ დაგამახსოვრდეს რაღაც? - შეეხე მას, დაყნოსე, შეიგრძნე, შეჰქმენი! ❤️

✅ ვაგრძელებთ რუბრიკას- თვეში 1 ახალი ლექსი,  ახალი ნეირონული კავშირები. 🌈თქვენმა პატარამ უკვე ისწავლა ეს ლექსი? - მაშინ ...
26/07/2026

✅ ვაგრძელებთ რუბრიკას- თვეში 1 ახალი ლექსი, ახალი ნეირონული კავშირები.

🌈თქვენმა პატარამ უკვე ისწავლა ეს ლექსი? - მაშინ გაგვიზიარეთ სთორის სახით და გახდით მოტივაცია სხვა პატარებისთვის! 🥰

დღეს გიზიარებთ 👇🏻

🔸🔸🔸
ზოოპარკში 🐘

“გალიაში გაოცებით
იცქირება ილო:
რა დედიკომ გაზარდაო
ამოდენა სპილო”.

ავტორი: - ირინე უშვერიძე

#საბავშვობიბლიოთეკა #ბიბლიოთეკა #ბიბლიოთეკაბავშვებისთვის #ლექსი #ლექსიპატარებისთვის თბილისი

ჩვენს ბიბლიოთეკაში უკვე დიდი ხანია ბუდობს ეს, მეტად საინტერესო წიგნი - “ჩვენ ველოდებით ბავშვს” გამომცემლობა “პატარა სამყ...
25/07/2026

ჩვენს ბიბლიოთეკაში უკვე დიდი ხანია ბუდობს ეს, მეტად საინტერესო წიგნი - “ჩვენ ველოდებით ბავშვს” გამომცემლობა “პატარა სამყარო”-სგან გამომცემლობა "პატარა სამყარო" • Patara Samkaro Publishing 😍

ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებენ და კითხულობენ ამ წიგნს. განსაკუთრებით ის აქტუალურია მათთვის, ვინც დაიკოს/ძამიკოს ელოდება ან დიდი ხანია ოცნებობს მის ყოლაზე.

წიგნში რბილად და ფაქიზად განიხილება ოჯახში ახალი წევრის მატებასთან დაკავშირებული ნიუანსები, მოლოდინთან დაკავშირებული ემოციები და გამოწვევები.

პატარა მკითხველი ეცნობა დანიელს, რომელიც ინტერესით ელოდება ბაიას დაბადებას.

წიგნი აუცილებლად უნდა იყოს ყველა პატარას ბიბლიოთეკაში. ის ეხმარება ბავშვს შეიქმნას პირველი წარმოდგენები ოჯახის ახალი წევრის მიმართ, დაგეგმოს, წარმოიდგინოს, იოცნებოს, მზად დახვდეს მისი ცხოვრების ახალ თანამგზავრს ❤️

#ბიბლიოთეკა #საბავშვობიბლიოთეკა #წიგნები #საბავშვოწიგნები #მეორეშვილი

📖 დღეს kids book-nook-ში მეორე საჯარო კითხვა გაიმართა 🤍დღეს შევიკრიბეთ  წიგნის “ნახევარქათამას” გარშემო —მოვისმინეთ ზღაპ...
07/02/2026

📖 დღეს kids book-nook-ში მეორე საჯარო კითხვა გაიმართა 🤍

დღეს შევიკრიბეთ წიგნის “ნახევარქათამას” გარშემო —
მოვისმინეთ ზღაპარი, ვისაუბრეთ პერსონაჟებზე
და გავიზიარეთ ისტორია ერთად.

კითხვის შემდეგ ბავშვები თავად ჩაერთნენ პროცესში
და საკუთარი ხელებით შექმნეს ზღაპრის პერსონაჟი 🎨✂️

თითოეული ნამუშევარი ხალისით და შემართებით კეთდებოდა.
ამ პროცესში ცალსახად ჩანდა -
ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ
სქროლიანი ნახევარქათამა! 🥰

ჩვენთვის ეს შეხვედრები სწორედ ამაზეა:
📚 ცოცხალ კითხვაზე
🧠 ფიქრზე და საუბარზე
🤲 პერსონაჟთან დაახლოებაზე

მადლობა ბავშვებს ჩართულობისთვის
და მშობლებს — ნდობისთვის! 💛

საჯარო კითხვები kids book-nook-ში გაგრძელდება! შემოგვიერთდით! ❤️

📖 საჯარო კითხვა და ვორქშოპი kids book-nook-ში7 თებერვალს kids book-nook-ში გაიმართება  გამომცემლობის ხალხური ზღაპრის„ნახ...
06/02/2026

📖 საჯარო კითხვა და ვორქშოპი kids book-nook-ში

7 თებერვალს kids book-nook-ში გაიმართება გამომცემლობის ხალხური ზღაპრის
„ნახევარქათამა“ საჯარო კითხვა 🤍

პირველი 30 წუთის განმავლობაში ბავშვებთან ერთად წავიკითხავთ წიგნს —
შევჩერდებით, ვისაუბრებთ, დავსვამთ კითხვებს და ერთად გავიაზრებთ ზღაპრის
მორალსა და დედააზრს.

კითხვის შემდეგ დაიწყება შემოქმედებითი ვორქშოპი ✂️
ბავშვები საკუთარი ხელებით შექმნიან
წიგნის ულამაზესი ილუსტრაციებით შთაგონებულ ნახევარქათამას.

🎁 ყველა მონაწილეს ელოდება საჩუქრები არტანუჯის გამომცემლობისგან
🏷 ასევე ექსკლუზიური 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი
წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“
(ჭავჭავაძის გამზირი 17ბ)
არტანუჯის საბავშვო მიმართულების
„არტანუჯი ბავშვებისთვის“ ყველა წიგნზე 🤩🚀

👧🧒 ასაკი: 3+
📍 ფორმატი: კითხვა + ვორქშოპი
⏰ დრო: 7 თებერვალი
14:30–15:00 — კითხვა
15:00–16:00 — ვორქშოპი
📍 ადგილი: kids book-nook

ჩვენ გვჯერა, რომ წიგნების სიყვარული
იწყება ცოცხალი ისტორიებით,
შემოქმედებით და ერთად გატარებული დროით.

📖 საჯარო კითხვა და ვორქშოპი kids book-nook-ში7 თებერვალს kids book-nook-ში გაიმართება არტანუჯის გამომცემლობის ხალხური ზღ...
02/02/2026

📖 საჯარო კითხვა და ვორქშოპი kids book-nook-ში

7 თებერვალს kids book-nook-ში გაიმართება არტანუჯის გამომცემლობის ხალხური ზღაპრის
„ნახევარქათამა“ საჯარო კითხვა 🤍

პირველი 30 წუთის განმავლობაში ბავშვებთან ერთად წავიკითხავთ წიგნს —
შევჩერდებით, ვისაუბრებთ, დავსვამთ კითხვებს და ერთად გავიაზრებთ ზღაპრის
მორალსა და დედააზრს.

კითხვის შემდეგ დაიწყება შემოქმედებითი ვორქშოპი ✂️
ბავშვები საკუთარი ხელებით შექმნიან
წიგნის ულამაზესი ილუსტრაციებით შთაგონებულ ნახევარქათამას.

🎁 ყველა მონაწილეს ელოდება საჩუქრები არტანუჯის გამომცემლობისგან
🏷 ასევე ექსკლუზიური 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი
წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“
(ჭავჭავაძის გამზირი 17ბ)
არტანუჯის საბავშვო მიმართულების
„არტანუჯი ბავშვებისთვის“ ყველა წიგნზე 🤩🚀

👧🧒 ასაკი: 3+
📍 ფორმატი: კითხვა + ვორქშოპი
⏰ დრო: 7 თებერვალი
14:30–15:00 — კითხვა
15:00–16:00 — ვორქშოპი
📍 ადგილი: kids book-nook

ჩვენ გვჯერა, რომ წიგნების სიყვარული
იწყება ცოცხალი ისტორიებით,
შემოქმედებით და ერთად გატარებული დროით.

Address

Vasil Barnovi 27
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 17:00 - 20:00
Thursday 17:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kids.Book-nook posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category