ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

  • Home
  • Georgia
  • Tkibuli
  • ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

 #ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლა...
25/08/2026

#ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვას დედაქალაქის მასშტაბით დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, როსტისლავ კონიაშკინს შეხვდნენ. ცესკოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილესთან ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცაა სამთავრობო სერვისებსა და არჩევნებში სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენება. ყაზახურმა მხარემ ცესკოს ხელმძღვანელ პირებს ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/Km6RF

#ცესკო #არჩევნებზედაკვირვება

24/08/2026

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა ⬇

 #ცესკომ ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agencyსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართ...
24/08/2026

#ცესკომ ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agencyსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, მისი უპირატესობები და ადმინისტრაციის წარმატებული პრაქტიკა იყო. გიორგი შარაბიძემ იმ გამოცდილებასა და გზაზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში გაიარა. მან ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა პრაქტიკაში თავად გამოცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.

ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/OMno7

#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან #საზაფხულობანაკი

24/08/2026

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა.

#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან #საზაფხულობანაკი

17/06/2026
12/06/2026

#ცესკოსგანცხადება 📢↙️

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლის შედეგები 8 ივნისს საჯაროდ განთავსდა ვებგვერდზე და ამავე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა მოსმენა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც მიღებული რეკომენდაციები ემსახურება პროცესის კიდევ უფრო დახვეწა/გაუმჯობესებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.

ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მანიპულაციური და დისკრედიტაციული განცხადებების ავტორებს საკმარისი იყო წაეკითხათ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც საჯაროდ იქნა განხილული პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებოდათ, თუმცა მათ ინტერესში არა სიმართლის გარკვევა, არამედ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციის დაზიანებაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ამომრჩევლის ინფორმირებას მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციით და არ დატოვებს უპასუხოდ მცდარი აღქმების შექმნის ნებისმიერ მცდელობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის.

19/05/2026

❌ სიცრუეა, რომ "ეუთოს დასკვნის მიხედვით არჩევნების 20% გაყალბებულია " - თუ რატომ, ამ ვიდეოდან გაიგებ.

✅ გადაამოწმე ინფორმაცია ვებგვერდზე Disinfo.cec.gov.ge, მანამ სანამ გაიზიარებ.

#დეზინფორმაციისრეესტრი #ცესკო

13/05/2026

❌ ამბობენ, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანია არ ჩატარებულა - ფაქტები კი სხვას აჩვენებს.

✅ 5 000-ზე მეტი შეხვედრა და 600 000-ზე მეტი ინფორმირებული მოქალაქე.

🟢 ამ ვიდეოდან გავიხსენოთ, როგორი იყო ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.

#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი

07/05/2026

❌ დეზინფორმაცია პლანშეტებზე - გაიგე, რატომ არის შეუძლებელი პლანშეტით ინფორმაციის სხვაგან გაგზავნა.

✅ გადაამოწმე ინფორმაცია, მანამ სანამ გაიზიარებ ვებგვერდზე Disinfo.cec.gov.ge.

#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი

N57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ   ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა.
31/10/2025

N57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა.

Address

Tkibuli
4300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share