ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Tkibuli
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, K. Lomadze Square #3, Tkibuli.

დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე უძღვებოდა, მერის პირვე...
23/07/2026

დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე უძღვებოდა, მერის პირველი მოადგილე, ლევან ჩხიკვაძე 2026 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მერის მოადგილე მურმან ვერულაშვილი.

დეპუტატებმა მოისმინეს მერიის აუდიტის, ზედამხედველობის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშები 2026 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე ინფორმაცია 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის თაობაზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, იმსჯელეს მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ცვლილება შევიდა ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში.

წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობას.

დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს 23 ივლისს დაგეგმილი საკრ...
22/07/2026

დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს 23 ივლისს დაგეგმილი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

2026 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში ტყიბულის მუ...
13/07/2026

2026 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალური თეატრის სცენის, კულისებისა და ფოიეს რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნული საკითხი დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე უძღვებოდა.

დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს სოფელ მოწამეთაში, ბიბილაშვილების უბანში წყლის მაგისტრალის, სოფელ ხრესილში არტეზიული ჭის მოწყობის, სოფელ ორპირში, ჩაის ფაბრიკის დასახლებაში სანიაღვრე არხების სრულად მოწყობის თაობაზე და განკარგულების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ქართული მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს პეტ­რე-პავ­ლო­ბას, წმი­და­თა დი­დე­ბულ­თა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­თა, თავ­თა მო­ცი...
12/07/2026

ქართული მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს პეტ­რე-პავ­ლო­ბას, წმი­და­თა დი­დე­ბულ­თა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­თა, თავ­თა მო­ცი­ქულ­თა, პეტ­რესა და პავ­ლეს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

ქუთაისში გაერთიანებული ერების განვითარების (UNSDCF 2026-2030) ეგიდით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთის ...
07/07/2026

ქუთაისში გაერთიანებული ერების განვითარების (UNSDCF 2026-2030) ეგიდით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე და მერის პირველი მოადგილე, ლევან ჩხკიკვაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა გაუძღვნენ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ზურაბ იაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანი.

მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკური პროცესების, განათლების, სოციალური დაცვის, მუნიციპალური სერვისების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხებზე, ასევე, მოისმინეს თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ადგილობრივი ინტეგრირებული განვითარების შესახებ გაეროს წინადადების პრეზენტაცია.

მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივითსარეაბილიტაციო ცენტრ „ნაი...
03/07/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით
სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაიოს“ აღსაზრდელებს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ საჩუქრები გადასცეს.

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთის" მეჩვიდმეტე სეზონის დასკვნით ღონისძიებაზე ტყიბულის მუნიციპალური თეატრის და...
03/07/2026

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთის" მეჩვიდმეტე სეზონის დასკვნით ღონისძიებაზე ტყიბულის მუნიციპალური თეატრის დასი სპექტაკლით ,,ფიროსმანი" ნომინაციაში
„საუკეთესო ქორეოგრაფია“ გამარჯვებულად დასახელდა.

ტყიბულის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ცხრაჯვარის" ხელმძღვანელს, დავით გაბადაძეს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რეგიონულმა ორგანიზაციამ სპექტაკლში შესრულებული გამორჩეული ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე დაესწრნენ.

ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი ხონის სახალხო თეატრის დასი გახდა სპექტაკლით „ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ!"

ღონისძიებაზე ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები დაჯილდოვდნენ.

02/07/2026

დღეს საქართველოს საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის მნიშვნელოვანი დღეა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე!

ძვირფასო აბიტურიენტებო!

გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და წარმატებას. დარწმუნებული იყავით, რომ მონდომება, ცოდნა და მიზანდასახულობა აუცილებლად დაგიფასდებათ.

წარმატებები თითოეულ თქვენგანს!

ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს გეგმიური სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დაეთმო.დეპუტატებმა მოისმინე...
26/06/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დაეთმო.

დეპუტატებმა მოისმინეს და შეაფასეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსისა და მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლების და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი ანგარიში 2026 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. ასევე, გაეცნენ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში 2026 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმასთან დაკავშირებული განკარგულების პროექტი.

სხდომას, რომელსაც უძღვებოდა
საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი დაესწრო.

ქალაქ ტყიბულის "ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლაში" კუსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერე...
17/06/2026

ქალაქ ტყიბულის "ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლაში" კუსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

დამთვალიერებლებთან ერთად გამოფენას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ბავშვებს სკოლის დამთავრება მიულოცა. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სკოლის დასრულების დამადასტურებელი მოწმობები.

Address

K. Lomadze Square #3
Tkibuli
4300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share