იუსტიციის უმაღლესი სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა შეიქმნა 2006 წლის აპრილში. იგი შექმნილია "იუსტიციის უმაღლესი სკოლის" შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. სკოლის ძირითადი მიზანია მოსამართლედ გასამწესებელ პირთა – იუსტიციის მსმენელთა საწყისი მომზადება, ასევე მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სკოლა ასევე ახორციელებს მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა

თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სკოლაში მსმენელების მიღება, როგორც წესი, ხორციელდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს და კანდიდატების შერჩევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მოსამართლეობის კანდიდატების სწავლება მიმდინარეობს 10 თვის განმავლობაში და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე სტაჟირებას სასამართლოში და სემინარულ მუშაობას. სწავლების თითოეული ეტაპის შინაარსი და ხანგრძლივობა რეგულირდება "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ" საქართველოს კანონითა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდებით.

მოქმედ მოსამართლეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სკოლა ახორციელებს ტრეინინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს. გადამზადების პროგრამების ძირითადი მიზანია მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასამართლო პრაქტიკის დახვეწა.

რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწეთა და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა გადამზადების პროგრამას, იგი მოიცავს ტრეინინგებსა და სემინარებს როგორც სამართლებრივ საკითხებზე, ისე სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საკითხებზე, კერძოდ მოქალაქეებთან ურთიერთობა, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, მენეჯმენტი, თანამშრომელთა ეთიკის საკითხები და სხვა.

მიმდინარე წლის 18 და 19 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემ...
20/07/2026

მიმდინარე წლის 18 და 19 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეება განიხილეს შემდეგი საკითხები: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საპატიო გარემოებები; გამოხატვის თავისუფლება მედიის სფეროში; ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების გამოხატვის თავისუფლება მანიფესტაციებისა და სხვა კრიზისული ვითარების დროს; პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება; რელიგიური გრძნობები და გამოხატვის თავისუფლება; მართლმსაჯულების კრიტიკის ფარგლები; მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება; სისხლისსამართლებრივი სანქცია; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება; ინტერნეტი და გამოხატვის თავისუფლება; საქართველოსთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ მე-10 მუხლზე მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებების მიმოხილვა და სხვა.

სემინარს ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე  წლის 27 და 28 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თე...
29/06/2026

მიმდინარე წლის 27 და 28 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, უმცირესობების უფლებები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე მუხლი და 12-ე დამატებითი ოქმი; ევროკავშირის მართალმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა; დისკრიმინაციის არსი. არახელსაყრელი მოპყრობა და განსხვავებული მოპყრობა. სპეციალური ღონისძიებები და პრივილეგიები; დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოება და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა ინტეგრაცია ეროვნულ სასამართლო პრატიკაში; სტამბულის კონვენცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილებები; შევიწროება vs. სექსუალური შევიწროება - დისკრიმინაციის განსაკუთრებული ფორმა და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 19...
22/06/2026

20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 კონვენცია“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებსი მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის ობიექტი, მიზნები, პრინციპები და რეგულირების სფერო; ჰააგის 1980 წლის კონვენციის იმპლემენტაცია, ცვლილებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პროცესში ჩართული სუბიექტები; ბავშვის გადაადგილების არამართლზომიერების დადგენა; ბავშვის დაკავების არამართლზომიერების დადგენა; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულება; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულების გამონაკლისი შემთხვევები და ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე დაწყებული საქმეების განხილვის თავისებურებები, საქმის მომზადება და მართვა; სამართალწარმოების პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზუგდიდის და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში,  მოსამართლეებისთვის  და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თ...
22/06/2026

მიმდინარე წლის 20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია(UNCATOC/პალერმოს კონვენცია); ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო; საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოში 344.i მუხლით გამოტანილი განაჩენი; განაჩენის წარმატებით გამოტანასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და სასამართლოს როლი; საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის გამოძიება; საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის იდენტიფიცირება; არალეგალური მიგრაციის ძირითადი განმასხვავებელი ელემენტები ადამიანით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) და უწყებათაშორისი კოორდინაცია საქართველოში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და ბათუმის საქალაქო, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 13 და 14 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემ...
15/06/2026

მიმდინარე წლის 13 და 14 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამემკვიდრეო სამართლის აქტუალური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: მემკვიდრეობითი სამართალურთიერთობის სუბიექტები; უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობით-სამართლებრივი სანქციები; სამკვიდროს გახსნა და სამკვიდროს მიღების ფორმალური და არაფორმალური საშუალებები; ანდერძის გაუქმება, შეცვლა და ძალადაკარგულად აღიარება; სავალდებულო წილის მემკვიდრეობის სუბიექტები; უპირატესი მემკვიდრეობის უფლება; მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის კრედიტორთა წინაშე და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 6 და 7 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზ...
08/06/2026

მიმდინარე წლის 6 და 7 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საქართველოში ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ფულის გათეთრება და ფულის გათეთრებიდან მიღებული შემოსავლები; მტკიცებულებების არსებობა; ეროვნული ჩარჩო - ფულის გათეთრება; საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა; ტერორიზმის დაფინანსება; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზუგდიდის, სენაკის, ზესტაფონის, საჩხერის, გორის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიან...
26/05/2026

იუსტიციის უმაღლესი სკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა

მიმდინარე წლის 23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემა...
25/05/2026

მიმდინარე წლის 23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა; არასრულწლოვანთა საქმეთა განხილვისას სამოსამართლო ინსტრუმენტები;ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, (სტრასბურგის სასამართლოს) გადაწყვეტილებები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ზუგდიდის, ზესტაფონისა და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსმართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამ...
25/05/2026

23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსმართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება განაჩენთა დასაბუთების ჭრილში); მტკიცების ტვირთი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; ეროვნული სასამართლოების განაჩენების შედგენისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები და მტკიცებულებათა განაჩენში ასახვის თავისებურებანი; სასჯელის დასაბუთება - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები განაჩენთა სტილისტიკურ გამართულობაზე და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონის,საჩხერის, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

გილოცავთ მოსამართლის პროფესიულ დღეს! გისურვებთ ურყევ სიმტკიცეს, სამართლიანობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სა...
15/05/2026

გილოცავთ მოსამართლის პროფესიულ დღეს! გისურვებთ ურყევ სიმტკიცეს, სამართლიანობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. თქვენი შრომა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის განმტკიცებისთვის.

Address

ნოდარ ბოხუას ქუჩა N19
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იუსტიციის უმაღლესი სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to იუსტიციის უმაღლესი სკოლა:

Shortcuts

Share