ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, Government Organization, მ. წინამძღვრიშვილის ქ. N200, Tbilisi.

06/09/2026
✅სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.🔹 საქართველოს...
02/09/2026

✅სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.

🔹 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.

📝 განაცხადების მიღება დაიწყო 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

📍 სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

➡️ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორი:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102616?active=1

➡️სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის სტაჟიორი:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102612?active=1

➡️სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის სტაჟიორი:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102613?active=1

➡️სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102614?active=1

➡️სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სტაჟიორი:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102615?active=1

🔍 სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი განხორციელდება ორ ეტაპად:
• განაცხადების მიღება/გადარჩევა
• შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

📅 სტაჟირების პერიოდი:
2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

✅მიმდინარე წელს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლი...
05/08/2026

✅მიმდინარე წელს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერა

🔹2026 წლის პირველ ნახევარში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა 20-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და ექსპერტულ მისიებში მიიღეს მონაწილეობა.

🔹პარალელურად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში 6 საერთაშორისო დონის ღონისძიება გაიმართა, რომლებიც მოიცავდა როგორც ტექნიკურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს, ისე ექსპერტულ მისიებს. გამართული შეხვედრები და სასწავლო ღონისძიებები ფარავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა:

• ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება;
• მარეგულირებელი სისტემების განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა;
• ბირთვული დაცულობა;
• რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების უსაფრთხო მართვა;
• რადიაციული დაცვა და მონიტორინგი;
• საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება.

🔹საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას. ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას უზრუნველყოფს.


✅ქუთაისში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა🔹ბირთვული და რადიაციუ...
03/08/2026

✅ქუთაისში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

🔹ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

🔹ქუთაისში გამართულ შეხვედრას 120-ზე მეტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, ასევე პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეთა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

🔹სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებასა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას.

🔹შეხვედრას უძღვებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, ასევე მოწვეული ექსპერტები - მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორი რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო.პრო...
03/08/2026

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორი რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო.

პროფესორი რემა ღვამიჩავა გამორჩეული ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ონკოლოგიისა და სხივური მედიცინის განვითარებაში და არაერთი თაობის ექიმის პროფესიულ აღზრდაში.

ბატონი რემა მრავალი წლის განმავლობაში იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საიმედო პარტნიორი. მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყანაში რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის პროცესში.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს პროფესორ რემა ღვამიჩავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.

მისი პროფესიული მემკვიდრეობა, ღირსეული საქმიანობა და ადამიანური დამოკიდებულება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება მაგალითი მომავალი თაობებისთვის.

✅გორში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა🔹ბირთვული და რადიაციული ...
17/07/2026

✅გორში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

🔹ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზებულ პირებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

🔹რეგიონული შეხვედრების მორიგი ეტაპი ქალაქ გორში გაიმართა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები, ასევე ავტორიზაციის პირობებთან დაკავშირებული პრაქტიკული მოთხოვნები.

🔹შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სააგენტოსა და ავტორიზებულ პირებს შორის ეფექტიან კომუნიკაციაზე. მონაწილეებს განემარტათ, რომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების, რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მიღების მიზნით, მათ შეუძლიათ შუამავლის გარეშე, პირდაპირ მიმართონ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს.

🔹რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. მათი მიზანია რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება, მოქმედი რეგულაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ავტორიზებულ პირებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

✅მცხეთა-მთიანეთში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.🔹ბირთვული და...
15/07/2026

✅მცხეთა-მთიანეთში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

🔹ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დაიწყო რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

🔹პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიმართა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები, ასევე სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული პრაქტიკული მოთხოვნები.

🔹მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სააგენტოს წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისთვის დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი განმარტებები.

🔹რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება. მათი მიზანია სამედიცინო სექტორში რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება, მოქმედი რეგულაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

🔹შეხვედრას ესწრებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, ასევე მოწვეული ექსპერტები – მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.

Address

მ. წინამძღვრიშვილის ქ. N200
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო:

Shortcuts

Share