Ambassador Beka Dvali

Website

Ambassador Beka Dvali Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ambassador Beka Dvali, Consulate & Embassy, Tbilisi, Tbilisi.

🇬🇪 Ambassador to 🇮🇱 Beka Dvali, is a career diplomat for over 26 years, served Georgia in relations with UN; EU; USA, Canada & Mexico; UK & Ireland; South Africa & other Southern African Nations; Australia, NZ, Fiji & other Pacific Nations.

ქარ/Hebrew/ENGდღეს განსაკუთრებული პატივი მქონდა შევხვედროდი ბატონ შაბთაი ცურს (https://cu.edu.ge/files/Docs/2021/Shabtai...
14/10/2026

ქარ/Hebrew/ENG

დღეს განსაკუთრებული პატივი მქონდა შევხვედროდი ბატონ შაბთაი ცურს https://cu.edu.ge/files/Docs/2021/Shabtai%20Tsur.pdf ), რომელიც ორი ვადით (2005–2008 და 2016–2019 წლებში) იყო ისრაელის ელჩი საქართველოში.

ბატონი შაბთაი გამორჩეული პიროვნებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების დაახლოებაში.

წარსულში, იგი ასევე, იყო ქალაქ აშკელონის მერი და ვიცე-მერი.

განსაკუთრებით დასაფასებელია მისი მრავალწლიანი ერთგულება საქართველოს მიმართ და ის საქმიანობა, რომელსაც იგი ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებას ახმარს.

მოხარული ვარ ჩვენი გაცნობით და იმედი მაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვექნება თანამშრომლობისთვის.

היום הייתה לי הזכות והכבוד המיוחדים לפגוש את מר שבתאי צור, שכיהן במשך שתי קדנציות (2005–2008 ו־2016–2019) כשגריר ישראל בגאורגיה.

מר שבתאי צור הוא אישיות יוצאת דופן, שתרם רבות לפיתוח היחסים בין גאורגיה לישראל ולקירוב בין שני עמינו.

בעבר כיהן גם כראש עיריית אשקלון וכסגן ראש העיר.

ראויות להערכה מיוחדת מחויבותו רבת השנים לגאורגיה ופועלו המתמשך לחיזוק הידידות בין שתי מדינותינו.

שמחתי מאוד להכירו, ואני מקווה שעוד יהיו לנו הזדמנויות רבות לשיתוף פעולה.

Today, I had the distinct honor of meeting Mr. Shabtai Tsur, who served two terms (2005–2008 and 2016–2019) as Israel’s Ambassador to Georgia.

Mr. Tsur is an exceptional individual who has made a significant contribution to the development of Georgian-Israeli relations and to bringing our two peoples closer together.

He also previously served as Mayor and Deputy Mayor of Ashkelon.

His longstanding dedication to Georgia and his continued efforts to strengthen the friendship between our two countries deserve particular recognition and appreciation.

It was a genuine pleasure to meet him, and I look forward to many opportunities for cooperation.

13/10/2026
ქარ/Hebrew/ENGგულწრფელი მადლობა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და ელჩ ვალიდ აბუ ჰაი...
12/10/2026

ქარ/Hebrew/ENG

გულწრფელი მადლობა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას ამ მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივისთვის.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ისრაელს სტუმრობენ, რათა უშუალოდ გაეცნონ ისრაელის აკადემიურ და ინოვაციურ გარემოს და დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები.

განათლება, მეცნიერება და ინოვაციები სწორედ ის სფეროებია, სადაც საქართველოსა და ისრაელს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.

იმედი მაქვს, ეს ვიზიტი კონკრეტულ ერთობლივ პროექტებსა და გრძელვადიან აკადემიურ კავშირებს ჩაუყრის საფუძველს.

תודתי הכנה למשרד החוץ של ישראל, לשגרירות ישראל בגאורגיה ולשגריר וליד אבו חיה על היוזמה החשובה והמבורכת הזו, שהגיעה בעיתוי הנכון.
אני שמח לראות את נציגי מוסדות ההשכלה הגבוהה של גאורגיה מבקרים בישראל, זוכים להזדמנות להכיר מקרוב את עולם האקדמיה והחדשנות הישראלי וליצור קשרים מקצועיים חדשים.
תחומי החינוך, המדע והחדשנות טומנים בחובם פוטנציאל רב להעמקת שיתוף הפעולה בין גאורגיה לישראל.
אני מקווה שביקור זה יוביל לפרויקטים משותפים ומעשיים ולשותפויות אקדמיות ארוכות טווח.

My sincere appreciation to the Ministry of Foreign Affairs of Israel, Embassy of Israel in Georgia and Ambassador Walid Abu Haya, and Israel’s Ministry of Foreign Affairs for this timely and valuable initiative.

Delighted to see the representatives of Georgian higher education institutions visiting Israel for an opportunity to engage directly with Israel’s academic and innovation ecosystem and establish new professional connections.

Education, science, and innovation offer considerable potential for deeper cooperation between Georgia and Israel.

I hope this visit translates into concrete joint projects and lasting academic partnerships.

ქარ/Hebrew/ENGეს დღეები განსაკუთრებული საღამოებია ისრაელის ფილარმონიაში, რომელმაც თავისი საიუბილეო, 90-ე სეზონი მუსიკალუ...
11/10/2026

ქარ/Hebrew/ENG

ეს დღეები განსაკუთრებული საღამოებია ისრაელის ფილარმონიაში, რომელმაც თავისი საიუბილეო, 90-ე სეზონი მუსიკალური ხელმძღვანელის, ლაჰავ შანის დირიჟორობით გახსნა.

ეს საღამო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაშია ქართული წარმოშობის გამოჩენილი ებრაელი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის ახალი ნაწარმოების „კონცერტი ორკესტრისთვის“ პრემიერა, რომელიც სპეციალურად ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დაკვეთით შეიქმნა.

იოსებ ბარდანაშვილი იმ გამორჩეულ შემოქმედთა შორისაა, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოსა და ისრაელს თანაბრად ეკუთვნის. ათწლეულების განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ორივე ქვეყნის მუსიკალურ, თეატრალურ და კინო სივრცეში.

მისი ახალი ნაწარმოები ეძღვნება მეხსიერებას, დანაკარგს, გამძლეობას და ადამიანის განცდებს, ანუ თემებს, რომლებიც დღევანდელ ისრაელში, და ვიტყოდი, მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებულად მძაფრად ჟღერს.

როგორც საქართველოს ელჩი ვამაყობ, რომ საქართველოში დაბადებული და ქართულ კულტურას ნაზიარები ხელოვანის გამორჩეული ნიჭი ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სცენაზე ასეთ აღიარებას იმსახურებს.

ბატონ იოსების შემოქმედება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა ებრაელებმა როგორც საქართველოს, ისე ისრაელის კულტურულ ცხოვრებაში.

ვულოცავ ბატონ იოსებს ამ შესანიშნავ პრემიერას, ვულოცავ ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრსაც 90-ე საიუბილეო სეზონს!

מיוחד עם התזמורת הפילהרמונית הישראלית, הפותחת את עונתה ה-90 החגיגית בניצוחו של המנהל המוזיקלי שלה, להב שני.

עבורי היה זה ערב בעל משמעות מיוחדת, בזכות ביצוע הבכורה של “קונצ’רטו לתזמורת”, יצירה חדשה מאת יוסף ברדנשווילי, מלחין ישראלי יוצא דופן ממוצא יהודי-גאורגי, שהוזמנה במיוחד על ידי התזמורת הפילהרמונית הישראלית.

יוסף הוא אחד מאותם אמנים מיוחדים שחייהם ויצירתם שייכים לשתי המדינות — גאורגיה וישראל. במשך עשרות שנים הוא תרם תרומה עצומה לעולם המוזיקה, התיאטרון והקולנוע בשתי המדינות.

יצירתו החדשה עוסקת בזיכרון, באובדן, בחוסן ובחוויה האנושית בתקופות של אי-ודאות — נושאים בעלי משמעות עמוקה במיוחד בישראל של ימינו.

כשגריר גאורגיה בישראל, אני חש גאווה מיוחדת לראות את כישרונו יוצא הדופן של אמן בעל שורשים גאורגיים זוכה להכרה על אחת הבמות המוזיקליות היוקרתיות בישראל.

יצירתו של יוסף היא דוגמה נפלאה נוספת לתרומתם האדירה של יהודי גאורגיה לחיי התרבות של שתי המדינות.

ברכות חמות, יוסף היקר, על ביצוע הבכורה המרשים! וברכות לתזמורת הפילהרמונית הישראלית לרגל עונתה ה-90!

There are special evenings these days at the Israel Philharmonic in Tel Aviv, celebrating the opening of its landmark 90th season under the baton of Music Director and conductor Lahav Shani.

The occasion is of special significance for us as it features the premiere of Concerto for Orchestra, a new work commissioned by the Philharmonic from Josef Bardanashvili, an outstanding Israeli composer of Georgian-Jewish heritage.

Maestro Bardanashvili is one of those remarkable artists whose life and work belong equally to Georgia and Israel. Over the decades, he has made an extraordinary contribution to the musical, theatrical and cinematic landscapes of both countries.

His new composition explores memory, loss, resilience and the human experience in times of uncertainty, the themes that resonate deeply in Israel, as much as globally, today.

As Georgia’s Ambassador, I take particular pride in seeing an artist with such deep Georgian connection celebrated on one of Israel’s most prestigious musical stages.

Josef’s remarkable career is another powerful example of the immense contribution Georgian Jews have made to the cultural life of both Georgia and Israel.

I congratulate Maestro Bardanashvili on this wonderful premiere as well as the Israel Philharmonic - on its 90th season!

11/10/2026
ქარ//Hebrew/ENGსასიამოვნო იყო შეხვედრა შალომ მიხაელაშვილთან, ქართული ებრაული თემის წარმომადგენელ ნიჭიერ ისრაელელ მსახიობ...
11/10/2026

ქარ//Hebrew/ENG

სასიამოვნო იყო შეხვედრა შალომ მიხაელაშვილთან, ქართული ებრაული თემის წარმომადგენელ ნიჭიერ ისრაელელ მსახიობთან, რომელიც ცნობილი რეჟისორის, ავი ნეშერის ახალ ფილმში „Our Loves“ მონაწილეობს.

ფილმი 2023 წლის 7 ოქტომბრის ტრაგიკული მოვლენების ფონზე ადამიანურ ისტორიებს მოგვითხრობს.

განსაკუთრებული განცდაა შეხვდე ადამიანს, რომლის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია მისი ქართულ-ებრაული ფესვები. ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებულ სიახლოვეს ქმნის. სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ამდიდრებს შალომი თავისი ნიჭითა და ისტორიით ისრაელის კულტურულ ცხოვრებას.

კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ შალომს!

היה לי לעונג גדול ולחוויה מרגשת ומשמעותית לפגוש את שלום מיכאלשווילי, השחקן הישראלי המוכשר ממוצא יהודי-גאורגי, המשתתף בסרטו החדש של הבמאי המוערך אבי נשר, ״האהבות שלנו״.

הסרט מספר סיפורים אנושיים עמוקים על רקע האירועים הטרגיים של 7 באוקטובר 2023.

יש משהו מיוחד במפגש עם אדם ששורשיו היהודיים-גאורגיים הם חלק כה משמעותי מזהותו. המורשת התרבותית המשותפת שלנו יוצרת חיבור אישי ועמוק, ומשמח לראות כיצד שלום מביא את כישרונו ואת סיפורו האישי אל עולם התרבות הישראלי ומעשיר אותו.

מאחל לשלום הצלחה רבה בהמשך דרכו, ומצפה לראות עוד מיצירותיו!

It was a real pleasure and to meet Shalom Michaelshvili, the talented Israeli actor of Georgian-Jewish heritage, who stars in acclaimed director Avi Nesher’s new film Our Loves.

The film tells human stories against the backdrop of the tragic events of October 7, 2023.

Meeting someone whose Georgian-Jewish roots are such an important part of his identity felt special. Our shared heritage creates a meaningful connection, and it is wonderful to see Shalom bringing his talent and story to Israeli cultural life.

Wishing Shalom continued success!

ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლა „მამულს“ კონსულ მაკა ოძელაშვილთან ერთად ვესტუმრე. გვქონდა საოცრად...
10/10/2026

ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლა „მამულს“ კონსულ მაკა ოძელაშვილთან ერთად ვესტუმრე. გვქონდა საოცრად თბილი და გულითადი შეხვედრა ჩვენს თანამემამულეებთან, კერძოდ, სკოლის დამფუძნებლებთან, ხელმძღვანელებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბავშვების მიერ საქართველოს და ისრაელის ჰიმნების, ასევე, თბილისზე შექმნილი სიმღერების შესრულება. სამშობლოდან შორს ქართული სიმღერის მოსმენას ყოველთვის განსაკუთრებული ფასი აქვს, მით უმეტეს, როცა მას ბავშვები ასეთი სიყვარულით ასრულებენ.

გულწრფელი მადლობა გადავუხადე სკოლის მესვეურებს, მათ შორის ბატონ ირაკლი კილაძესა და ბატონ არჩილ ხუციშვილს, ასევე, თითოეულ პედაგოგს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი ბავშვებისთვის ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის, მათ შორის ქართული სიმღერის, სწავლასა და შეყვარებას ახმარენ.

დასაფასებელია თითოეული მშობლის ძალისხმევაც, რომლებიც ყველანაირად უწყობენ ხელს სამშობლოსგან შორს მცხოვრები შვილების ქართული იდენტობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

„მამული“ მხოლოდ საკვირაო სკოლა არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ისრაელში მცხოვრები ქართველი ბავშვები საქართველოსთან ცოცხალ კავშირს ინარჩუნებენ, უკეთ ეცნობიან საკუთარ ფესვებს და სწავლობენ იმ მემკვიდრეობის დაფასებას, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადასცენ.

შევპირდი, რომ როგორც პირადად მე, რიგითი ქართველი და ისრაელში საქართველოს ელჩი, ისე საქართველოს საელჩო, გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის მხარდაჭერას.

დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რომელიც ამ შეხვედრიდან გამომყვა!

ქარ/Hebrew/ENGპირველად დავესწარი მსოფლიოში  ცნობილი გამოცემის The Jerusalem Post-ის ეგიდით გამართულ 2026 წლის დიპლომატიუ...
09/10/2026

ქარ/Hebrew/ENG

პირველად დავესწარი მსოფლიოში ცნობილი გამოცემის The Jerusalem Post-ის ეგიდით გამართულ 2026 წლის დიპლომატიურ კონფერენციას, რომელმაც ერთ სივრცეში შეკრიბა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, იერუსალიმის მერი მოშე ლიონი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და საპატიო კონსულები, ბიზნესისა და ინოვაციების სფეროს ლიდერები, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები, ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები.

ასეთი შეხვედრები ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან შესაძლებლობას მაძლევს გავეცნო ისრაელს, მოვისმინო განსხვავებული ხედვები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, დავამყარო ახალი პროფესიული კონტაქტები და, რაც ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ თანამოსაუბრეებს გავაცნო საქართველო და ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს პარტნიორებს.

השתתפתי בכנס הדיפלומטי של The Jerusalem Post לשנת 2026, שהפגיש את שר החוץ של ישראל גדעון סער, ראש עיריית ירושלים משה ליאון, חברי הסגל הדיפלומטי, בהם שגרירים וקונסולי כבוד, מובילים בתחומי העסקים והחדשנות, מומחי ביטחון לאומי, עיתונאים ואנשי תקשורת.

מפגשים מסוג זה מעניינים אותי במיוחד — זו הזדמנות להכיר את ישראל לעומק, לשמוע נקודות מבט מגוונות על האתגרים וההזדמנויות העומדים בפניה, להרחיב קשרים מקצועיים, ולא פחות חשוב מבחינתי, להציג בפני שותפים חדשים את גאורגיה ואת ההזדמנויות שהיא מציעה לשיתופי פעולה.

First time attending the Jerusalem Post Diplomatic Conference 2026, bringing together Israeli Foreign Minister Gideon Sa’ar, Jerusalem Mayor Moshe Lion, fellow diplomats, including ambassadors and honorary consuls, leaders in business and innovation, national security experts, journalists, editors, and media personalities.

I particularly value gatherings like this as an opportunity to deepen my understanding of Israel, hear different perspectives on the country’s challenges and opportunities, expand professional connections, and, equally important - introduce Georgia and the opportunities it offers to new interlocutors.

ქარ/Hebrew/Englishდღეს ისრაელში საქართველოს საელჩოში კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს ვუმასპინძლე, ბატონ იაკობ ოფირს (იაკობ ...
09/10/2026

ქარ/Hebrew/English

დღეს ისრაელში საქართველოს საელჩოში კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს ვუმასპინძლე, ბატონ იაკობ ოფირს (იაკობ ეფრემაშვილს), ქართული ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ისტორიის დოქტორს, ინჟინერს, დიპლომატს, საზოგადო მოღვაწესა და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს.

გავიცანი მისი ნიჭიერი ვაჟიც, გაბი ოფირი (გიორგი ეფრემაშვილი), რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამორჩეული სპეციალისტია.

ბატონი იაკობი, სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომების გარდა, „საქართველოს ებრაელთა ისტორიის“ ორტომეულის ავტორია. იგი ათწლეულების განმავლობაში ქართულ-ებრაული ურთიერთობების არა მხოლოდ მკვლევარი, არამედ ცოცხალი მემატიანე და უშუალო მონაწილეა.

გულწრფელად მადლიერი ვარ მისი მრავალწლიანი ღვაწლისთვის ჩვენი ორი ერის დაახლოების საქმეში. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს უნიკალური კავშირები.

საქართველოდან ისრაელში ამოსული ებრაელები ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში უდიდესი მამოძრავებელი ძალაა. მათ გულით ატარეს საქართველოს სიყვარული, თაობებს გადასცეს და დღესაც თავიანთი საქმიანობითა და ერთგულებით ორივე სამშობლოს, საქართველოსაც და ისრაელსაც, აძლიერებენ.

היום הייתה לי הזכות לארח בשגרירות גאורגיה בישראל אדם יוצא דופן נוסף — מר יעקב אופיר (יעקב אפרמשווילי), מהדמויות הבולטות בקהילת יוצאי גאורגיה בישראל, דוקטור להיסטוריה, מהנדס, דיפלומט, איש ציבור ומעוטר בעיטור הכבוד של גאורגיה.

שמחתי להכיר גם את בנו המוכשר, גבי אופיר (גיורגי אפרמשווילי), מומחה מוביל לטכנולוגיות מתקדמות.

בין חיבוריו החשובים של מר אופיר נמצא הספר בן שני הכרכים “תולדות יהודי גאורגיה”. במשך עשרות שנים הוא לא רק חוקר את יחסי הגאורגים והיהודים, אלא גם מתעד אותם ממקור ראשון ולוקח חלק פעיל בעיצובם.

אני מוקיר מאוד את תרומתו רבת השנים לקירוב בין שני עמינו. היה מרתק לשמוע את מחשבותיו ורעיונותיו כיצד נוכל להעמיק עוד יותר את הקשרים הייחודיים הללו.

יהודי גאורגיה שעלו לישראל הם כוח אדיר ביחסים בין שתי מדינותינו. הם נשאו בליבם את אהבתם לגאורגיה, העבירו אותה מדור לדור, וגם היום, בעשייתם ובמסירותם, הם מחזקים את שתי מולדותיהם — ישראל וגאורגיה כאחת.

Today, I had the pleasure of welcoming another remarkable guest to the Embassy of Georgia in Israel — Mr. Jacob Ophir (Jacob Epremashvili), a prominent member of the Georgian Jewish community, historian with a PhD, engineer, diplomat, public figure, and recipient of Georgia’s Order of Honour.

I was equally pleased to meet his talented son, Gabi Ophir (Giorgi Epremashvili), a distinguished expert in emerging technologies.

Among his many scholarly contributions, Mr. Ophir is the author of the two-volume History of the Jews of Georgia. For decades, he has been not only a scholar of Georgian-Jewish relations but also a living chronicler and active participant in their development.

I am deeply grateful for his lifelong contribution to bringing our two peoples closer together. It was particularly valuable to hear his thoughts on how we can further strengthen these unique bonds.

Jews who came to Israel from Georgia are an extraordinary force connecting our two countries. They have carried their love for Georgia in their hearts, passed it down through generations, and continue to enrich and strengthen both of their homelands, Israel and Georgia.

Address

Tbilisi
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ambassador Beka Dvali posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share