თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, თელავი, ერეკლე II გამზ. #16, Telavi.

31 აგვისტოს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორი...
27/08/2026

31 აგვისტოს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია:
https://telavi.gov.ge/ge/anonsi-4

25/08/2026
➡️ თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება  გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრ...
25/08/2026

➡️ თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.

➡️ კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობაში მომატებული წნევის ადრეული გამოვლენა, ცნობიერების ამაღლება და რეგულარული გაზომვის ჩვევის დამკვიდრებაა. საქართველო გლობალურ ინიციატივას 2017 წლიდან შეუერთდა და 8 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, 65 000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ოჯახისა და სოფლის ექიმებიც, რომელთაც 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარეს კონსულტაცია, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ მკურნალობის რეჟიმის ხარვეზები რჩება.

➡️ მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, სკრინინგი 7 500-ზე მეტ ბენეფიციარს ჩაუტარდა, რომელთა 75%-ს ქალები, ხოლო 25%-ს კაცები შეადგენდნენ. პირველადი მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია მონაწილეთა 53.6%-ში გამოვლინდა. კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე დაფიქსირდა ჰიპერტონიული კრიზის 6 შემთხვევა და მწვავე კორონალური ინციდენტები, რამაც სასწრაფო დახმარებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიური ჩარევების აუცილებლობა წარმოშვა.

➡️ თელავში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ხანჯალიაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.➡️ სხდომაზე განისაზღვრა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრი...
24/08/2026

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.

➡️ სხდომაზე განისაზღვრა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

➡️ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 31 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დეტალური ინფორმაცია:
https://telavi.gov.ge/ge/telavis-municipalitetis-sakrebulos-biuros-sxdoma-chatarda-5

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიი...
24/08/2026

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდა.

➡️ კომისიის წევრებმა ,,თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმარ...
24/08/2026

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

➡️ კომისიის წევრებმა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუნუ სუმბაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.

24/08/2026
➡️ 24 აგვისტოს, 16:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება.
21/08/2026

➡️ 24 აგვისტოს, 16:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება.

➡️ 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ...
21/08/2026

➡️ 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია:
https://telavi.gov.ge/ge/anonsi-2

➡️ 24 აგვისტოს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკით...
21/08/2026

➡️ 24 აგვისტოს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია:
https://telavi.gov.ge/ge/anonsi-1

Address

თელავი, ერეკლე II გამზ. #16
Telavi
2200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share